გასართობისაკითხავისასარგებლო

ხმელეთის უდიდესი ცხოველები


აფრიკული სპილო – ხმელეთის ყველაზე მძიმეწონოსან არსებად არის მიჩნეული.მისი საშუალო მასა 8500 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური მასა კი 13000 კილოგრამი.სხეულის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 6.70 მეტრს აღწევს.ბინადრობენ აფრიკაში და გამოყოფენ მათ ორ სახეობას – სავანის სპილოს და ტყის სპილოს.ეს სახეობები მეცნიერთა დასკვნით დედამიწაზე ჩამოყალიბდნენ 1,9-7,1 მილიონი წლის წინად და შეტანილი არიან წითელ წიგნში.


2. აზიური სპილო ანუ ინდური სპილო – იგი თავისი ფიზიკური მონაცემებით,მეორე გიგანტია ხმელეთის არსებებს შორის.მისი საშუალო წონა 4200 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური კი 5200 კილოგრამი.სხეულის სიგრძე 5,94 მეტრს აღწევს.ისინი გავრცელებული არიან ინდოეთში,შრი-ლანკაში,ბანგლადეშში,ტაილანდში,ლაოსში და სხვა აზიურ ქვეყნებში.ცოცხლობენ ბუნებაში 60-70 წელიწადი.ხოლო ტყვეობაში (ზოოპარკები და ასე შემდეგ) 80 წლამდე.1986 წელს აზიური სპილოს სახეობა შეტანილ იქნა წითელ წიგნში და მას ბევრი აზიური ქვეყნის კანონმდებლობაც იცავს.


3. თეტრი მარტორქა – ბინადრობს აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში.იგი თავისი ფიზიკური კონდინციების გამო მესამე ყვალაზე მასიურ ხმელეთის არსებად არის მიჩნეული.საშუალო მასა თეთრი მარტორქისა 2350 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური მასა კი 3850 კილოგრამი.სიგრძეში 3,81 მეტრამდე იზრდება.მიუხედავათ ასეთი დიდი ამსისა შეუძლიათ 40-45 კილომეტრ საათი სისწრაფე განავითარონ.


4. ჩვეულებრივი ბეჰემოტი ანუ ჰიპოპოტამი – ერთ-ერთი უდიდესი ცხოველია ხმელეთისა.მისი საშუალო მასა 2500 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური წონა კი 3400 კილოგრამი.სიგრძეში იზრდება 3,35 მეტრი.სიმაღლეში შესაძლოა 1,70 მეტრამდეც გაიზარდნონ.გავრცელებულნი არიან მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე,საჯარისრ უდაბნოს დასავლეთით.ანტიკურ ხანაში ისინი გავრცელებული იყვნენ ასევე ახლო აღმოსავლეთშიც.მეცნიერთა ვარაუდით ბეჰემოტთა წინა სახეობები დედამიწაზე 54 მილიონი წლის წინად გაჩნდნენ.


5. ინდური ბიზონი გაური – ასევე ერთ-ერთი უდიდესი მასის მქონე ხმელეთის ცხოველია,რომელიც გავრჩელებულია აზიაში.მისი სასუალო წონა 1600 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური კი 1800 კილოგრამი.სიგრძეში 3 მეტრამდე იზრდებიან.

 

წყარო : http://mecniereba.ge

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Close
Close