არქივი

ფაქტები ჟირაფის შესახებ

image large

7  საინტერესო  ფაქტი ჟირაფის შესახებ, დანარჩენი იხილეთ პოსტში…

1. ზრდასრული ჟირაფის ენა დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძისაა და ისეთი მოქნილია, რომ ყურში ჩიჩქნაც შეუძლია ))

2. ჟირაფის გული საკმაოდ მძიმეა. იგი 12 კილოგრამს იწონის და 60ლიტრ სისხლს ტუმვავს წუთში, ამასთანავე იგი წარმოქმნის წნევას, რომელიც ადამიანის წნევას 3-ჯერ აღემატება.

3. ჟირაფის კისერს 6 მეტრამდე გაზრდა შეუძლია არადა მხოლოდ 7 მალისგან შედგება. მეცნიერებს აკვირვებთ ის ფაქტი, რომ ჟირაფის არაჩვეულებრივად გრძელ კისერში ზუსტად იმდენივე მალაა რამდენიც ააქვს თაგვს და სხვა ძუძუმწუვრებს. მაგრამ ჟირაფს სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით მალების სტრუქტურა განცალკევებული და “ბურთი-ორმოს” პრინციპითაა მოწყობილი, რაც არაჩვეულებრივ მოქნილობას სძენს მას. ამის წყალობით ჟირაფს თავისუფლად შეუძლია მთელი ტანის მოტრიალება და ხის კენწეროდან ფოთლების მოწყვეტა.
7 ფაქტი ჟირაფების შესახებ - Beefz.net
4. ჟირაფს თვალები ისე აქვს მოწყობილი, რომ თავის მოუტრიალებლად ნებისმიერ მხარეს შეუძლია იყუროს, ამასთანავე ისინი ფერად მხედველობას ფლობენ.

5. ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ჟირაფები უხმო ცხოველები არიან-მცდარია.. ისინი ერთმანეთს 20 ჰერც-ხმოვანი ტალღებით ესაუბრებიან, რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის.

6. ჟირაფის სიარული ასევე ძალიან თავისებურია. მას შეუძლია ორივე ფეხი ერთდროულად აწიოს ჰაერში უკან თავის გადაწევით.( სიმძიმის ცენტრზე დაყრდნობით) ამიტომაც მორბენალი ჟირაფი თავსი ყოველთვის ძლიერად აქნევს, იგი ყოველ ნახტომზე იხრება. ერთი შეხედვით სირბილის მოუხერხებელი მანერა არ უშლის ხელს ჟირაფს 50კმ/სთ-ს განვითარებაში. მისი ნახტომი კი 8 მეტრამდე აღწევს.

Giraffe background
7. ჟირაფის ქვეყანაზე მოვლენაც ფეხზედამდგარი ხდება, ამიტომაც ახალდაბადებულ პატარას პირველ რიგში 2 მეტრიდან ვარდნა უწევს. დაბადებისას პატარა ჟირაფი უკვე 1.8-მეტრაა სიმაღლეში და 50 კილოს იწონის. უკვე 1 საათში იგი უკვე ფეხზე მყარად დგას და რამოდენიმე საათში კი სირბილს იწყებს.

 

წყარო : http://beefz.net

მსგავსი ამბები

Back to top button