ახალი ამბებისურათებიუცნაური

ვანდალების თავდასხმა მატარებელზე


ისტორიაში ყველაზე თავხედური ვანდალიზმის დაგეგმილი აქტი მოხდა 23 იანვარს, დაახლოებით საღამოს ექვსი საათისათვის მოსკოვის გარეუბანში, სადგურ მიჩურინეცში (Michurinets). ნახეთ ვიდეო, პოსტის შუაშია

როგორც კი, საგარეუბნო ელექტრო- მატარებლის კარები გაიხსნა, დაახლოებით 70-მდე მოზარდი შევარდა ვაგონებში; მოზარდები მოქმედებდნენ სწრაფად და ორგანიზებულად;
ერთმა ჯგუფმა მწყობრიდან გამოიყვანა სტოპ-სამუხრუჭეები და მატარებლის შიგნით მდგომარეობას აკონტროლებდა, ხოლო დანარჩენი მოზარდების შემადგენლობა საღებავებით ღებავდა მატარებელის ვაგონებს და ფანჯრებსაც კი;
საგარეუბნო ელექტრო- მატარებლის დარბევა გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში; მატარებლის დარბევის შემდეგ, ბიჭები უკანმოუხედავად გაიქცნენ თოვლიან მინდვრებზე, ხოლო მატარებლის შემადგენლობამ განაგრძო თავისი გზა მოსკოვამდე.


მოზარდებს სადგური მიჩურინეცი (Michurinets) შემთხვევით არ ამოურჩევიათ: სადგური არ არის შემოღობილი და აქ თითქმის ხალხმრავლობა ნაკლებადაა, და საგარეუბნო ელექტრო- მატარებელიც პრაქტიკულად ცარიელია;
მნახველებს და თვით მოწმეებსაც არ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა-ძალები არ იყო თანაბარი, არ იყო დახმარება პოლიციისგანაც- რაც მთავარია, მატარებელი ამ მიდამოებში დადის მხოლოდ 2-ჯერ ;


ვანდალიზმი — აშკარად მავნებლური საქმიანობა
მომხდარ ვანდალიზმის ფაქტს თვითხილველი არ ყავს … სახელმწიფო ქონების დარბევით სასჯელი უნდა იყოს დაახლოებით 3-4 წელი. გამორიცხული არაა, რომ ამ ვანდალიზმის მეთაურს, ავისმზრახველს ჯიბეში ფსიქოტროპული პრეპარატი ქონოდა, სასამართლოში ამ მოზარდების ბრალდება ჯერ 2 მუხლით აღიძვრება- ვანდალიზმი და ე. წ. საგანგებო სიაში შემავალი ძლიერმოქმედი პრეპარატების გამოყენება;
მაგრამ, ჯერ არ გავასწროთ ფაქტებს- „ვანდალიზმის“ სასჯელი ემუქრება თითქმის ყველა 70-ივე მოზარდს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ნაპოვნი …














blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close