გართობაკულტურაუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწ 33

1a50b5cf1534

გერმანიაში მდებარეობს უჩვეულო ოპერის თეატრი, სახელწოდებით Aquaria Palaoa.აქ თეატრის ყველა გმირი სიმღერას ასრულებს წყლის ქვეშ, აუზის ფსკერზე. წყალი იმდენად ახშობს ხმებს, რომ აძლევს ხმის იოგებს, რაღაც მისტიკურ ელფერს
ვიდეო

გერმანიაში მდებარეობს უჩვეულო ოპერის თეატრი, სახელწოდებით Aquaria Palaoa.
აქ თეატრის ყველა გმირი სიმღერას ასრულებს წყლის ქვეშ, აუზის ფსკერზე. წყალი იმდენად ახშობს ხმებს, რომ აძლევს ხმის იოგებს, რაღაც მისტიკურ ელფერს. წყალქვეშა ოპერის თეატრი გახსნილია მნახველთათვის 1 მაისიდან 17 სექტემბრამდე;
2. ველოსიპედების პარკირება
228d6969ccfb
797b0b229577
95a6d8ddde53
3. სერფინგისტმა გარეტი მაკნამარამ დაიპყრო 30-მეტრიანი ტალღა და დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი.
ერთი ამოსუნთქვით შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს:
3d7171a536a5
გარეტი მაკნამარა-45 წლის სერფინგისტია ამერიკის შეერთებული შტატიდან. მას ეკუთვნის 24-მეტრიანი ტალღის დაპყრობის მსოფლიო რეკორდი, რომელიც მან დაამყარა 2011 წელს;
ექსტრიმის მოყვარულმა -გარეტიმ თავისი ახალი მსოფლიო რეკორდი, რომელიც აღემატებოდა წინა რეკორდს 3 მეტრით, დაამყარა პორტუგალიის სანაპიროზე, სოფელ ნაზარესთან ახლოს Nazare (Praia do Norte);

4. იგივე სერფინგისტმა-გარეტი მაკნამარამ წარმატებით ისრიალა 27-მეტრიან ტალღაზე: წინა ვიდეოში გარეტიმ დაიპყრო 30-მეტრიანი ტალღა. ამ ვიდეოში მოცემულია 27-მეტრიანი ტალღა: უყურეთ და შეადარეთ:

5. ზვიგენის თავდასხმის მერე სერფინგისტი გადარჩა.
ეს დღე შეიძლება ჩაითვალოს მეორე დაბადების დღედ, თითქოს ხელმეორედ დაიბადა; ზვიგენის თავდასხმოს მერე, სერფერს მხოლოდ საკმაოდ დიდი შრამი დარჩა ფეხზე, მაგრამ რაც მთავარია, ის ცოცხალია…

9641184c67d8
93a0b65d5e22
9ac830a216ad
6. მსოფლიოს რეკორდი ქაღალდის თვითმფრინავების სროლაში.
ჯო ეიობმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ქაღალდოს თვითმფრინავებიოს სროლაში 6,2 მეტრზე;
ახალი მსოფლიო რეკორდი , გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერების თანახმად, შეადგენს 69 მეტრს…


7) MIDSUMMER -ი შვედეთში
bf1ec734d2b7
შვედეთში MIDSUMMER წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებისა და პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი დღესასწაულია, რომელსაც მთელი ქვეყანის მოსახლეობა, ეთტნიკური წარმომავლობის განურჩევლად, ერთად აღნიშნავს.
Midsummer- ზაფხულის ბუნიობის დღესასწაულიa, იგი ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც დდღისა და ღამის ხანგრძლივობის თანაფარდობას ნიშნავს ; ზაფხულის ბუნიობის მოვლენის აღნიშვნა სკანდინავიაში ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში დაიწყეს. ბრინჯაოს ხანაში კი, როდესაც ცეცხლთაყვანისმცემლობამ მოიკიდა ფეხი, ამ დღეს მზის თაყვანისსაცემად გამართულ მსხვერპლთშეწირვის რიტუალს ატარებდნენ, რომლის განუყოფელი ატრიბუტიც ცეკვა იყო. ადრე Midsummer მე-14 საუკუნის ისლანდიურ საგებში გვხვდება.

8711dccfbed6
Midsummer -ის დროს აღმართავენ ყვაველებით და მწვანე ფოთლებით მორთულ ხის ბოძს – მაისთონგის, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში მის გარშემო ცეკვავენ და ერთობიან. მაისთონგის მორთვა სახალისო საქმიანობაა, რომლისთვისაც საგანგებოდ აგროვებენ ლამაზ ყვავილებს და ფოთლებს…
fe286044dbf5
თუ წელიწადის ამ დროს 24 ან 28 ივნისს სტოკჰოლმში აღმოჩნდებით, აუცილებლად ეწვიეთ სკანსენსს… სკანსენი ღია ცის ქვეშ გაშენებული უშველებელი ბოტანიკური პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად ხალხმრავალია. ხალხი გაშლილ მინდორზე იკრიბება და მინდვრის ცენტრში აღმართული უშველებელი მაისთონგის გარშემო ცეკვავს და თამაშობს. ამ დღეს მოსახლლეობას ძალიან უყვარს მხიარული თამაშებები, რომლებიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გართობას უფრო ჰგავს, ვიდრე ხალხური ტრადიციის გაცოცხლებას, მაგრამ რაც მთავარია, ყველა მხიარულობს …
a29cc9e0554c
Midsummer – ევროპის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. სკანდინავიის გარდა მას აღნიშნავენ ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთჩი;
8. სტოკჰოლმი:
ხიდი პარლამენტის შენობასთან
ed54e601aaa6
სერგელის მოედანი
c82ad8ac385e
კუნძული ფიედერჰოლმი
60ae65e46618
ფურირემი სერგელის მოედანზე
6f41036b5970
გერმანული ტაძარი სტოკჰოლმში
a95b2938bba5
9. ბაობაბი
ბაობაბი მრავალთესლიან ნაყოფს ნიშნავს. ეს „მაგიის ხე“ არის სიძლიერის, მარადიულობის სიმბოლო. ინდური ლეგენდის თანახმად, მას, ვინც ბაობაბის ხის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, ნატვრა აუსრულდება.
განსაკუთრებით ცნობილია აფრიკული ბაობაბი – ადანსონია პალცატა, რომელსაც ტროპიკული აფრიკის ფლორისა და ფაუნის მკვლევარის, მიშელ ადანსონის პატივსაცემად ეწოდა. მას 14 მეტრამდე ღეროი აქვს, როდესაც
ფოთოლი დასცვივდება , იგი ფესვებით ზევით არის აღმართული;

ამ მსხვილტანიანი ხეების ასაკის დადგენა ძნელია რგოლების არარსებობის გამო, მაგრამ მიშელ ადანსონმა დაადგინა და ბაობაბის ასაკად 7000 წელი მიიჩნია.
24ee8ecd5e5c
აფრიკელები ხეს მკვრივ ქერქს აცლიან და მისგან მიღებული ბოჭკოსგან თოკსა ამზადებენ. თოკი ძალზე მაგარია და დღესდღეობითაც არსებობს ანდაზა: “უძლურია, როგორც ბაობაბას თოკი“”.

ამ მაგიური ხის -ბაობაბის ქერქისგან დამზადებული სითხე ადამიანს ძალასა და ფიზიკურ გამძლეობას აძლევს დედამიწის მკვიდრს და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ამ ხისგან დამზედებული თილისმა
ადამიანს ათვის მოაქვს ჯანმრთელობა, დოვლათი და სიყვარული;

702b4513f13d
ბაობაბის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრს აღწევს და ყვავის უფოთლებოდ , ხოლო შიშველ ტოტებზე ჩნდება ყვავილების კვირტები: თეთრი ყვავილები ხუთი ფურცლით;
ისინი გვიან ღამით იშლებიან, თავისი სურნელით ღამურებს იზიდავენ და მხოლოდ ერთ ღამეს ცოცხლობენ.
ნაყოფს უამრავი შავი თესლი აქვს და მაიმუნებს მისი ნაყოფი განსაკუთრებით მოსწონს. აგრეთვე სპილობიც აგემოვნებენ მთლიანად ბაობაბას ხეს, ქერქით და ნაყოფითაც;

540abc6c2c11
10) ექსტრიმი -ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button