გასართობივიდეოებისაკითხავი

როკ მუსიკოსები ადრე და ახლა


დღევანდელ პოსტებში გთავაზობთ ვნახოთ თუ როგორ შეიცვალნენ დროთა განმავლობაში ცნობილი როკ მუსიკოსები.ასევე იხილავთ მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას

1. სტინგი ( Sting).

2 ჯონ ბონ ჯოვი ( Jon Bon Jovi).

ნახეთ ვიდეო-

3. მიკ ჯაგერი (Mick Jagger)- როლინგ სტოუნზი.

როლინგ სტოუნზი (The Rolling Stones) — ინგლისური როკ-ჯგუფია, რომელიც ლონდონში, 1962 წელს ჩამოყალიბდა. მასში თავდაპირველად შედიოდნენ: ბრაიან ჯონსი(გიტარა, ჰარმონიკა), იენ სტიუარტი (ფორტეპიანო), მიკ ჯეგერი (ვოკალი), კით რიჩარდსი (გიტარა), ბილ უაიმენი (ბას გიტარა) და ჩარლი უოტსი (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათ მიერ შესრულებული სიმღერები თავდაპირველად მოიცავდნენ ამერიკული ბლუზის ქავერ-ვერსიებს, მაგრამ როკ-ენ-როლი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინირებადი იყო. ითვლება, რომ როლინგ სტოუნზმა მსოფლიო მასშტაბით უილი დიქსონისა და მადი უოტერსის ბლუზით დაინტერესებაში მნიშვნელობაში როლი ითამაშა (უკანასკნელის მიერ იქნა დაწერილი სიმღერა Rollin’ Stone, რომლის მიხედვით ჯგუფს სახელი დაერქვა).
ნახეთ ვიდეო:

4. კით რიჩარდსი ( Keith Richards)- როლინგ სტოუნზი.

ჯონსი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ მალე ჯონსმა გიტარისადმი ინტერესი დაკარგა და მოგვიანებით მან დატოვა კოლექტივი , სამწუხაროდ რამდენიმე კვირაში ჯონსი დაიხრჩო. შემდე3გ ჯგუფს მიკ ტეილორი შემოუერთდა , მაგრამ მალევე წავიდა. მას რონი ვუდი ჩაენაცვლა. უაიმენმაც როლინგ სტოუნზი დატოვა. მის მაგივრად მოვიდა დერილ ჯონსი. 1985 წელს სტიუარტი- ჯგუფის ტურ-მენეჯერი გარდაიცვალა, 1982 წლიდან ჯგუფში კლავიშიან ინსტრუმენტებთან ძირითადად ჩაკ ლეველი მუშაობდა. ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც იქცა, დღეისათვის მას ბრიტანეთში გამოცემული აქვს 22 სტუდიური ალბომი (24 – აშშ-ში), რვა ცოცხალი ალბომი (9 – აშშ-ში) . მსოფლიოში მათ მიერ გაყიდული დისკების რაოდენობა 200 მილიონს აღემატება.1989 წელს როლინგ სტოუნზი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი როლინგ სტოუნზი სიაში ბილბორდის ყველა დროის შემსრულებელთა ცხელი 100-ეული #10 ადგილი მიანიჭა. მისივე რეიტინგების მიხედვით, ბილბორდში ჯგუფი იკავებს რიგით მეორე ადგილს ყველაზე წარმატებული ჯგუფების სიაში.
ნახეთ ვიდეო-

ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ: Willie Nelson & Keith Richards:

5. ელის კუპერი ( Alice Cooper). მომღერალი და მსახიობი.

ნახეთ ვიდეო-

ელის კუპერის ნამდვილი სახელია – ვინსენტ დეიმონ ფურნიე. ის არის — ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, რომლის კარიერა რამდენიმე ათეულ წელიწადს მოიცავს. ცნობილია თავისი სასცენო იმიჯით, რომელიც გამოიხატებოდა ხელოვნური სისხლის, ელექტროსკამების, ბავშვების თოჯინების, გილიოტინების გამოყენებაში. ხოლო ელის სასიხარულოდ, მისი ბენდი 2011 წელს წელს ელის კუპერის ბენდი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.


ეს პატარა ელის შვილია.

ელისი ჩანს ეკრანზეც , ამ სფეროში მას დიდი წარმატებებები ელიოს. ელის კუპერი და ვინსენტ ფრაისი – დევიდ უინტერსის ფილმში „კეთილი იყოს თქვენი ყოფნა ჩემს კოშმარში“
6. ჯინ სიმონსი (Gene Simmons – Kiss).

ამ ფოტოში-ედინ ჯეკო ჯინ სიმონსის როლშია:

Kiss — ამერიკული ჰარდ როკ და მძიმე მეტალ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1973 წლის იანვარში. მაყურებელთათვის ცნობილია როგორც წევრთა გრიმებით და ჩაცმულობით, ასევე ექსცენტრიული შოუთი, რომელშიც გამოიყენება ალმოკიდებული ნივთები, სისხლით ფურთხება და პიროტექნიკა. ჯგუფს მიღებული აქვს 28 ოქროს დისკი, რაც ამერიკული როკ-ჯგუფების ისტორიაში აღიარებული რეკორდია.
ნახეთ ვიდეო-

7. ბრიუს დიკინსონ (Bruce Dickinson – Iron Maiden).

ნახეთ ვიდეო:

ესეც ნახეთ:

ბრიუს დიკინსონი ატარებს Boing 747-ნახეთ ვიდეო:

თუ ვენდობით დასავლეთის პრესას-სამწუხაროა,
80 სლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი ჯინ სიმონსი. ჩვენში ძირითადაც ცნობილი იყო ვარინიას როლით ფილმში “სპარტაკი” და ოფელია, ლოურენს ოლივიეს უწევდა პარტნიორობას ფილმში “ჰამლეტი”

8. ბონო (Bono – U2).

ამ როკ-მუსიკოსისი სრული სხელია- პოლ დევიდ ჰიუსონი, ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი უფრო მეტად აა ცნობილი სასცენო სახელით ბონო — ირლანდიელი ვოკალისტი და მუსიკოსი, ჯგუფU2-ს წევრია.
ბონო დაიბადა და გაიზარდა ქ. დუბლინში -ირლანდიის რესპუბლიკაშიუ.
ნახეთ ვიდეო-

იგი არის ჯგუფის თითქმის ყველა ტექსტის ავტორი. მათში ხშირად ჟღერს პოლიტიკური, სოციალური და რეგილიური სტრიქონები. ჯგუფის არსებობის პირველ წლებში ამ ტექსტებს ახლდა სულიერი და მეამბოხე თემატიკა. ჯგუფის განვითარებასთან ერთად ასევე იცვლებოდა მისი წევრების პოლიტიკური შეხედულებები და ინტერესები. თავის მხრივ, U2 გამოირჩევა არა მხოლოდ სიმღერების ტექსტებით, არამედ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით, რომელსაც ქმნის გიტარისტ ეჯის თანაავტორობაც.

თუმცა, ბონო ითვლება U2-ს ერთგვარ სავიზიტო ბარათად და რიგით 54-ე ყველაზე წარმატებულ სიმღერების ავტორად ბრიტანული სინგლების ისტორიაში.
U2-ს ფარგლებს გარეთ ბონო ცნობილია თანამშრომლობით სხვადასხვა მუსიკოსთან, მწერალთან, კინორეჟისორთან თუ სხვა საზოგადო მოღვაწესთან. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში.
9. ჯონი როტენი (Johnny Rotten)

ნახეთ ვიდეო-


10. იგი პოპ (Iggy Pop)

ნახეთ ვიდეო-

დაჯილდოების სადღესასწაულო ცერემონიალი ლონდონში გაიმართება. თავად პოპი აღფრთოვანებას ვერ მალავს მომხდარის გამო. „წლების მანძილზე ვასრულებდი როკ-მუსიკას როგორც იაფფასიან დაწესებულებებში, ასევე ძვირფას სასახლეებში. ბოლოსდაბოლოს ჩემი შრომა დაფასდა“ – აცხადებს როკერი.
იქამდე „ცოცხალი ლეგენდის“ სტატუსს ოზი ოზბორნი, ჯიმი პოეიჯი და ელის კუპერი ატარებდნენ. „სხვა მუსიკოსები, რომლებიც ამ ნომინაციის გამარჯვებულები არიან, არაჩვეულებრივი ხალხია და ნამდვილად გამიმართლა, რომ მათ რიგებში აღმოვჩნდი“.


„Classic Rock Roll of Honour“-ზე ტრადიციულად, რამდენიმე ნომინაციაა წარდგენილი. სხვა კატეგორიებში გამარჯვებულების სია ჟურნალის „Classic Rock“ მეშვეობით გახდება ცნობილი.

მომღერალმა იგი პოპმა უჩვეულო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა Dior–ის მოდის სახლისთვის. ახალ მოდელად Dior–მა სკანდალური წარსულის მქონე ეპატაჟური როკ–ვარსკვლავი შეარჩია. აღსანიშნავია, რომ იგი პოპი მამაკაცის ტანისამოსის დემონსტრირებას კი არ ახდენს, არამედ ბრენდის ქალის ტანსაცმელშია გამოწყობილი. 64 წლის მუსიკოსი კამერის წინ ელეგანტურ შემოტმასნილ კაბაში დგას და ხელში Dior–ის ჩანთა უჭირავს.

 

ინფორმაციის ნაწილის წყარო : http://ka.wikipedia.org

manowar

I'm new here

მსგავსი ამბები

Close
Close