არქივი

“სიურეალიზმი” ანუ “ზერეალობა”

bf62499d58a7b57cd4f16696
ფრანგი მხატვარი ივ ტანგი Yves Tanguy იყო სიურეალისტი მხატვარი. მას ეძახდნენ რეიმონდ ჯორჯეს ივ ტანგის… ნახეთ ვიდეოები: ნახეთ ვიდეო, თუ როგორ ვისწავლოთ თავისუფალი ქმნილებების მიმართ სიურეალისტთა დამოკიდებულება:
რეიმონდი დაიბადა პარიზში, საფრანგეთში. მისი ორივე მშობელი ბრეტონული წარმომავლობის იყვნენ.
1918 წელს ივ ტანგი შეუერთდა სავაჭრო ფლოტს მანამ, სანამ მას გაიწვევდნენ ჯარში, მისი საჯარო მოღვაწეობის ბოლოს, ივი დაბრუნდა პარიზში, სადაც მუშაობდა შემთხვევით შემხვედრ სამუშაოებზე. აი ასეთ შემხვედრ სამუშაოებზე , ივი გადაეყარა დე კირიკოს ნამუშევარს და ისე იყო აღფრთივანებული მისი შემოქმედებით, რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი, თუმცა არანაირი განათლება ამ სფეროში არ ქონდა.

ტანგის ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება , რომ ყოფილიყო მთლიანად დაკავებული მხატვრობით დღისითაც და ღამით , რომელზედაც ის მუშაობდა;.

b57cd4f16696
ამ სურათში წარმოდგენილია თვით ივ ტანგი და მისი მეუღლე კეი სეიჯი…
1930-იანი წლების განმავლობაში, ტანგი ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, რამაც მისი პირველი ქორწინება შეიწირა. 1928 წლიდან ტანგი მეთვალყურეობს მხატვარ კეი სეიჯს, რის შედეგადაც ტანგი მეორედ ქორწინდება.
9afc5943bc32
დაახლოებით 1925 წელს რეიმონდი მოხვდა ანდრე ბრეტონის გარშემო მყოფი სიურეალისტი მხატვრების ჯგუფში. ტანგიმ მალევე შეძლო განევითარებინა საკუთარი უნიკალური მხატვრობის სტილი, რამაც მას მისცა საშუალება პირველი გამოფენა ჩაეტარებინა პარიზში. ბრეტონმა კონტრაქტი დაუდო ტანგის, რათა მას 12 ნაწილი გაეკეთებინა წელიწადში, მაგრამ მისი შემოსავლების მიხედვით ტანგი უფრო ნაკლებს აკეთებდა და მან მხოლოდ 8 ხელოვნების ნიმუში შექმნა ბრეტონისთვის.
91fa5ccb30fb
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კეი სეიჯი მიმეგზავრება მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში და ტანგიც მასთან ერთად მიდის. მათ გადააკეთეს სოფლის ერთ-ერთი სახლი მხატვრების სახლად ვუდბერში, კონეკტიკუტის შტატში, ხოლო 1948 -1949 წლებში ტანგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
1955 წელს ტაგიმ გადაიტანა ფატალური დარტყმა ვუდბერში. მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია და შენახული იყო სეიჯის სიკვდილამდე. მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა მის საყვარელ ბრეტონეთში, ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.

037b56c6ee17
სიტყვა “სიურეალიზმი”, ფრანგული წამოშობისაა და მისი ქართული თარგმანი ასე ჟღერს: “ზერეალობა”. ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება ფრანგი მწერლის ანდრე ბრეტონის სახელს, რომელიც თავის მანიფესტში წერს:
სიურეალისტების მიზანი იყო ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაშია და არც იდეალობაშია, იგი არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომაც, მათ შემოქმედებაში სწორედ ეს არაცნობერია წინ წამოწეული. ამისათვის კი მოხსნილია გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი.
c130ea5a7a78
სიურელიზმი, ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გადმოცემა ნახატის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.

a4b4412c4616
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან.
ac7ff1693bd0
და, რაგინდ არ უნდა გაგკვირდეთ ,სურეალიზმის მიმდევარი იყო თვით სალვადორ დალიც… მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს…
d41a88fc39a4
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტანგის სურათები ფლობენ უნიკალურ, ადვილად ამოსაცნობ სტილს, არწარდგენილი სიურეალიზმისა. ის ხატავდა შეზღუდულად, მაგრამ დიდად შეზღუდული ფერების პალიტრაში მხოლოდ ხანდახან ფეთქდება კონტრასტული ფერადი მხარეები.
ნახეთ ვიდეო :

ვიდეო-მასალა: თავისუფალი ქმნილებების მიმართ სიურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუორკში. სიურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი – ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი მდებარეობს ნიუ ორკში.
ესეც ნახეთ:

0b6ba0089032
0004c4d2cf2f
a1a5cf602ff2
aaa2bad2595d

8202c1e7f93e
01f855072d7f
dfd91d0334d7
86ca70e0027a
7a7004396d9f
3318ec7979bc
b91be5aba83e
fc89e47d457b
e77f09a347f7
614a41cfd7e3

28414f06a573
ab16954de766
b7ed912ec24c
8c7862602cf5
ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button