გამოგონებაგასართობისურათები

მცურავი სასტუმრო მდინარე ამაზონზე


მდინარე ამაზონზე დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ მდიდრული ხუთვარსკვლავიანი მცურავი სასტუმრო „Aqua Expeditions”.
მისი პროექტი და დიზაინი შექმნა არქიტექტორმა ჯორდი პუჩიმ პერუდან (Jordi Puig); და ეს არის ერთადერთი კრუიზი მოცემულ რეგიონში, რომელიც შეესაბამება ლუქს-კლასის მსოფლიო სტანდარტებს.
სასტუმროს გემბანზე განთავსებულია 12 ოთახი- თითოეული ზომით 24 კვ/მ.
მცურავი სასტუმროს გემბანიდან შეგიძლიათ დატკბეთ ამაზონის ლამაზი ბუნების პანორამული ხედებით;


ამაზონი — მდინარე სამხრეთ ამერიკაში წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.
ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.
სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს – პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანისინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ” ეწოდება.


მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს.

“მსოფლიოს ფილტვები” – სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ამაზონის ტყეს, რომელიც მსოფლიოში ჟანგბადის უდიდესი მწარმოებელია.
ასე რომ, მოგზაურები არა მარტო პანორამული ხედებით დატკბებიან, არამედ სუფთა ჟანგბადით გაიმდიდრებენ ფილტვებსაც..
როგორც თავისი მოცულობით, აგრეთვე ბიომრავალფეროვნებით ამაზონის ტყის 60% ბრაზილიაში მდებარეობს, ტყე ვრცელდება კოლუმბიაში, ვენესუელაში, ეკვადორში და ბოლივიაში;


სახელწოდება “ამაზონი” ერთ-ერთი ადგილობრივი დიალექტის მიხედვით “ნავების დამანგრეველს” ნიშნავს, მდინარე ამაზონში არის წყლის მცენარე, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ნავებს, სწორედ ამის გამო დაერქვა ამ გრანდიოზულ ტერიტორიას და თავად მდინარეს ამაზონი.















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close