გართობაუცნაური

ფერადქვიშიანი პლაჟები

113e458294679491b5f8acdb
მსოფლიოს ყველაზე უცნაური პლაჟების ნაკრები:შუშის პლაჟი კალიფორნიაში,პლაჟი Gulpiyuri…
9491b5f8acdb
1. შუშის პლაჟი კალიფორნიაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგი გამოიყენებოდა , როგორც დემპინგი (ნაგავსაყრელი) 20 წლის განმავლობაში; მას შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა, გამოეყენებინათ პლაჟი, როგორც ნაგავსაყრელი, მაგრამ ტალღებს ხმელეთზე გადმოაქვს გლუვი მინის ფრაგმენტები. თუ არ ჩავთვლით ამ მინის ფრაგმენტების წარმოშობას-რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავია…

602aaa7d0877
2. პლაჟი Gulpiyuri.
ეს არაჩვეულებრივი პლაჟი მდებარეობს ესპანეთში. მიხედავად იმისა, რომ ის ზღვიდან გამოყოფილია უზარმაზარი როკ წარმონაქმნებით, კლდის მასივებით, წყალი კანტაბრიის ზღვიდან გადის კლდეების გარშემო და ქმნის ერთგვარ ბუნებრივ აუზს. თუმცა ზღვა არ ჩანს, მისი ტალღები რეცხავს ხმელეთს, როგორც ნებისმიერ სხვა პლაჟს;
ბისკაიის ყურის ესპანეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებს ესპანურად, კანტაბრიის ზღვა ეწოდება. ფრანგულადაც ყურის სამხრეთ ნაწილს კანტაბრიის ზღვა ჰქვია.

f47070e86600
3. პლაჟი ბოულინგის ბურთებით.
კალიფორნიის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი მენდოცინო (Mendocino). შორიახლოს არის პლაჟი, ეგრეთწოდებული Schooner Gulch, ცნობილი, როგორც „ პლაჟი ბოულინგის ბურთებით“. მთელი პლაჟი სავსეა მომრგვალებული ხვრელიანი ლოდებით.

681fcad63df9
4. ყველაზე ხალხმრავალი პლჟი მსოფლიოში.
არავის გაუკვირდება, რომ ყველაზე ხალხმრავალი პლაჟი მდებარეობს ჩინეთის პროვიანციაში Qingdao. პლაჟი ცნობილია თავისი წმინდა წყლით, ნაზი ტალღებით და ქვიშით. ბედის ირონიაა, მაგრამ რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ზამთარშიც პლაჟი გადავსებულია ხალხით…

cbb999fea81f
5. პლაჟი-აეროპორტი.
აეროპორტი Barra- ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც თვითმფრინავები ჯდებიან პირდაპირ პლაჟზე.
ის მდებარეობს კუნძულ ბარაზე, შოტლანდიაში. დასვენება ამ პლაჟზე არ შეიძლება, რასაც ადასტურებს ნიშანი: „თავი შორს დაიჭირეთ პლაჟისგან“.

21acc08ca441
6.პლაჟი-ცხელი წყლები.
ცხელი წყლის პლაჟები გახდა სავიზიტო ბარათი ახალ ზელანდიაში. ეს არაჩვეულებრივი ადგილი იზიდავს 130 000 დამსვენებელს ყოველწლიურად. წყლის ტემპერატურა აღწევს 64 º C (147 ° F). რომ მიიღოთ სრულყოფილი დასვენება, მოირყოთ დღესასწაული, საჭიროა, უბრალოდ გააკეთოთ პატარა ორმო და მიიღოთ ცხელი აბაზანის სიამოვნება.

1778410cf5d1
7. გამაგრილებელი პლაჟი.
Palazzo Versace მშენებლობა დუბაიში დასარულს უახლოვდება. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასტუმროს მახასიათებელია- პირველად მსოფლიოში „გამაგრილებელი პლაჟი“. იგი აღჭურვილია ხელოვნური გაციების სისტემით, ისე რომ, თუნდაც ძალიან ცხელი დღის საათებში ტურისტებს შეეძლოთ წყნარად გასეირნება ქვიშაზე და გარუჯებაც. პლაჟის მიწისქვეშ დაამონტაჟებენ მილების სისტემას გაგრილებელი სითხით, რომელიც ზედაპირიდან შთანთქვს სითბოს.

29f7e8e1629c
8. პლაჟი წითელი ქვიშით.
უცნაური პლაჟი მდებარეობს კუნძულ მაუიზე (Maui). ქვიშის წითელი ფერი აიხსნება ახლომდებარე ვულკანის ამოფრქვევით, რომელსაც ადგილი ჰქონდა დიდი ხნის წინ. ტურისტები უნდა იყვნენ ფრთხილად, ეს პლაჟი ძალიან განმარტოებულია და იმის გამო, რომ სანაპირო არც ისე ხალხმრავალია, მას ხშირად მიმართავენ ნუდისტები და დღეს ერთერთ ნუდისტურ პლაჟად არის მიჩნეული.

517f6b496b82
9. თეთრი პლაჟი.
პლაჟი ჰიამსის (Hyams ) სანაპირო-ავსტრალია, შტატი -ახალი სამხრეთ უელსი.
ჰიამსი პატარა სოფელია, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი სულ რაღაც 70- 80 ადამიანს შეადგენს. ეს არის სანაპირო, რომელზეც, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე თეთრი ქვიშაა მსოფლიოში.

4f9e3688263d
10. პლაჟი მწვანე ქვიშით.
პლაჟი მწვანე ქვიშით–მდებარეობს კუნძულ ჰავაიზე. ქვიშის ფერის უნიკალურობა მგომარეობს მწვანე ხრიზოლიტის კრისტალებში, რომელიც წარმოიქმნა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად და რომლებიც წარმატებით გამოიყენება საიუველირო საქმიანობაში.
მსოფლიოს უცნაური პლაჟები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button