გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ტოპ 10 გამოგონება ტექნიკურ სფეროში

Televisor

ჩამოგითვლით ყველა დროის 10 საუკეთესო გამოგონებას ტექნიკურ სფეროში. დავიწყოთ ათიდან პირველამდე.

10. ტელევიზორი

John Logie Baird იყო პირველი ადამიანი, რომელმაც 1923 წელს დააპატენტა აპარატი რომელიც რვახაზიან გამოსახულებას იძლეოდა. ერთი წლის შემდეგ გამოუშვა აპარატი რომელსაც ტელევიზორი (televisor) უწოდა. 1932 წელს კი ბრიტანულმა BBC-იმ დაიწყო მსოფლიოში პირველი რეგულარული მაუწყებლობა.

09. სტამბური საბეჭდი მანქანა

ამ გამოგონებამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს შემეცნებით განვითარებასა და მეცნიერებაზე, რადგანაც უკვე ადვილად და სწრაფად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, წვდომა და დაფიქსირება.

08. ლაზერი

40 წლის შემდეგ, რაც ალბერტ ეინშტეინმა წარმოადგინა ნაშრომი სინათლის ტალღების სიმულაციაზე, დააპატენტა Light Amplification by Stimulated Emission of Radiation, რაც შემოკლებით LASER-ს ნიშნავს.
სზორედაც ამ ლაზერის საშვალებით კითხულობს სხვადასხვა აპარატები DVD-ეს თუ CD დისკებს. ასევე დახვეწა და მეტი შესაძლებლობები შესძინა მედიცინას, მაგალითად როგორიცა პლასტიკური და თვალის ოპერაციები. ასევე მეცნიერებს მისცა საშვალება ზუსტი მონაცემების მიღებისა, როგორიცაა მაგალითად ვულკანი ტემპერატურის გაზომვა ან არქიტექტურაში ზუსტი გაზომვა და სხვა.

07. ავტომობილი

ეს მართლაც საჭირო გამოგონება გახლავთ. გადაადგილების გამარტივებამ და სისწრაფემ გაზარდა ადამიანი შესაძლებლობები და ასევთქვათ დროს დაედევნა. ადრე როცა ერთი ქალაქიდან მეორეში ზასასვლელად ორი სამი დღე იყო საჭირო, უკვე ერთ საათში უკან ჩამოხვალ. ყველაზე საოცარი ისაა რომ ამ მეტალის “არსებამ” დიდი სიყვარული დაიმსახურა.

06. ინტერნეტი

ჩემი ნება რომ იყოს პირველს თუ არა მეორე ადგილს მივცემდი.
ინტერნეტი იყო პენტაგონის საიდუმლო პროექტი, რომელსაც ისინი ინფორმაციის გაცვლისათვის მოიხმარდნენ, მაგრამ შემდგომ ყველასათვის გამომოამზიურეს და სამოქალაქო სახე მისცეს, რომელიც ზოგიერთმა გაუგებარ უაზრობად მიიღო, ზოგმა აიტაცა, ჭკუა იხმარა და განავითარა. მე ინტერნეტზე ვიტყოდი რომ იგი არის მეოთხე განზომილება. ერთი სიტყვით კარგი რამეა.

05. თვითმფრინავი

ველოსიპედების მწარმოებელმა, ძმები the Wright, 1903 წელს განახორციელეს პირველი მოტორიზებული აფრენა. შემდგომ ბრიტანელმა ინჟინერმა Frank Whittle-მა 1930 წელს დააპატენტა პირველი რეაქტიული ძრავი. პარალელურად გერმანიაში მიმდინარეობდა რეაქტიული თვითმფრინავების სატესტო ფრენები და 1939 წელს ჩამიაყალიბეს რეაქტიული თვითმფრინავი სახელად Heinkel He 178. ოცდაათი წლის შემდეგ Boeing 747 Jumbo-მ განახორციელა საერთაშორისო ფრენა. ადამიანი უხსოვარი დროიდან ოცნებობდა გაფრენაზე, ეს ზღაპრებშიც კი სჩანს და აი ბოლოს ასე თუ ისე დაფრინავს. გაუშვი იფრინოს…

04. დნმ (DNA)

დნმ ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (Deoxyribose Nucleic Acid) რთული ბუნებრივი ნაერთია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები შეიცავს. დნმ-ს ყოველი ცალკეული უბანი განსაზღვრულ გენს შეესაბამება. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ანუ მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემაში, გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია და ცილებთან ერთად ქრომოსომების ნივთიერებას ქმნის. ქრომოსომებში არსებული დნმ სრულ ინფორმაციას შეიცავს როგორც უჯრედის, ისე მისი შემდგომი თაობების განვითარების შესახებ.
რიკმა და უოტსონმა, რომლებმაც დნმ-ს სტრუქტურა გაშიფრეს, დაადგინეს, რომ დნმ მრავალი ნუკლეოტიდის ჯაჭვისგან შემდგარი, ოდნავ დახვეული ორმაგი სპირალია. მიუხედავად ნუკლეოტიდების სიმრავლისა, სახეზეა ოთხი მათგანის – ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის მონაცვლეობა. ისინი სტრუქტურული “აგურების” როლს ასრულებენ. ნუკლეოტიდებს ურთიერთშესატყვისობის პრინციპი ახასიათებს, რის გამოც ადენინი ყოველთვის თიმინს უკავშირდება, ხოლო გუანინი – ციტოზინს. სწორედ ეს თვისება განაპირობებს დნმ-ს კლონირებას.

03. ორთქლის ძრავა

ორთქლის ძრავამ რევოლუცია მოახდინა თერმოდინამიკის მეცნიერებაში. უნდა აღინიშნოს რომ ისევ არსებობს ასეთ ძრავაზე მომუშავე მატარებლები.

02. ელექტრობა

მსოფლიო ამ ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა საწარმო, დაწესებულება და ყოფაცხოვრება აგებულია ამ ენერგიაზე. მართალია საქართველოში მის გარეშეც მშვენივრად ვიყავით, მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაც მომენტში შემეცნებით სფეროში უკან დაგვწია. სინათლე ჩვენს ფანჯრებში

01. კომპიუტერი

რატომ? იმიტომ! აბა მაშინ რა?
პირველი გამომთვლელი მაქანა შექმნა ბრიტანელმა მათემატიკოსმა ჩარზ ბაბეჯმა, მაგრამ როგორც ასეთი კომპიუტერი ოპერატიული ელოქტრო-მექანიკით პირველად გამოიყენეს ნაცისტების კოდირებების გასაშიფრად. შემდგომ კომპიუტერმა ძალიან სრაფი ტემპით განიცადა განვითარება, მას შემატეს ისეთი დეტალები როგორებიცაა: ტრანზისტორი (1947), ინტეგრალი (1959), მოკროპროცესორი (1956), მყარი დისკი (1956), მოდემი (1980) და ბოდიალა (1983). კომპიუტერმა თითქმის ყველა სფეროში და საქმიანობაში მყარად მოიკიდა ფეხი. მისზე ისეა ყველაფერი დამოკიდებული როგორც თევზი წყალზე. არ ვიცი ეს სად მიგვიყვანს, მაგრამ ის კი ცხადია რომ ამ ბოლო დროს ტექნოლოგიები სხვა სახეს იღებენ და ახალი ერაში გადადიან. დაველოდოთ მოვლენებს, იმედია კაცობრიობის სასიკეთოდ განვითარდება ამ დარგის მეცნიერება.

 

წყარო : http://gigol.net

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Close
Close