ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

გაქცევა ცათამბჯენი-ციხიდან


გაქცევა ცათამბჯენი-ციხიდან ზეწრის თოკების საშუალებით

ჩიკაგოელი ორი პატიმარი კენეტ კონლი და ჟოზეფ ბენკსი (Kenneth Conley და Joseph Banks), რომლებიც იხდიდნენ სასჯელს ბანკის ძარცვაში, მოახერხეს გაქცევა ქალაქის ცენტრის ცათამბჯენი-ციხიდან; მათ ზეცრიდან თოკები დაგრიხეს , გადააბეს ერთმანეთს და დაეშვნენ ამ თოკებით თავიანთი საკნის ფანჯრიდან, რომელიც მდებარეობდა მე-20 სართულზე;

მარცხნივ- კენეტ კონლი , ხოლო მარჯვნივ- ჟოზეფ ბენკსი
ასეთი ორგანიზებული და გაბედული გაქცევა შედგა დილის 5 საათსა და 9 საათს შორის;


ციხის დამკვირვებლებმა მათ საკანში ნახეს მხოლოდ დაჭრილი ზეწრები და გადაბმული ერთმანეთზე ზეწრის ნაჭრები;. თვითონ შენობა გახდა უკვე ყურადღების ეპი-ცენტრი და ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი: აქ ხალხის ბრბო თავს იყრიდა, რომ დარწმუნებულები გამხდარიყვნენ , თუ როგორ მოახერხეს პატიმრებმა შენობის მე-20 სართულიდან ზეწრის თოკების საშუალებით გაქცევა…

38 წლის კენეტ კონლი და 37 წლის ჟოზეფ ბენკსი ჯერჯერობით პოლიციამ ვერ დააკავა; პოლიცია აფრთხილებს ყველას, იქ მაცხოვრებლებსაც და მთელ საზოგადოებას, რომ კრიმინალები შეიარაღებულნი არიან და ძალიან საშიში დამნაშავეები არიან… ძებნაში ჩართულია 45 -მდე ძაღლი და ვერტმფრენები 24 საათის განმავლობაში-დღისითაც და ღამითაც;

ჩიკაგოს 27-სართულიანი ციხე გათვლილია 750 პატიმარზე- ეს არის მსოფლიოში ცნობილი ცათამბჯენი-ციხე. შენობა დაპროექტებული და აშენებული იყო სამკუთხედის ფორმით, რომ არ ყოფილიყო ბევრი მიუვალი და „ბრმა“ ადგილები…

მხოლოდ ერთი რამაა გაუგებარი და აუხსნელი : სად იშოვეს, ან საიდან მოიტანეს ამდენი ზეწარი? რა? 750-ივე პატიმარი ხელს უმართავდა ბანკის მძარცველებს? აი მოხერხებულებაააა !

ამ ინციდენტმა, მთელი ჩიკაგო ფეხზე დააყენა;
ჩიკაგოს პოლიციის ძაღლებზე დაიწყეს ციფრული ვიდეოკამერების დამაგრება‚ რომლებიც დაეხმარება დამნაშავეთა ძებნაში, განსაკუთრებით ამ ორი პატიმრის:კენეტ კონლის და ჟოზეფ ბენკსის (Kenneth Conley და Joseph Banks); ასეთივე ექსპერიმენტები ადრეც ტარდებოდა‚ მაგრამ აქამდე პოლიციის ძაღლები აღჭურვილი იყო ანალოგიური კამერებით‚ რომლებსაც საკმაოდ შეზღუდული მოქმედების დიაპაზონი ჰქონდათ. ახალი ტექნოლოგია საშუალებას მისცემს‚ მიიღონ დიდ მანძილებზე უფრო მკაფიო გამოსახულება და იმედია, გაამართებს ეს ახალი ტექნოლოგია.
აი პოლიციის გაწვრთნილი ძაღლები:
ჩიკაგოს პოლიციამ 45 პოლიციის ძაღლი გამოიყვანა მათ დასაჭერად, მაგრამ კვალი ვერ აიღეს ძაღლებმა…

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close