კულტურაუცნაური

როგორ ვაპირებთ მარსის დასახლებულ პლანეტედ გადაქცევას? (1)

9077c9b17b34

როგორ ვაპირებთ მარსის დასახლებულ პლანეტედ გადაქცევას?

თავდაპირველად გავეცნოთ როგორ პლანეტაა მარსი

ახლა კი, მარსის დედამიწად გარდაქმნა… ცოტა გიჟური იდეა ხომ არ არის? არა. ეს აუცილებლობაა! ხოლო როგორი იქნება მარსზე ცხოვრება, იმ ადამიანების ნანახისა და განცდის მიხედვით მოგიყვებით, ვინც ამ ფანტასტიკურ პროექტს გეგმავს.

5e8ec59e46c0

იმ რიტმის გათვალისწინებით, რომლითაც დედამიწის მხოვრებლები წინ მივიწევთ, რამდენი დრო გვრჩება მანამდე, სანამ წყალი, მეტალი, მინერალები, ენერგია დაგვაკლდება? – სულ რაღაც რამდენიმე ასეული წელიწადი! მაგრამ რა არის რამდენიმე საუკუნე კაცობრიობის ისტორიისთვის? წარმოიდგინეთ, რომ ფარაონების ეგვიპტემ 3 ათას წელს იარსება… დღეს კი, იმის მაგივრად, რომ აუცილებელი რესურსების გარეშე დედამიწაზე ვიცხოვროთ, რატომ არ უნდა გავემართოთ რესურსებით მდიდარი და ხელუხლებელი მარსის ტერიტორიის დასაპყრობად? დაახლოებით 30 წელია, რაც ევროპელი და ამერიკელი მკვლევარებიდა ინჟინრები მარსის გათბობის პროექტზე, შემდეგ კი მის სასუნთქავად აუჩილებელი ატმოსეროთი აღჭურვაზე მუშაობენ იმ მიზნით, რომ იქ ისევე შევძლოთ ცხოვრება, როგორც დედამიწაზე. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ამას დრო – არაერთი თვე – დასჭირდება, მაგრამ ტექნიკურად ეს თითქმის შეუძლებელია. თუმცა, გასაოცარი არაფერია: სავარაუდოდ, შორეულ წარსულში მარსზე საკმაოდ ხელსაყრელიკლიმატი იყო იმისათვის, რომ წყალს ედინა, რომელიც დღესაც ხილულ მდინარეების კალაპოტებს აყალიბებდა.

d4262ae606e0

ეს შესაძლებელია!
რასაკვირველია, საჭირო იქნება იმ ხარჟების შესამცირებელი გაკვეთილების დაძლევა, რომლებმაც ჩვენი პლანეტის რესურსების გაფლენგვამდე მიგვიყვანა. იმავე შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს! იმისათვის, რომ მარსი გარდავქმნათ, მისი ძირფესვიანად შესწავლაა საჭირო: პლანეტის ატმოსფეროს მოქმედების,მისი ქანების შემადგენლობის… დაბოლოს, უნდა გავარკვიოთ, იყო თუ არა ჩვენამდე ვინმე ამ ადგილებში და ვეძებოთ წარსული ცხოვრების ნაკვალევი, ვიპოვოთ მიძინებული ორგანიზმები, რომლებსაც, ვინ იცის, გამოსაღვიძებლად იქნებ ცოტაოდენი სინოტივე სჭირდებათ. ამ გრანგიოზული პროექტის განსახორციელებლად კაცობრიობამ ძალები უნდა გააერთიანოს, დაგროვილი გამოცდილება გამოიყენოს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ უკანასკნელ პლანეტაზე ისეთივე სიცოცხლის განვითარებას მიაღწიოს, როგორს დედამიწაზეა!
2010 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც მომავალი ათწლეულების მანძილზე ამერიკული სივრცითი პოლიტიკის ძლიერი მიმართეულების დამკვიდრებას აპირებს, იმედი გამოთქვა, რომ “თავის სიცოცხლეში” – 2035 წლისათვის – მარსზე ასტრონავების გადასხმას იხილავს. ვინ იცის, იქნებ ეს იყოს “მწვანე მარსის” შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი…
გაგრძელება იქნება…

scientist

თუ დროულად უარყოფ, უხვადაც მიომკი. უსაქმურობა ყველა ბოროტების საწყისია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button