საკითხავისასარგებლო

აზიის ,,ოთხი ვეფხვი”


აზიის ,,ოთხ ვეფხვად” (ან ,,ოთხი დრაკონი”)მოიხსნებიან სახელმწიფოები, რომლებშიც 1960 წლიდან დაიწყო ეკონომიკური ზრდა – 75 წელიწადში, და დღეს ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნებს წარმოადგენენ. ესენია: სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი, ტაივანი და სინგაპური.

1960 წლიდან ამ ქვეყნებში პრიორიტეტული გახდა ინდუსტრიალიზაცია, ამასთანავე მოახდინეს სპეციალიზაცია კონკრეტულ სფეროებში, რის შედეგადაც დღეს სამხრეთ კორეა და ტაივანი წამყვანი ქვეყნებია ინფორმაციული ტექნოლოგიების წარმოებაში. ხოლო სინგაპური და ჰონგ კონგი მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს წარმოადგენენ.

სამხრეთ კორეა

ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიო ეკონომიკების ტოპ 20-ეულს. ეკონომიკური ზრდის სტიმულირება ქვეყანამ მოახერხა განათლების დონის ზრდით, ინდუსტიალიზაციით, ურბანიზაციით და ტექნოლოგიური მიღწევებით. მიუხედავად იმისა რომ სამხრეთ კორეა ბუნებრივი რესურსების დეფიციტს განიცდის, ქვეყანამ მოახერხა ნაბიჯ-ნაბიჯ სასწაულის მოხდენა. დღეს სამხრეთ კორეა მსოფლიო ბრენდების მწარმოებელი ქვეყანაა, როგორიცაა: SAMSUNG , LG, KIA MOTORS, HYUNDAI და ა.შ

ტაივანი

ტაივანის მთლიანი შიდა პროდუქტი 425 მილიარდი დოლარია (მე-19 მსოფლიოში). ხოლო მ.შ.პ. ერთ მოსახლეზე 18300$ (21-ე მსოფლიოში) . ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინდუსტრიაა: ელექტრო ტექნიკის, ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების წარმოება. ასევე ნავთობის გადამუშავება, ქიმიური მრეწველობა, სატრანსპორტო ინდუსტრია. ტაივანი მცირე რაოდენობით აწარმოებს ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციას. რაც შეეხება ბუნებრივ რესურსებს იქ მოიპოვება: მარმარილო, კირქვა, ქვანახშირი და მცირე რაოდენობით ბუნებრივი გაზი. შემოსავალი ექსპორტიდან ყოველწლიურად 310$ მილიარდს უდრის.

სინგაპური

ქვეყნის მ.შ.პ. შეადგენს 260 მილიარდ დოლარს, ხოლო წლიური ზრდა 18%-ს. ეკონომიკა ფოკუსირებულია როგორც წარმოებაზე ასევე მომსახურების სფეროზე: ნავთობის გადამუშავება, ელექტროტექნიკა. გემმშენებლობა, რეზინის პროდუქტების წამოება და უმთავრესი – ფინანსური სექტორი. სინგაპურის შემოსავალი ექსპორტიდან 358$ მილიარდია. სინგაპური ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე აკეთებს აქცენტს: საბაკო სექტორი, ბიოტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა და ენერგია. ასევე მნიშვნელოვანი სექტორია საგარეო ვაჭრობა.

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის მ.შ.პ. შეადგენს 330 მილიარდ დოლარს. ქვეყანაში იწარმოება: სათამაშოები, საათები, ელექტრონიკა. მაგრამ სამუსაო ძალა ძირითადად ფოკუსირებულია მომსახურების სფეროზე, როგორიცაა: ბანკები, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დაზღვევა, სატუმროები, უძრავი ქონება. საგარეო ვაჭრობიდან შემოსავალი უდრის 275$ მილიარდს, რაც ასეთი ზომის ქვეყნისათვის კოლოსალური თანხაა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close