საკითხავისასარგებლო

ვექსილოლოგია

პოსტში გთავაზობთ ცნობებს საბერძნეთის, გერმანიის და ბრიტანეთის დროშების შესახებ, რომლებმად თანამედროვე სახის მიღებამდე განვითარების გრძელი და საინტერესო გზა განვლეს.

საბერძნეთის დროშა – შეიცავს ცხრა ჰორიზონტალურად განლაგებულ ზოლს, რომელთაგანაც ხუთი – ლურჯი, ხოლო ოთხი – თეთრია. მარცხნივ, ზედა კუთხეში თეთრი ჯვარია გამოსახული ლურჯ ფონზე. ოფიციალური დროშა თავდაპირველად 1822 წელს იქნა მიღებული. არსებობს მრავალი თქმულება დროშის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, 9 ჰორიზონტალური ზოლიი სიმბოლურად გამოხატავს ცას ან ზღვას, რომელიც შესაბამისად ერწყმის ზღვას ან ცას. მეორე არანაკლებ გავრცელებული თეორიის მიხედვით, დროშაზე გამოსახული ცხრა ზოლი საბერძნეთის ცხრა მუზას განასახიერებს. სხვა თეორიების მიხედვით, 9 ზოლი სიმბოლოა იმ ფრაზის ცხრა მარცვლისა, რომელიც ნიშნავს «Ελευθερία ή θάνατος» (სიკვდილი ან თავისუფლება) “ე-ლეფ-თე-რი-ა ი თა-ნა-ტოს”.
ამაღლებულ კუთხეში გამოსახული ჯვარი საბერძნეთის მართლმადიდებლობის ნიშანია. იგი მეფე ოტოს მიერ იქნა შემოღებული. დროშა ძალიან წააგავდა დანიის დროშას. საგულისხმოა ისიც, რომ მეფე ოტო წარმომავლობით სწორედ დანიიდან იყო. იგი მეფის დამხობის შემდეგაც გამოიყენებოდა. ამჟამად იგი სამხედრო დანიშნულებისაა.
საბერძნეთის კონსტიტუცია ზუსტად არ განსაზღვრავს იმ ფერებს, რომლითაც დროშა უნდა შეიქმნას, ამიტომაც მის შესაქმნელად გმაოიყენება ცისფერიდან მუქი ლურჯის ტონალობის ფერთა პალიტრა. კანონის თანახმად სავალდებულოა დროშა აღიმართოს ეროვნულ ან ადგილობრივ დღესასწაულებზე, დილის 8 საათიდან მზის ჩასვლამდე.

გერმანიის როშა – სამფეროვან დროშაზე შავი ფერი პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, ხოლო მნიშვნელობა 1848 წლის რევოლუციიდან შეიძინა. 1848-1850წწ. ფრანკფურტის პარლამენტმა გაერთიანებული და დემოკრატიული გერმანული სახელმწიფოს სიმბოლო სამფეროვანი დროშა წარმოადგინა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამფეროვანი დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იგი, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიის სიმბოლოს წარმოადგენდა, სანამ 1959 წელს კომუნისტური სიმბოლო არ იქნა დამატებული აღმოსავლეთ გერმანიის დროშაზე. 1990 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ კი, როდესაც გერმანია გაერთიანდა სამფეროვანი დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად იქცა.
დროშის ზუსტი ფერები განსაზღვრული არ ყოფილა მაშინ, როდესაც დროშა ოფიციალურად იქნა მიღებული. ფედერალურმა კაბინეტმა საყოველთაო დიზაინის პროექტი 1999 წლის 2 ივნისს წარუდგინა გერმანიის მთავრობას.
ვექსილოლოგია იშვიათად განარჩევს ერთმანეთისაგან ოქროსფერ და ყვითელ ფერებს. რაც შეეხება გერმანულ დროშას, აქ არსებული ფერი ოქროსფერია და არა ყვითელი.
როდესაც შავ-წითელ-ოქროსფერ ფეროვანი დროშა იქნა მიღებული გერმანიაში ვაიმარის რესპიბლიკის მიერ.
1959 წლის 16 ნოემბერს, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო დადგენილება შავი-წითელი-ყვითელი ფერების დაბრუნებისა.

ბრიტანეთის დროშა – X-XII საუკუნეებში ევროპაში ფართო პოპულარობა მოიპოვა წმინდა გიორგის შესახებ ლეგენდამ, რომლის თანახმადაც, გიორგიმ მამაცობითა და ჯვრის ძალით დაამარცხა გველეშაპი და გაათავისუფლა კერპთაყვანისმცემელი მეფის ქალწული, ხოლო მეფემ მადლიერების ნიშნად ქრისტიანობა მიიღო. კათოლიკური ეკლესია ამ ლეგენდას ალეგორიულ ახსნას უძებნიდა, რომლის მიხედვითაც ქალწული კათოლიკურ ეკლესიას განასახიერებდა, გველეშაპი კი კათლიციზმის მტრების – სარკინოზების, არაბების, მაჰმადიანებს.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთმა წინამძღოლმა – ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა წმინდა გიორგი თავის მფარველად აირჩია, ხოლო მისი ფარის ფერთა შეხამება გადაიტანა ინგლისის გემების დროშებზე. ასე გაჩნდა ბრიტანეთის დროშის საფუძველი – თეთრი ტილო წითელი ჯვრით.
ბრიტანეთის ერთ-ერთ კუნძულზე ჯერ კიდევ XI საუკუნეში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს – შოტლანდიის სამეფო. XIII საუკუნიდან მოყოლებული ინგლისი მრავალი შეეცადა მის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ.
1603 წელს ელისაბედ I-ის გარდაცვალებით დასრულდა ტიუდორთა მმართველობა, მისი ანდერძის თანახმად, ინგლისის ტახტი კანონიერად ერგო შოტლანდიის მეფეს ჯეიმზს. ინგლისის და შოტლანდია საერთოდ გვირგვინის ქვეშ გაერთიანდა. ჯეიმზის მეფობის დაწყებიდან ცოტა ხანში სამეფო დროშის საკითხიც დადგა. არც ერთ მხარეს არ სურდა უცხო დროშის ქვეშ ყოფნა. 1605 წელს მეფე იძულებული გახდა, გამოეცა საგანგებო ბრძანება:

„ჩვენი საყვარელი ჩრდილოეთის და სამხრეთის ქვეშევრდომებს შორის დიდი მღელვარების შემდეგ სასიკეთოდ მივიჩნიეთ ამ ორი დროში გაერთიანება“

ერთ სიიბრტყეზე იქნა მოთავსებული ინგლისური თეთრი დროშა წმინდა გიორგის სწორი წითელი ჯვრით და შოტლანდიის ლურჯი დროშა, ირიბი თეთრი ე.წ წმინდა ანდირიას ჯვარი.
ამ დროშას ეწოდა „სამეფო ფერთა დროშა“. მოგვიანებით მას „მეფე ჯეიმზის გაერთიანებული დროშა“ უწოდეს, შემოკლებით „Union Jack“ – „გაერთიანებული ჯეკი“. დღევანდელი სახე დროშამ 1801 წელს მიიღო, როცა „იუნიონ ჯეკს“ კიდევ ერთი ჯვარი დაემატა – ეს იყო წმინდა პატრიკის წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, რაც ირლანდიელთა სიწმინდე იყო, ვინაიდან წმინდა პატრიკმა V საუკუნეში ირლანდიაში შეიტანა ქრისტიანობა. ამრიგად, თანამედროვე დროშა ბრიტანეთის სამ ნაწილს – ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ემბლემების შერწმას წარმოადგენს.

P.S: თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ ასეთი პოსტების დადებას :)

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close