გამოგონებაგასართობიკრეატივი

„თვითმფრინავების სასაფლაო“


პროექტი „თვითმფრინავების სასაფლაო“ (The Boneyard Project)- მხატვრული გამოფენაა, სადაც უამრავი ხელოვნების ნამუშევრის ხილვა შეგიძლიათ. ამ გამოფენაზე გამოყენებული იქნა სამხედრო თვითმფრინავების ჯართი, რომელიც გახდა თანამედროვე მხატვრების ტილო, რომელზეც პროექტის მონაწილეებს შეეძლოთ გადაეტანათ დეკორატიულინახატები და აგრევე მეორე მსოფლიო ომის სამხედრო თვითმფრინავების დიზაინი; ეს თვითმფრინავები განლაგებულია ცნობილ მიტოვებულ „თვითმფრინავების სასაფლაოზე“ (Boneyard) , არიზონას უდაბნოში, აშშ-ში. „თვითმფრინავების სასაფლაოს“ პროექტის შექმნის იდეა ეკუთვნის ერიკ ფაიერსტოუნს (Eric Firestone) , რომელსაც ეს იდეა 2010 წელს დაებადა. მას შემდეგ, ფაიერსტოუნის კონცეფცია განვითარდა და მხატვრების დიდი დაინტერესებაც გამოიწვია . თანამედროვე მხატვრების მოძრაობა მიზნად ისახავდა მთლიანად გარდაექმნათ მოძველებული, ექსპლუატაციიდან გამოსული სამხედრო თვითმფრინავები.
პროექტის პირველი ინსტალაცია გახდა „თვითმფრინავების სასაფლაო:ცხვირები“,
რომლებზეც მუშაობდნენ ათეულობით მხატვრები, ხოლო პროექტის მეორე ნაწილი მოიცავდა სახელწოდებას „თვითმფრინავების სასაფლაო: დაბრუნების რეისი“. ამ გამოფენაზე, რომელიც მოეწყო შარშან, დაკავებული იყომ 50-ზე მეტი მხატვარი, მათ შორის იყო ქუჩის მხატვრები ბრაზილიიდან (Nunca), ცნობილი მხატვარი ლოს ანჯელესიდან (Retna), სვუნი (Swoon) და სხვა.


















manowar

I'm new here

მსგავსი ამბები

Close
Close