ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწ. 34

ჯგუფ “OK Go”-ს მუსიკა, შესრულებული მანქანით მგზავრობის დროს… კიდევ რამოდენიმე საინტერესო და უცნაური ფატქი…

ნახეთ უჩვეულო შესრულება…
ამერიკული ალტერნატიული ბენდის ”OK Go“ ვიდეო:


ვიდეო:

2. მაღალ-ძაბვიან მავთულზე „გასეირნება“

ჩეხეთიდან, 21 წლის გოგონა ოთხი საათის განმავლობაში ეწეოდა მარიუხუანას. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა, წარმოსახვითი ხიდის საშუალებით, რომელიც აღმოჩნდა მაღალი ძაბვის მავთული;
მეხანძრეების ჯგუფი, რომელიც გამოვიდა უბედური შემთხვევის ადგილზე, ძალიან გაკვირვებული დარჩა მომხდარი ინციდენტის (შემთხვევის) გამო… ველაფერი დასრულდა საფრთხის გარეშე, საბედნიეროდ გოგონა გადარჩა…


როგორ გადარჩა? საკითხავი აი, ეს არის :)


3. ასეთი თამაშია (დავარქვათ აქცია): უფასო შემოთავაზებები ამსტერდამის სუპერმარკეტში- დრო 3 წუთი (156 წამი)
ვიდეოში თქვენ ნახეთ: ახალგაზრდა მამაკაცმა, როგორ გაიტანა 3 წუთში სასურველი ტექნიკა, უფრო მეტი იყო პლაზმური ტელევიზორები, ნოუთ-ბუქები, ზვირადღირებული ფიჭური ტელეფონები, (-უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა, ალბათ შეძლებდა ნახევარ სუპერმარკეტის გატანას …


თქვენ რომ გქონოდათ 3 წუთი ნებისმიერი ტექნიკის ასარჩევად, რას აიღებდით სუპერმარკეტიდან?
4. გოგონა მთელი 8 წლის განმავლობაში ჭამს მხოლოდ და მხოლოდ პიცას…

სოფი (Sophie Ray)-19 წლის გოგონაა, უელსიდან, რომელიც 8 წლის განმავლობაში არაფერს არ ჩამს, პიცის გარდა;
სოფი განიცდის იშვიათეს დაავადებას- ჭამის სელექტიურ, შემრჩევ აშლილობას;


მისი პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც ის დაავადდა გასტროენტეროლიგიით- ეს მედიცინის დარგი დაკავშირებულია კუჭის და ნაწლავების დაავადებასთან; გამოჯანმრთელების შემდეგ, მას შიში გაუჩნდა ნებისმიერი საკვების მიღების , გარდა ყველის მაკარონის, ჩიპსების და ლიმონის სენდვიჩების; ხოლო 11 წლის განმავლობაში, სოფიმ (Sophie Ray) შეაჩერა თავისი არჩევანი ცხელ პიცაზე, ზოგჯერ მიირთმევდა დღეში 3 პორცია პიცას… არაა დასამალი, მაგრამ ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა პიცა და დღეში რამოდენიმესაც აგემოვნებდა, განსაკუთრებით უყვარს პიცა ლორით და პიცა მოცარელას ყველით: – ბრტყელი გამომცხვარი პური, რომელიც ჩვეულებრივ, დაფარულია ტომატის საწებლით, ყველით (მოცარელათი) და სხვადასხვა ინგრედიენტით.

5. ბალტიის ფსკერზე-უცნაური ობიექტი:
პროფესიონალი მყვინთავი პიტერ ლინდბერგი და მისი ეკიპაჟის მონაწილენი ცდილობენ გაერკვიათ, თუ რა ობიექტები დააფიქსირა რადარმა ბალტიის ზღვაში , რომლებიც მათი აღწერილობით დიდი დისკოს ფორმის ობიექტები უნდა იყოს; სამწუხაროდ, რადარით აღმოჩენილი ობიექტების გამოსახულების ხარისხი ძალიან ცუდია და მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია;
მკვლევართა ჯგუფმა Ocean Explorer (შვედეთი) ბალტიის ფსკერის სკანირება ჩაატარა, საუკუნეების წინ ჩაძირული გემების მოსაძებნად. ჯგუფის სამიზნე იყო და არის ძვირფასი ნივთები, მაგრამ შამპანურის და კონიაკის ბოთლებიც მისაღები აღმოჩნდა მკვლევართა ჯგუფისათვის. ადრე ასეთმა „თხევადმა განძმა“ მის მფლობელს აუქციონზე გაყიდვით კარგი შემოსავალი მოუტანა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით, მყვინთავების ვარაუდი ასეთია: ეს შეიძლება იყოს არამიწიერი ცივილაზაციების კოსმოსური ხომალდები ან საბჭოთა კოსმოსური თანამგზავრები.
დადგენილია, რომ მყვინთავები განძის მაძიებლები არიან და მათ კვლევის გასაგრძელებელი თანხები არ გააჩნიათ; პიტერ ლინდბერგი იმედოვნებს, რომ იქნებ გამოჩნდეს ვინმე,ვინც ამ ობიექტების კვლევითთ დაინტერესდება.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა პიტერ ლინდბერგმა განაცხადა, რომ არასოდეს უნახია ასეთი რამ, თუმცა 20 წლიანი მუშაობის განმავლობაში ძალიან დიდი დრო გაატარა საზღვაო ჰიდროლოკატორით ზღვის ფსკერის თვალიერებაში.

ლინდბერგმა დანაცხადა გულწრფელად: „დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს“, –
ზოგიერთის აზრით, ეს შეიძლება იყოს მოწმობა-დედამიწაზე უცხოპლანეტელების ვიზიტის.
დასავლეთის გაზეთებმა ლაპარაკი ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე(ამო) დაიწყეს. თითქოს უცხოპლანეტის „თეფშმა“ კატასტროფა განიცადა. შვედების თქმით, უცნაური სტრუქტურის და ფორმის გარშემო ამოთხრილი ფსკერი შეიმჩნევა, რაც აფრენის მცდელობის ტოლფასია;
მაგრამ, ბუნებაში ბევრია მრგვალი ფორმის კრატერები, კარსტული ღრმულები, თუ გორაკები; უმჯობესია, დაველოდოთ წყალქვეშა აპარატის ჩაშვებას;
ნახეთ ვიდეოც :

6. მშიერი ლეკვების „თავდასხმა“ ბავშვზე, მაგრამ ბავშვს უხარია და დარბის მათთან ერთად… ძალიან შიათ პატარა ლეკვებს…
ნახეთ ვიდეო:


7. SEAT-ის გოგონები ქვიშაზე (2012 წ)

8. დენიელ რედკლიფი – ჰარი პოტერის (Harry Potter ) როლის შემსრულებელი მსახიობი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ იგი გამოსახეს ტუალეტის ქღალდზე და მყიდველებს ასეთი ქაღალდით იზიდავს.

სხვა დანარჩენი მსახიობი მოზარდები კი პრეზერვატივებზეცაა გამოსახული და თავს იმით ინუგეშებენ , რომ ამჟამინდელი ამერიკის პრეზიდენტიც , კონდომებზეა გამოსახული ;

ჯოან როულინგის ბესტსელერის, “ჰარი პოტერის” როლის შემსრულებელს – დენიელ რედკლიფს , ამ როლებმა მილიონობით დოლარი შემოსავალი მოუტანა.


9. ცხვირ-ყურ მოჭრილი ცოლი:
ვანდალიზმის შემზარავი ფაქტი მოხდა – 19-20 წლის ბიბი აიშას ქმარმა ცხვირი და ყყურები მოაჭრა, რადგან გოგომ, აუტანელ პირობებში მყოფმა ოჯახის მიტოვება გაბედა და ამით ქმრის სახელი შეარცხვინა. აიშას ტანჯვა მასშინ დაიწყო, როცა საკუთარმა მშობელმა იგი 16 წლის ასაკში მომავალი ქმრის მამასა და 10 ძმას გადასცა, სადაც 3 წელი ციხეში მყოფივით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე არც უნახავს, რადგან პაკისტანში იბრძოდა. მუდმივ ტანჯვასა და შეურაცხყოფას აიშამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა. იგი დაიჭირეს და ოჯახში ძალით დააბრუნეს. იმ დღეს პირველად ნახა ქმარი, რომელიც შინ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი ცოლი სასამართლოსთვის გადაეცა. სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი ქმარმა აღასრულა და დასახიჩრებული ახალგაზრდა ცოლი მთებში მომაკვდავი დააგდო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით იპოვეს და ამერიკაში წაიყვანეს საკურნალოდ. აიშა მიიჩნიეს ავღანეთში ოჯახური ძალადობისა და მონობის ქვეშ ჩუმად მყოფი ათი ათასობით ქალის სახედ…

10. ძველი ხიდის განადგურება

ღამით , სულეხლახანს დანგრეული იყო ძველი- 84 წლის ხიდი (Fort Steuben), რომელიც აერთიანებდა ოჰაიოს- დასავლეთ ვირჯინიასთან…
ხიდის დანგრევას სასჭირდა 150 კილოგრამი ასაფეთქებელი…
ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close