არქივი

კოსმოსური შეჯიბრი

fdf31d500b49

ასობით წლის განმავლობაში ადამიანები კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ეს მოგზაურობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც 1930 წელს რაკეტა გამოიგონეს. პირველი რაკეტები მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ბომბების გადასატანად გამოიყენებოდა. ომის შემდეგ მეცნიერებმა ისეთი რაკეტების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კოსმოსში მოგზაურობა.

1957 წელს ოქტომბერში საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი თანამგზავრი ,,სპუტნიკ 1” გაუშვა. ეს ადამიანის შექმნილი პირველი ობიექტი იყო, რომელიც კოსმოსში დედამიწის გარშემო ორბიტაზე გავიდა. 1961წელს საბჭოთა კავშირმა მეტოქეს კიდევ ერთხელ აჯობა, როდესაც კოსმოსში პირველი ადამიანი , იური გაგარინი გაგზავნა. პირველი გაფრენა 108 წუთს გაგრძელდა , ამ დროის განმავლობაში გაგარინმა დედამიწას შემოუფრინა. საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ის გმირად აღიარეს.
9f1d28f816ba

60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი კოსმოსურ შეჯიბრში პირველობას ფლობდა, ამერიკელები კი დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ ამ ყველაფრის შეცვლას. ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ გამოაცხადა გაბედული გეგმის შესახებ, რომელიც ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას ისახავდა მიზნად. 1968 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა ,,აპოლო 8”-მ პირველად შემოუფნინა მთვარეს, ხოლო 6 თვის შემდეგ ამერიკელმა ასტრონავტებმა ნილ ამსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე.
87e36230c817

60-70-იან წლებში კოსმოსურ ხომალდებს გაფრენა მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ. მათი პილოტები დედამიწაზე პატარა კაფსულებში ბრუნდებოდნენ, რომელთაც მიწაზე დაშვების შესანელებად პარაშუტები ჰქონდათ დამაგრებული. მდგომარეობა 1981 წელს შეიცვალა, როცა კოსმოსში პირველი ამერიკული მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი გაფრინდა. ასეთი ხომალდი დედამიწას რაკეტის დახმარებით ტოვებს , ხოლო უკან ჩვეულებრივი თვითმფრინავივით ეშვება, ამიტომ მისი გამოყენება მრავალჯერ შეიძლება.
cf1606906482

770-იან წლებში ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა რამოდენიმე კოსმოსური სადგური გაუშვეს, სადაც მეცნიერებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრება და ექსპერიმენტების ჩატარება შეეძლოთ. ცივი ომის დასრულების შემდეგ კი ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა თანამშრომლობა დაიწყეს, 1995-1998 წლებში ამერიკელი მეცნიერები საბჭოთა კოსმოსურ სადგურზე ,,მირზე” მუშაობდნენ.
072ea15c7cea

მეოცე საუკუნის მიწურულს მთელი მსოფლიოს ინჯინრებმა ახალი საინტერესო პროექტის შემუსავება დაიწყეს, რომელსაც საერტაშორისო კოსმოური სადგური უწოდეს. სადგურის ნაწილები რუსეთსა და შეერთებულ შტატებში აიგო ხოლო შემდეგ კოსმოსში შეაერთეს 1998 წელს.
7cffd31ab5f2

მსგავსი ამბები

Back to top button