არქივი

გმირული ხუთეული

65e436b89689

სურათი 1912 წლის 18 იანვარსაა გადაღებული, მასზე წარმოდგენილები არიან: ედგარ ევანსი, ლოურენს ოუტსი, ედვარდ უილსონი, ჰენრი ბოუერსი და რობერტ სკოტი. ისინი სამხრეთ პოლუსამდე მივიდნენ, მაგრამ მათ რუალ ამუნდსენმა დაასწრო. სურათზე ნორვეგიის დროშაც მოჩანს, თუმცა მათ დიდი ბრიტანეთის დროშა მაინც დიდი რუდუნებით აღმართეს და უკან რომ გამობრუნდნენ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია მთავარ ბანაკამდე, გზაში ქარბუქში გაიყინნენ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილამდე რობერტ სკოტმა გამონახა ძალები და თორმეტი წერილის დაწერა შეძლო საკუთარი ახლობლებისათვის და გარდაცვლილი ცოლებისა და დედებისათვის. ერთ–ერთ წერილში იგი წერდა:

ჩვენ ვიცოდით, რომ რისკზე მივდიოდით. გარემოებები ჩვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდა და ამიტომაც დასაჩივლი არაფერი გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მივედით სამხრეთ პოლუსამდე და ღირსეულად ვკვდებით. თუკი ჩვენ მოვისურვეთ ამ საქმისათვის თავის გაწირვა, ერთადერთი საამისო მიზეზი საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვა იყო, ამიტომაც ჩვენს თანამემამულეებს მივმართავ თხოვნით: ღვთის გულისათვის ნუ მიატოვებთ ჩვენს ახლობლებს…

იმ ადგილას, სადაც სკოტისა და მისი მეგობრების გარდაცვლილი ცხედრები იპოვეს, აღმართულია სამმეტრიანი ხის ჯვარი, რომელზეც ამ გმირული ხუთეულის სახელები და გვარებია წარწერილი. საფლავის ეპიტაფიად კი გამოყენებულია ქრესტომათიული ფრაზა ალფრედ ტენისონის პოეზიიდან: “ვიბრძოლოთ და ვეძიოთ, ვპოვოთ და არ დავნებდეთ”.

მსგავსი ამბები

Back to top button