არქივი

წყალი, ატმოსფერო და კლიმატი (ნაწილი I)

d8d5df919d8d

”წყალი განსაკუთრებულია, არ არსებობს გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მქონე სხვა ბუნებრივი სხეული, რომელიც წყალს შეედრება…

d8d5df919d8d

”წყალი განსაკუთრებულია, არ არსებობს გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე გავლენის მქონე სხვა ბუნებრივი სხეული, რომელიც წყალს შეედრება. ყველა მიწიერი ნივთიერება, მინერალი, მთის ქანი, ცოცხალი ორგანიზმი წყალს შეიცავს. ყველაფერი მიწიერი, წყლით გამსჭვალული და მოცულია” – ასე წერდა წყლის შესახებ ცნობილი მეცნიერი ვ. ვერნადსკი. ცხოველები და მცენარეები ძირითადად წყლის-გან შედგება. ადამიანის მასის 70% წყალია. დედამიწის ∼ 3/4 წყალს უკავია – ოკეანეების, ზღვების, ტბებისა და მდინარეების სახით, ხოლო ხმელეთის მეხუთედი დაფარულია ყინულით და თოვლით. ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლი ანიჭებს მას სინესტეს, წარმოქმნის ღრუბელს და დედამიწას წვიმის სახით უბრუნდება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისებას ეხება, არის წყლის ძებნა დედამიწის გარეთ. როდესაც პლანეტებს იკვლევენ, პირველ რიგში ეძებენ წყალს, ვინაიდან პირველი ცოცხალი ორგანიზმი წყალში გაჩნდა. ცნობილია, რომ ზოგიერთი კომეტის ზედაპირის 50%-ზე მეტი ყინულისაგან შედგება. მარსის პოლუსებზე შეიმჩნევა ყინულოვანი ქუდები, იუპიტერი, სატურნი და პლანეტის სხვა თანამგზავრები მთლიანად ყინულითაა დაფარული. ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში წყალი მცირე ზომის წვეთების სახით ვრცელდება, კონდენსაციის დროს კი – ატმოსფერული ნალექების (წვიმის, თოვლის, სეტყვის, ნამის) სახით ბრუნდება დედამიწაზე. დედამიწის თხევადწყლიან გარსს ჰიდროსფეროს უწოდებენ, ხოლო მყარს _ კრიოსფეროს. ატმოსფეროში წყლის ორთქლის პარციალური წნევა მნიშვნელოვანია დედამიწასთან ახლოს, მაგრამ სწრაფად მცირდება სიმაღლის ზრდასთან ერთად. სტრატოსფეროში 30 კმ-ზე კვალის დონეზეა, ხოლო უფრო მაღლა მისი გაზომვა ვერ ხერხდება.
უძველეს დროში წყალს ელემენტად თვლიდნენ. პლატონი და არისტოტელე წყალს მიწასთან, ჰაერსა და ცეცხლთან ერთად მატერიის პირველსაწყის ელემენტად მიიჩნევდნენ. 1781 წ. კავენდიშმა აჩვენა, რომ წყალი წარმოიქმნება ჰაერში წყალბადის წვისას; ლავუაზიე პირველი იყო, ვინც დაასკვნა, რომ წყალი ორი ელემენტისაგან – წყალბადისა და ჟანგბადისაგან შედგება.
დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლებელია ატმოსფეროსა და მასში არსებული წყლის გამო, რომელიც ყველაფერ ცოცხალს მოკლეტალღიანი გამოსხივებისაგან იცავს. ატმოსფერო ასრულებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას _ ხელს უწყობს შედარებით მუდმივი და ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე. დედამიწაზე ტემპერატურის შენარჩუნებას ძირითადად ორი კომპონენტი უზრუნველყოფს _ ნახშირორჟანგი ( CO2 ) და წყალი ( H2O ). რადგან წყლის ორთქლი ძლიერ შთანთქავს ინფრაწითელ გამოსხივებას, მას მნიშვნელო-ვანი როლი აკისრია დღის განმავლობაში ატმოსფეროს ტემპერატურის შენარჩუნებაში, როცა დედამიწის ზედაპირი გამოასხივებს ენერგიას კოსმოსურ სივრცეში და არ იღებს მზისგან ენერგიას. ზღვის სანაპიროზე დღე-ღამის განმავლობაში, წლის ნებისმიერ დროს, ზომიერი კლიმატია, ვინაიდან დღის განმავლობაში შთანთქმული ენერგია ღამით ათბობს გარემოს. უდაბნოში, სადაც წყლის ორთქლის კონცენტრაცია ძალზე მცირეა დღის განმავლობაში ძალიან ცხელა, ხოლო ღამით _ ცივა. წყლის ორთქლის მჭიდრო ფენის არარსებობის გამო, რომელსაც უნარი აქვს ჯერ შთანთქას, ხოლო შემდეგ გამოასხივოს ინფრაწითელი გამოსხივების ნაწილი, დედამიწის ზედაპირი კარგავს ენერგიას, გამოასხივებს მას და ღამე საკმაოდ ცივა. წყალი სითხეა, მაგრამ მისი მოლეკულები იმყოფება არა ქაოსურ მდგომარეობაში, არამედ წარ-მოქმნის კრისტალებისათვის დამახასიათებელ მოწეს-რიგებულ სტრუქტურას. ამის გამო აქვს მაღალი სითბოტევადობა, შთანთქავს დიდი რაოდენობით სით-ბოს (პირველ რიგში, მზის ენერგიას) და სითხედ რჩება. ეს გეოგრაფიის, გეოლოგიის, მინერალოგიის თვალსაზ-რისით ნიშნავს, რომ წყალი არის ძირითადი კლიმატ-წარმომქმნელი ფაქტორი პლანეტაზე. ოკეანეების, ზღვე-ბის, მდინარეების, ტბების წყალი სითბოს გიგანტური აკუმულატორია, ზოგ შემთხვევაში ეს სითბო ტროპი-კული ზონიდან ჩქარა და ეფექტურად მიეწოდება ზომიერ ზონებს. გავიხსენოთ გოლფსტრიმი, დასავლეთ ევროპის ”გამათბობელი ღუმელი”, რომელიც გაცილე-ბით რბილ კლიმატს ქმნის, ვიდრე რუსეთის იგივე განედზეა.

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

Back to top button