ახალი ამბებიგასართობისურათები

ყველაფერი ASTON MARTIN-ის შესახებ

პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ცოტ -ცოტა ყველაფერი ASTON MARTIN-ის შესახებ. პირველრიგში მინდა წარმოგიდგინოთ ამ მარკის უახლესი შედევრები , როგორც Sport Car-ები ასევე „Celebrity Luxury Cars“ და გავიხსენებთ , ასტონ მარტინის პირველ ნაბიჯებს ავტო სამყაროში

ასტონ მარტინი 2014 წლისთვის გეგმავს გაყიდვაში ჩაუშვას მოდელი „Rapid S“ რომელიც გათვლილია , ბიზნესმენებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ყიდვა არ შეეძლებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს როგორებიც ვართ ჩვენ (უმეტესობა).

ASTON MARTIN RAPID S

2013 წელს „ასტონ მარტინი“ გვთავაზობს მის ერთ-ერთი უახლესი და წარმატებული მოდელის „Vanquish“-ის გაუმჯობესებულ მოდიფიკაციას.რომელიც სავარაუდოდ სერიულ გაყიდვაში არ ჩაიშვება..სიმართლე გითხრათ პირადად მე ძალიამ მომეწონა ახალი
„Vanquish Centenary Edition“ და მინდა ჩემი შთაბეჭდილებები თქვენც გაგიზიაროთ

Aston Martin Vanquish Centenary Edition

ასევე 2013 წლისთვის „ასტონ მარტნის“ საუცხოო მოდიფიკაციას იტალიური ტუნინგ ცენტრი „ზაგატო“-ც გვთავაზობს. პირადად მე მაინც და მაინც არ მომდის თვალში „Aston Martin V12 Zagato“. ჩემი აზრით ის უფრო დამსგავსებულია „TVR Sagaris”-ს. მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ, ეს მოდელი შეიძლება ბევრი ჩვენგანის ფავორიტი გახდეს

Aston Martin V12 Zagato

„ასტონ მარტინი“ დიდად არასდროს მომწონდა, მე ის უბრალოდ მიყვარდა. მიყვარდა მისი შარმის, გამოხედვის, ხმის, დიზაინის და ფასთან შესაბამისობის გამო. ალბათ არ ვარ ერთადერთი ვისაც „ასტონ მარტინი“ უყვარს და ერთი სული აქვს მის საჭეს მიუჯდეს. სწორედ მისი ერთგული ფანებისა და მფლობელებისთვის „ასტონ“-მა შემოგვთავაზა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსკლუზიური მოდელი „Aston Martin Lagonda“.

Aston Martin Lagonda

არ მინდა გავაკეთო პოსტი „ასტონ მარტინი“-ს შესახებ და არ წარმოგიდგინოთ მისი ერთ-ერთი უმშვენიერესი მოდელი „one77“, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვისაა ცნობილი. ბევრს კი არც კი სმენია მის შესახებ.

ASTON MARTIN ONE77

ასეა თუ ისე , „ასტონ მარტინი“ შეიძლება ბევრ თქვენთაგანს არც კი მოსწონდეს მაგრამ ამ პოსტის ნახვის და წაკითხვის შემდეგ ბევრი თქვენთაგანი დარწმუნდება, რომ ის უბრალოდ „მანქანა“ არ არის….
ახლა კი მინდა გადავიდე შორეულ წარსულში და გავიხსენო „ასტონ“ის უძველესი მოდელები

1915 წელს გამოდის ასტონის პირველი მოდელი : „Coal Scuttle“

შემდეგ მოდის 1934 წლის მოდელი : „Lagonda M45 Tourer“

5 წლის შემდეგ , 1939 წელს გამოდის „Lagonda V12 Rapide“

ამის შემდეგ დაიწყო ასტონის ყველაზე წარმატებული ნაბიჯები ავტო სამყაროში. თავიდან გამოვიდა ASTON MARTIN DB1, DB2, შემდეგ მათ მოჰყვა DB3, მისი მოდიფიკციით DB3S შემდეგ DB MARK III რომელმაც შემდგომში სახე შეიცვალა და DB5-ად ეგრედ წოდებულ „ბონდის მანქანად“ ჩამოყალიბდა.

DB MARK III

DB5

DB6

1989 წელს ასტონმა პირველად მიიღო მონაწოლეობა , მსოფლიო მაშტაბის Grampri-ს თასის რბოლაში. მოდელით AMR1

სულ ეს იყო , დანარჩენს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ
P.S პოსტი არ არის გადმოქართულებული უცხოური საიტიდან და არც მოპარული რომელიმე ქართული საიტიდან.
ავტორი : გიორგი პაპელიშვილი

თეგები

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Close
Close