გართობაკულტურაუცნაური

როგორ ხვდება ახალ წელს მსოფლიო

new year

• იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.
• ჩეხეთსა და სლოვაკეთში შობის დღესასწაულს მოუთმენლად ელიან გასათხოვრები. ისინი ხომ შობის ღამეს შეიტყობენ , გათხოვდებიან თუ არა ამ წელს! Aმას ამცნობს ოთახის ქოში, რომელიც უნდა გადააგდონ თავს უკან. თუ ქოში წვერით დავარდა საქმრო მალე გამოჩნდება, თუ ქუსლით – გოგონას კიდევ ერთი წელი მოუწევს ლოდინი.

დანარჩენი გაგრძელებაში

• ბირმაში ახალ წელი წლის ყველაზე ცხელ დროს დგება. Aამიტომ აღინიშნება, როგორც “წყლის ფესტივალი”. ამ დროს ხალხი ერთმანეთს წყალს ასხამს.
• ინდოეთში ახალი წლის შესახვედრად ადამიანები იხატებიან ვარდისფერად, წითლად, თეთრად, ბავშვებისათვის საჩუქრებს აწყობენ საგანგებო ლანგარზე, დილით პატარებს უხვევენ თვალებს და მიჰყავთ ლანგართან.
• ახალ წელს ძალიან ლამაზად ხვდებიან ჩინეთში. მთელი ქვეყანა დიდ განათებულ ბურთს ემსგავსება – ანათებენ უამრავ ფარანს. Aამას იმისთვის აკეთებენ, რომ გაინათონ გზა ახალ წელს. თვლიან, ახალი წელი გარემოცულია ავსულებით და ხალხი აშინებს მათ ფეიერვერკებით და მაშხალებით

• ბულგრეთში ახალ წლის ღამეს, თორმეტს რომ სამი წუთი დააკლდება, ყველგან სინათლე ქრება. Eეს სამი წუთი, `საახალწლო კოცნისათვის” არის გათვალისწინებული. თქვენ შეგიძლიათ აკოცოთ ყველა ქალს, რომელიც გვერდით გიზით. სინათლის ანთების შემდეგ იწყება ლხინი.

• ვიეტნამში ერიდებიან დავას. ბაზარში ვაჭრობენ იაფად, რათა მთელ წელიწადს სიიაფე იყოს.

• იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. Yყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას.

• განაში შუაღამისას ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.
ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს.

მსგავსი ამბები

Back to top button