ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ვინ გაემგზავრება მარსზე?


ჰოლანდიური ორგანიზაცია Mars One ,რომელიც 2023 წლისათვის გეგმავს კოლონიზაციას მარსზე, აგროვებს ადამიანებს,რომლებიც გაემგზავრებიან წითელ პლანეტაზე(სამუდამოდ)

მარსის კოლონიზაცია : კანდიდატების შერჩევა

ვის შეუძლია შეიტანოს განცხადება წითელ პლანეტაზე გამზავრების შესახებ? როგორც პროექტ Mars One-ის წარმომადგენლები იუწყებიან ეს შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, თუ ის აკმაყოფილებს მომდევნო მოთხოვნილებებს

  • ფიზიკურად და გონებრივად ჯანრმთელი ადამიანი
  • ყველაზე მცირედი ასაკი 18 წელი
  • პირადი თვისებები <<ამტანი, მარტივად შემგუებელი ახალ პირობებთან, ცნობისმოყვარე,რისკიანი,შემოქმედებითი>>
  • უნდა ესმოდეს მისიის შინაარსი
  • უნდა იცოდეს და შეეძლოს ურთიერთობების განვითარება
  • უნდა ჰქონდეს თვითანალიზის უნარი და ენდობოდეს სხვას

კანდიდატები შეიძლება იყვნენ სამყაროს ნებისმიერი კუთხიდან , თუმცა აუცილებლია ინგლისური ენის მინიმუმი მაინც.ასევე ყველა მსურველმა 8 წელი უნდა დაუთმოს იმ მისიისთვის მომზადებას რომელიც 2023 წელს განხორციელდება

იმის გათვალისწინებით რომ ეს იქნება ”გაფრენა დაბრუნების გარეშე” , ამ პროექტიში მონაწილეების უმეტესობა იქნება ისეთი რომელსაც ეზიზღება დედამიწა ან არ გააჩნია არაფერი რის გამოც შეიძლება დარჩეს

 

მარსზე გაფრენის პროგრამა

მოხალისეების მიღება იწყება 2013 წლის პირველივე ნახევარში.წარმოიქმნება 6 ჯგული, თითოში მხოლოდ 4 ადამიანი.ამ ჯგუფებიდან მხოლოდ ერთი გამეგზავრება და დასახლდება მარსზე 2022 წლის სექტემბერში,ხოლო დანარჩენი ჯგუფები მათ შემდგომ შეუერთდებიან

8 წლიან მომზადებისას მონაწილეები ისწავლიან ელექტროობას, აღჭურვილების რომონტს და სამედიცინო დახმარების მნიშვნელოვან ნაწილებს

რაც ყველაზე საინტერესოა! Mars One-ის გადაწყვეტილებით შეიქმნება რეალითი შოუ, რომელშიც გავეცნობით გმირებს,მათ ყოველდღიურ მომზადებას და ცხოვრებას.სწორედ ხალხის გადაწყვეტილებით აირჩევენ პირველ ჯგუფს, რომელიც მარსზე გაემზავრება და სწორედ ხალხი იქნება ამ პროექტის მთავარი დამფინანსებელი

პირველი ტესტი ჩატარდება 2016 წელს როცა მარსზე გააგზავნიან მარსმავალს და აღჭურვილობას

პროექტი მარსი 500 : რა შეიძლება მოხდეს?

არცთუისე დიდი ხნის წინ დასრულდა რუსული პროექტი მარს 500 ,რომელიც წითელ პლანეტაზე გაფრენის იმიტაციას წარმოადგენდა.ვნახოთ რა პრობლემებს წააწყდნენ ისინი

მარს 500 -ეს პროექტია რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვებით.520 დღის განმავლობაში (2010 დან 2011 წლამდე) 6 მონაწილე იმყოფებოდა ჩაკეტილ სივრცეში, ”ხომალდს” არ ჰქონდა სარკმლები და მონაწილეები ძალიან იშვიათად ახერხებდნენ გარე სამყაროსთან კონტაქტს.ჩატარდა 100ზე მეტი ექსპერიმენტი და გამოვლინდა პროექტის შედეგები

  • ეკიპაჟის ყველა წევრი ”ხომალდიდან” გამოვიდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯანრმთელი
  • მათი ძილის ხანგრძლივობა საშუალოდ გაიზარდა 8% ანუ დაახლოებით 35 წუთით
  • პროექტის ექვსივე წევრი გახდა ნაკლებად მოძრავი, მთელი პროექტის განმავლობაში ისინი ხომ ”მჯდომარე” ცხოვრებას მიყვებოდნენ
  • მათი ძილის ხარისხი შეიცვალა.ერთი მონაწილე ცხოვრობდა არა 24 ,არამედ 25 საათიანი ციკლით,მეორე დღის სხვადასხვა მონაკვეთში იძინებდა ,ხოლო მესამის ძილის ხანგრძლივობა ნელ-ნელა მცირდებოდა
  • ერთ-ერთ მონაწილეს აღენიშნებოდა მსუბუქი დეპრესიის ნიშნები

 

დარჩა გამოსაკვლევი რადიაცია. ყველაფრის მიუხედავად მონაწილეებმა იცოდნენ რომ ისინი სინამვილეში არ იყვნენ მარსზე და შეიძლება ესაა იმის მიზეზი რომ ამ 520 დღეს მათ ფსიქიკაზე გავლენა არ მოუხდენია

მინდოდა ეს ინფორმაცია თქვენთვის გამეცნო, მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ ამ პროექთან დაკავშირებით(დაწერეთ კომენტარებში)

ხო და კიდევ :) მსურველებმა შეგიძლიათ მოინახულოთ საიტი – დააჭირეთ აქ

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close