ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ”ლივერპულელი ოთხეულის” შესახებ

შენ ფიქრობ რომ ”the beatles” ის ფანი ხარ და ყველაფერი იცი მათ შესახებ? მაშინ წაიკითხე ეს პოსტი და კიდევ უფრო გაიღრმავე შენი ცოდნა.

1. ჯონ ლენონის მიერ დაწერილი პირველი სიმღერა იყო ”Hello Little Girl”. ხოლო მაკკარტნის ”I Lost My Little Girl”.

2. მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გამოაცხადა, რომ ბითლზი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე იესო, ჯგუფის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

3.· როგორც ცნობილია, ბითლზის დრამერს – რინგო სტარს თავიდან პარიკმახერობა უნდოდა.

4. ბითლზის ცნობილ სურათში, რომელიც ები როუდზეა გადაღებული, სადაც მომღერლები ქუჩას კვეთენ, პოლ მაკარტნის ფეცსაცმელი არ აცვია. ის გადაღების დროს სანდლებით იყო და გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთისას არ უნდოდა ისინი ცმოდა.

        =====> აი დააკვირდით

5.· FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა როგორც„რადიკალურად განწყობილი ნარკომანი რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.“

6.· „მეხუთე ბითლად“ ხშირად მოიხსენიებენ სერ ჯორჯ მარტინს იმ გიგინატური შრომის გამო რაც მან ჯგუფის განვითარებაში ჩადო.

7.რინგოს ხშირად ეკითხებოდნენ ინეტრვიუების დროს

-რატომ ხარ ასეთი სევდიანი?

-არ ვარ სევდიანი. უბრალოდ ასეთი სახე მაქვს.

8. ბითლზის ერთ–ერთი ცნობილი სიმღერა “Strawberry Fields”, რაც ქართულად მარწყვის მდელოს ნიშნავს, სინამდვილეში იყო ბავშვთა სახლი ლივეპულში, რომესაცლ ჯონ ლენონი თავის სიცოცხლეში ეხმარებოდა, რის გამოც ამ დაწესებულებაში ერთ–ერთ ჰოლს მის საპატივცემულოდ ლენონის ჰოლი ეწოდა.

9.საინტერესო და ირონიულია ის ფაქტი, რომ ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა “Here comes the sun” თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაშ მათ რომანიც ჰქონდათ.

10. სიმღერა Yesterday ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა მასოფლიოში.

11.ბითლზის სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” გვხვდება 613 ჯერ   ( ”LOVE ME DO “)

12. პოლ მაკკარტნიმ ცნობილი სიმღერა “Hey Jude” ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა.

13.Beatles- ის როგორც ჯგუფის ბოლო სიმღერა იყო ,, The end”

14.ბითლზი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც ამერიკის ხუთივე პოპ ჩარტის თავში მოექცა.

15.სულ მალე ლივერპულის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ მიიღონ “ბითლზის სპეციალისტის” დიპლომი. უნივერსიტეტი Liverpool Hope University აპირებს შექმნას ფაკულტეტი სახელად “ბითლზის შემოქმედების შემსწავლელი” ასეთი რამ მუსიკის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა როცა ჯგუფის კვლევისთის მთელი ფაკულტეტი შეიქმნა ინგლისის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში.

მიზეზად ის დასახელდა რომ ჯგუფს დაახლოებით 8 ათასი სხვადასხვა წიგნი მიეძღვნა მაგრამ არავინ დაინტერესებულა მათი შემოქმედების მეცნიერული კვლევით, ეს ფაკულტეტი კი საშუალებას იძლევა უკვე მეცნიერული კვლევის საფუძველზე, პროფესიულად იქნას შესწავლილი ჯგუფის მოღვაწეობა და გაანალიზებული მათი კვალი მუსიკის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში.

16.იუნესკოს დადგენილებით16იანვარი არის საერთაშორისო ბითლზის დღე.

 

17. ბითლზებზე უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული. მათ შორის ყველაზე ახალი არის “Across the Universe”, რომელშიც საუნდთრეკებად ბითლზის სიმღერებია გამოყენებული.

წყარო : www.mecniereba.ge და www.tvsnark.wordpress.com

მსგავსი ამბები

Close
Close