გასართობისაკითხავიუცნაური

როგორი რიტუალები ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში ხელის თხოვნის დროს?

შუა საუკუნეების ინგლისში გოგონებს, რომლებსაც გათხოვება უნდოდათ, ერთი საინტერესო წესი ჰქონდათ: ეკლესიაში უზარმაზარი ზანდუკი იდგა. გათხოვების მოსურნე გოგონა მასთან უნდა მისულიყო და ცალი ხელით თავი აეხადა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის მზად იყო ოჯახის ტვირთი ეზიდა. თუ ქალიშვილი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა და თავსახურს ძვრას ვერ უზამდა, შესაძლებელი იყო ნიშნობაც ჩაშლილიყო.

კუნძულ იავაზე შეყვარებულ მამაკაცს ქალიშვილის ეზოში უფანჯრო ლერწმის ქოხი უნდა დაედგა. დილით, როდესაც გოგონა ქოხს იხილავდა, თუ მასში ფანჯრებს გამოჭრიდა, ე.ი სასიძოს თანხმობას უცხადებდა.

ტოგოელი მამაკაცი ქალს კომპლიმენტს იშვიათად ეუბნება, რადგან ეს დაქორწინების წინადადებად მიიჩნევა.

აფრიკაში, მაკუას ტომში, რომელიც კონგოს სანაპიროზე ცხოვრობს, საქმრო ქალიშვილს უამრავ ფერად კენჭს მიართმევს. თუ გოგონა ქორწინებაზე თანახმაა, გოგონა მისი ხელისგულიდან კენჭებს პირით აიღებს.

მაორის ტომის ჭაბუკი რამდენჯერმე განასკულ თოკს თავაზობს ქალიშვილს. თუ ქალი სხვა ვაჟსაც უყვარს, მაშინ მეტოქენი აქეთ-იქიდან კიდებენ ხელს სატრფოს და მთელო ძალით ექაჩებიან. გამარჯვებული ის გამოვა, ვინც თავისკენ გადაითრევს საოცნებო არსებას:)

ბალტიისპირეთში ნიშნობაზე სმასა და ცეკვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საცოლე ცეკვის დროს მამაკაცს ფეხზე ფეხს ადგამს და ამოწმებს, ნამდვილად მამაკაცია თუ ეშმაკი, იქნება ფეხსაცმლის ქვეშ ჩლიქებს მალავს?:)

ბუშმენებს სპეციალური ”სიყვარულის ისრები” აქვთ. ძვლებისაგან გამოთლილ ისრებს ტკივილგამაყუჩებელი მცენარის წვენს უსვამენ. შეყვარებულმა მამაკაცმა ის ქალიშვილს თეძოში მშვილდის გარეშე უნდა ჩაარჭოს და თუ მიზანს ზუსტად მოახვედრა, გოგონა დათანხმდება. თუ მიზანს ააცილა, მაშინ ის საყოვეთაო დაცინვას დაიმსახურებს და ამის შემდეგ მას საქმროების სიიდან ამოშლიან.

ფრანგები სატრფოს პირველად თეთრ ვარდს უძღვნიან, მერე ვარდისფერს და ბოლოს ალისფერს.

ინგლისში სიყვარულის ახსნის დღედ წმინდა ვალენტინის დღე ითვლება. შეყვარებულები ამ დღეს ერთმანეთს წერილებს ”ვალენტიკებს” უგზავნიან.

კათოლიკურ ირლანდიაში გოგონებს უფლება ეძლევათ, თვითონ შესთავაზონ მამაკაცს დაქორწინება, მაგრამ საამისოდ ერთი დღე არსებობს _ 29 თებერვალი.

ასეთი ჩვეულებანი ხალხს უამრავი აქვს. გაივლის საუკუნეები, ბევრი მათგანი შეიცვლება ან სრულიად გაქრება, მაგრამ სამუდამოდ დარჩება სიყვარული და უბრალო მარადიული სიტყვები

 

წყარო : http://literatura.mcvane.ge

xelovani

მოგესალმებით მე ვარ გიგა გიორგაძე,დაბადებული 1996 წლის 19 მარტს   მოწოდებით გახლავართ ხელოვანი და ჩემ მომავალ პროფესიასაც ხელოვნების ერთ-ერთ დარგს ვუკავშირებ

მსგავსი ამბები

Close
Close