კულტურაუცნაური

7 ყველაზე უცნაური და სახიფათო მეთოდი წონაში დასაკლებად

image

ჭარბი წონა დღევანდელ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. საქართველოში მითუმეტეს, როდესაც გურმანობით გამოირჩევა ყველა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თუმცა მოსალოდნელ შედეგებზე კი იმ წამს არავინ ვფიქრობთ. სასურველ ფორმაში ჩადგომა კი ყველაზე ურთულესი პროცესია, რაც კი ძალგვიძს შევასრულოდ. მაგრამ არის ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც აქვთ ნებისყოფა და მზად არიან დათანხმდნენ ნებისმიერ სახიფათო პროცედურას სასურველი მიზნისთვის.

 

ახლა კი სწორედ იმ 7 სახიფათო პროცედურაზე მინდა გესაუბროდ, რომლებზეც ჭარბი წონის მოსაშორებლად განსაზღვრული ნაკადი დათანხმდა.




1. ორსული ქალის შარდის ინექცია.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა Cheryl Palon-მა ამ უცნაური მეთოდის საშუალებით 20 კილოგრამი დაიკლო 5 თვის მანძილზე. პროცედურა ტარდება ყოველ დღე, ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ, გამოიყენება ორსულის შარდი და ხდება დოზების თანდათან მომატება. ამ პროცედურის სპეციალისტები მეთოდის უცნაურობას ხსნიან იმით, რომ ორსულის შარდი შეიცავს სპეციალურ ჰორმონს, რომელიც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. ჰორმონი ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში და ზრდის მეტაბოლიზმს. ეს მეთოდი რა თქმა უნდა მხოლოდ ქალებისთვის გამოიყენება.

image





2. სექსი დღეში 7-ჯერ.

Pollin Potter-ი, რომელიც არის 47 წლის და მძიმე წონიან ქალებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და გინესებშიც შეიყვანეს, დღეში წვავს 500 კალორიას 7-ჯერ სექსის საშუალებით, რაშიც მას ყოფილი ქმარი Alex-ი ეხმარება. წყვილი 3 წელი ცხოვრობდა ერთად, 2008 წელს კი ისინი დაშორდნენ, თუმცა მერეც განაგრძეს შეხვედრები და სწორედ ალექსი ეხმარება პოლინს კალორიების დაწვაში. პოლინს აქვს სასურველი მიზანი, გახდეს 241 კილოგრამი და ამბობს, რომ მალე მიაღწევს მიზანს 64 კილოგრამიანი სექს-მანქანის- ალექსის მეშვეობით.

image




3. წვეთოვანი ცხვირში.

წონის დასაკლებად ასეთი მეთოდი ამერიკელმა ექიმებმა დანერგეს. ბევრი მიიჩნევდა, რომ იგი საკმაოდ საშიში და სახიფათოა, თუმცა შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტურია და სასურველ წონასაც ამ მეთოდით ძალიან სწრაფად აღწევენ. მაშ, რაში მდგომარეობს ეს მეთოდი? წვეთოვანს ამაგრებენ ცხვირში, მისი მეორე ბოლო კი საყლაპავ მილშია ჩაყოფილი და საკვების მიღება ხდება ცხვირიდან. ეს გენიალური და ეფექტური მეთოდი დანერგა ამერიკელმა ექიმმა ფლორიდიდან Oliver di Pietro-მ. ასეთი გზით, ენტერალურ კვებას შეუძლია 10 დღეში 9 ფუნტი დაგაკარგვინოთ. წვეთოვანის საშუალებით 10 დღე პაციენტი იკვებება მხოლოდ თხევადი ცილებით, ცხიმებითა და წყლით.

image




4. Paintball-ის თამაში. (სპორტული თამაში სადაც ორი გუნდი ესვრის ერთმანეთს და ტყვიების ნაცვლად გამოიყენებენ საღებავის ბურთულებს)

 

დაივიწყეთ დიეტა და მაკორექტირებელი საცვლები, სასაცილო თამაში paintball-ი დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად დაწვათ ჭარბი წონა. დიდ ბრიტანეთში კომპანიაpaintball-ი, პირველი მსოფლიო დონის ფიტნეს ცენტრი- იწვევს ყველას, ვისაც კალორიების დაწვა სურს. თამაშში ჩართულები არიან ექიმი პროფესიონალები, რომლებიც სწორი მიმართულებით ახდენენ 10 კვირის მანძილზე ჩვენს კალორიებზე ფიქრს. დღეში მათი დანაკარგი 800-1000 კალორიაა, ხოლო ფიტნეს ცენტრის ღირებულება კაცზე 199£. (ევრო)

image




5. კუჭის ქამრის ილუზია.

კუჭის შემაკავებელი ქამარი ასრულებს თავის დავალებას პაციენტის მუცლის გარშემოწერილობაში. ამ მოწყობილობის საშუალებით ადამიანი მალე აღწევს ეფექტს მოცულობა შეუმცირდეს. ამ დროს პაციენტი ჭამს მცირე საკვებს და შიმშილის გრძნობაც ნაკლებად აქვს. კუჭის დაპატარავება ქირურგიული ჩარევითაც შეიძლება, თუმცა მას გვერდითი ეფექტები ახლავს ბევრი, ქამარი კი უსაფრთხოა და კვირაში 4 კილოგრამს აკლებინებს.

image




6. პატჩი ენაზე.

თუ თქვენ ყველა დიეტა სცადეთ და შედეგს ვერ მიაღწიედ, მაშინ კოსმეტიკური ქირურგი კალიფორნიიდან- Nikolai Chugai გირჩევთ იმას, რაც მან შეიმუშავა, ახალი საკმაოდ მტკივნეული სამედიცინო პროცედურა. პროცედურა შეიცავს პაციენტის ენის პლასტიკურად გაკერვას, რის შემდეგაც საკვების მირთმევა მტკივნეული გახდება, ამიტომ ნებით თუ უნებლიედ პაციენტი ჯდება თხევად დიეტაზე. 60-ზე მეტმა ჩაიტარა ეს პროცედურა და კმაყოფილნი არიან, რადგან თითოეულმა თვეში დაიკლო არანაკლებ 10 კილოგრამისა.

image




7. ერთი კვირა 8700 მეტრ სიმაღლეზე.

გსურთ წონაში დაკლება კვების აკრძალვისა და დამღლელი ვარჯიშების გარეშე? ეს არ არის არც სპამი და არც ინტერნეტ რეკლამა, ეს მეცნიერებაა. ყოველივე რაც გევალებათ ამისათვის, უნდა ახვიდეთ ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე. კვლევებით დადგინდა, რომ მათ ვინც დასვენება და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება უწევთ მაღალ მთიან რეგიონებში, თავისთავად იკლებენ წონაში კვების შეზღუდვის გარეშე. მაღალი მთა განაპირობებს ნაკლებ კალორიებს და შიმშილის გრძნობის შემცირებას, რაც შემდეგ წონაზე აისახება. თუმცა გადაბარგებას დიდი ხნით ასეთ რეგიონებში არ გირჩევთ, ვინაიდან ორგანიზმი 6 თვის მანძილზე ახდენს მხოლოდ ასეთ პირობებზე ადაპტაციას, შემდეგ კი ეგუება კლიმატს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, ამიტომ წონის დასაკლებად გამოიყენეთ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი.

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button