გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე უცნაური გადასახადები მსოფლიოში

როგორც იცით, გადასახადებიბი გაჩნდა პირველივე სახელმწიფოების გაჩენასთან ერთად და თუ თავდაპირველად მისი არსებობდა გადასახადი მიწაზე, საქონელზე და მუშა ხელზე, დროთა განმავლობაში გაჩნდა მეტად უცნაური და ზოგჯერ სულელური გადასახადებიც კი, მაგალითად ისეთები როგორიცაა ბეგარა საზოგადოებრივი ტუალების სარგებლობისათვის რომში იმპერატორ ვესპასიანეს დროს, გადასახადი თვალის ფერზე, რომელიც შემოღებული იყო ბაშკირიაში XVII საუკუნეში. გთავაზობთ რამდენიმე უცნაური დაბეგვრის ჩამონათვალს, რომელიც არსებობს ჩვენს დროშიც კი:

გადასახადი მზისათვის ბელაერის კუნძულებზე

ეს ბეგარა შემოღებული იქნა 2000-იანი წლების დასაწყისში. მას შემდეგ ყველა ტურისტი, რომელიც ჩადის არქიპელაგზე (იბიცაზე, მაიორკზე, მენორკაზე და სხვა კუნძულებზე) ვალდებულია ყოველ გატარებულ დღეზე გადაიხადოს ერთი ევრო. “მზიური” აკრეფის წყალობით შეგროვებული სახსრები მიდის სანაპირო ზონის და პლიაჟის დასუფთავებაზე, ეკოლოგიური ბალანსის აღდგენაზე, ანუ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. უნდა ითქვას რომ ხაზინა ივსება საკმაოდ სოლიდური თანხებით: მხოლოდ 2012 წლისათვის ბელაერის კუნძულებზე იმყოფებოდა 10.400.000 – ზე მეტი ტურისტი.

ბეგარა ძროხების მიერ გაზების გაშვებაზე ესტონეთში.

ესტონეთშიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე, მეტად უცნაური მეთოდით, არა ეს ხუმრობა არაა, ასეთი გადასახადი მართლაც შემოღებულია ქვეყანაში და თან სულ ახლახან 2008 წელს. ესტონეთში არც ისე ბევრი მსხვილი საწარმოა, რომლებიც ანაგვიანებენ გარემოს, ამიტომაც პარლამენტარებმა “დამნაშავედ” ძროხები (რომლებიც ატმოსფეროში უშვებენ მეტანს) ხოლო მათ მფლობელებს უწევთ იხადონ ბეგარა. საინტერესოა, რომ ცხენები, ღორები და სხვა ცხოველები მათი აზრით ქვეყნის ეკოლოგიას არ ემუქრებიან.

ბეგარა მშვიდობისათვის გვინეის რესპუბლიკაში

დასავლეთ აფრიკის ერთერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის მაცხოვრებლები, რომლებიც ისედაც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს ქვევით, ყოველ წელს ამ დრომდე იხდიან ბეგარას მშვიდობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ აწარმოებს არავითარ საომარ მოქმედებებს. ყოველი მშვიდობიანი წლისათვის მოქალაქეები ვალდებული არიან გადაიხადონ 17 ევრო- ეს გვინეელებისათვის ძალიან დიდი თანხაა. მაგალითისთვის: 1 კგ ყავა ღირს მხოლოდ 50 ევროცენტი.

ბეგარა გიფსზე ავსტრიაში.

როგორც ცნობილია, ეს ქვეყანა არის ევროპის ყველაზე უფრო პოპულარული ქვეყანა სათხილამურო დასვენების მოყვარულთა შორის. ქვეყნის ხელისუფლებამ მოიგონა ფრიად უცნაური გადასახადი, რომელიც დააკისრეს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. სამედიცინო დაზღვევასთან დამატებით, რომელიც უნდა ჰქონდეს ტურისტს, მათ ჩათვალეს საჭიროდ შემოეღოთ აუცილებელი სამთოსათხილამურო მოსაკრებელი, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ასეთი უცნაური სახელი.
საქმე იმაშია, რომ ავსტრიაში ყოველ წელს თხილამურებით დაშვებისას ტრავმას იღებს თითქმის 150 000 ტურისტი, რომლებიც შემდეგ ხვდებიან ავსტრიის საავადმყოფოებში. დათვლისას, მკურნალობაზე გაწეულმა საერთო თანხამ დაარწმუნა ხელისუფლება დამატებითი გადასახადების დაწესებაში (ის შედის სამთოსათხილამურო მომსახურების ღირებულებაში). ეს თანხა გადაირიცხება ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებების მისმართზე ტრავმებისა და მოტეხილობების სამკურნალოდ. გამოდის, რომ მოთხილამურეები ფულს “აგროვებენ”, როგორც თავისი თავის მკურნალობისათვის ასევე, ასევე თავისი ექსტრიმის მეგობრებისათვისაც.

ბეგარა ბარბიქიუზე ბელგიაში

ეს ბეგარა შემოტანილი იქნა 2007 წელს ვალონის ხელისუფლების მიერ, რომელშიც შედის ხუთი სამხრეთ პროვინცია, 4 მილიონი მოსახლეობით. გლობალურ დათბობასთან ბრძოლა გადაწყდა ბარბიქიუზე გადასახადის დაწესებით. ეკოლოგების მონაცემებით, გრილზე საკვების მომზადებისას ატმოსფეროში ხვდება 50-100 გრამი ნახშირმჟავას გაზი, რომელიც ხდება კლიმატის ცვლილების მიზეზი. ამიტომაც ყოველ შემთხვევაზე, როცა ვალონიის მცხოვრები მოინდომებს გრილის გამოყენებას, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი 20 ევროს ოდენობით. ფარულად ამის გაკეთება არ მოხერხდება, რადგან მათ დააფიქსირებს თერმული კამერები, დაყენებული ვერტმფრენებზე, რომლებიც პატრულირებენ ტერიტორიას.

ბეგარა ტატუირებაზე და პირსინგზე აშშ-ში

ბეგარა შემოღებულია არკანზასის შტატში 2005 წელს. შტატის მაცხოვრებლები ტატუს გაკეთების შემდეგ იხდიან არა მარტო ხელობის ფულს, არამედ ყოველ ტატუირებაზე და ყოველ გახვრეტაზე, დამატებით ღირებულების 6 % . შესაძლოა გადასახადი შემოღებული იქნა, როგორც არაპროფესიონალებთან ბრძოლის საშუალება, რომლებიც არ იცავდნენ ჰიგიენის აუცილებელ წესებს ტატუირების დროს და ზრდიდნენ სხვადასხვა დაავადებების (შიდსი, ტუბერკულიოზი, ჰეპატიტი) გავრცელების რისკს.

ბეგარა საკვების ერთჯერად ჩხირებზე ჩინეთში

2006 წლის დასაწყისიდან, ჩინელები იხდიან ბეგარას საჭმელის ჩხირების გამოყენებისათვის. 5 პროცენტიანი ასაკრეფი, ყოველი წყვილი ჩხირების გაყიდვისათვის შემოიღეს ტყეების დასაცავად. სტატისტიკის თანახმად ყოველ წელს ქვეყანაში გამოიყენება (და შესაბამისად იყრება) 45 მილიარდი წყვილი ერთჯერადი ჩხირები, რომელთა დასამზადებლად იჭრება 25 მილიონი ხე. იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ 10 წლის შემდეგ ჩინეთი შესაძლოა დარჩეს ტყეების გარეშე, მთავრობამ შემოიღო ამ სახის გადასახადი. ჩინეთში ასევე იბეგრება ბამბუკის ნაწარმი.

ბეგარა ნარკოტიკულ პრეპარატებზე

ხელისუფლებამ მოიფიქრა ხაზინის შევსების ხერხი, აკრძალულ ნარკოტიკულ პრეპარატებზეც კი. შტატ ტენისში 2005 წელს, შემოღებული იქნა გადასახადი ფსიქოტროპიულ ნივთიერებებზე, რომელთა ჩამონათვალშიც შევიდნენ ექსტაზი, კოკაინი, მარიხუანა და სხვა. გადასახადის გადახდა ნარკოტიკზე მოვაჭრეს შეუძლია ანონიმურად და დაკავების შენმთხვევაში, თუ ისინი სასამართლოს წარუდგეგნენ გადასახადის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ამ შემთხვევაში ისინი განთავისფლდებიან.

ბეგარა ჩრდილისათვის ვენეციაში

ბეგარა შემოღებულია 1993 წელს. ყველა საქალაქო დაწესებულება, რომლებიც ჩრდილავს მუნიციპალურ მიწას, ვალდებულია გადაიხადოს გარკვეული გადასახადი. ზოგიერთმა ბიზნესმენმა სასწრაფოდ ჩამოხსნა ტენტები თავის ფასადებზე, ზოგიერთებმა კი გადაწყვიტეს აღარ შეცვალონ თავისი დაწესებულების ჩვეული სახე და ამგვარად ყოველ წელს ავსებენ ქალაქის ბიუჯეტს. ამასთან ბეგარა გადასახდელია არა მარტო მზიან დღეებში არამედ ღრუბლიან და წვიმიან დღეებშიც, ვენეციაში კი ასეთი დრეები გაცილებით მეტია . :)

ბეგარა სამოქალაქო ქორწინებაზე ჩინეთში.

ეს გასასახადი, შემოღებული 90-იან წლეებში, არის ხელისუფლების მცდელობა ებრძოლონ სამოქალაქო ქორწინებას, რომელიც განიხილება სახიფათო ტენდენციად. მას შემდეგ ყველა წყვილი, რომელიც ცხოვრობს ერთად ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე, უნდა გადაიხადოს 1000 იუანი (დაახლოებით 120 ევრო ) წელიწადში. გადასახადის დაკისრება ხდება “დაბეზღების” მეთოდით: ადგილობრივ ხელიფუფლებას “ატყობინებენ” იმის შესახებ, რომ ვიღაცეები ცხოვრობენ ერთად ხელმოწერის გარეშე და ამ წყვილს ავალდებულებენ შეავსონ ხაზინა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close