გართობაკულტურა

“ფორბსის” ტოპ 10 მილიარდელი

f09aafc6e59e

2012 წელს “ფორბსმა” გამოაქვეყნა მსოფლიოს მილიარდელთა ტოპ ათეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

d51d1f6ed2bb

1) კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) –  მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედია, რომელიც ძირითადად სატელეკომუნიკაციო ბიზნესშია ჩართული. ამჟამად იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც გადაასწრო ბილ გეიტსსა და უორენ ედვარდ ბაფეტს.   ფორბსის მონაცემებით მისი ქონება შეადგენს 67 მილიარდ დოლარს.

4858183e744a

2) ბილ გეითსი (აშშ) – კომპანია “მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელია. თავისი საქმიანობა ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო. ბილ გეითსი კომპიუტერების მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ამჟღავნებდა. 1973 წელს იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა, მალევე დატოვა სასწავლებელი. მისი პირადი კაპიტალი “ფორბსის” მონახემებით 66 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ab73bc7897ec

3) უორენ ბაფეტი (აშშ) – ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორია, რომელიც მეტსახელი ”ომაჰას ორაკული” ან ”ომაჰას უხუცესით” არის ცნობილი. ბაფეტმა უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა მომგებიანი ინვესტიციებით. ამჟამინდელი მონაცემებით მისი ქონება 46 მილიარდათაა შეფასებული.

68e38ad133a3

4) ლარი ელისონი (აშშ) – კომპანია Oracle-ს მფლობელია, რომელიც აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას. “ფორბსის” მონახემებით მისი ქონება 41 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

28f3e8b5b81b

5) ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) – მოდის იმპერიის – “ზარას” დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალაქ ლა კორუნიაში. იგი დაიბადა 1936 წლის 28 მარტს ერთ-ერთი პროვინციის მრავალშვილიან ოჯახში. ამჟამად მისი კაპიტალი 39.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

c9bc4ff3f65b

6) ბერნარ არნო (საფრანგეთი) – Louis Vuitton Moet Hennessy დამფუძნებელი და მფლობელია. იგი აწარმოებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა ძვირადღირებული საათები და ალკოჰოლური სასმელები. მისი ქონება 32.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

3d550137b69d

7) ჩარლზ და დევიდ კოხები (აშშ) – ძმები ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც მრავალპროფილიან ჰოლდინგს “კოხ ინდასტრისი” ფლობენ. იგი ნავთობის გადამუშავებაზეა ორიენტირებული. მათი ქონების საერთო რაოდენობა 31 მილიარდი დოლარია.

37dac05846f9

8) ვიკე ბატისტა (ბრაზილია) – ბრაზილიის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას ფლობს. მისი კაპიტალი 30 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.

62280c061fe8

9) სტეფან პერსონი (შვედეთი) – მის ხელთაა მაღაზიათა ქსელი H&M, რომელსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ “ვერსაჩე” და “მარნი” შეემატა. სტეფან პერსონის მფლობელობაშია მსოფლიოს მასშტაბით 2500 მაღაზია. მისი საერთო ქონება 26 მილიარდ დოლარს შეადგენს.

9c73da99a437

10) ლი კა-შინი (ჰონკონგი) – ბიზნესმენი, რომელიც ფლობს უდიდეს ბიზნეს იპერიას. საშუალო მაჩვენებლით ჰონკონგში ყოველი მეშვიდე ბინა მისი კომპანიის აშენებულია. ლი კა-შინის საერთო კაპიტალი 25.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button