საკითხავისასარგებლო

ბეთჰოვენი

”მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად აღიარებულმა ბეთჰოვენმა მუსიკალური ნაწარმოები ხელოვნების უმაღლეს ფორმად წარმოადგინა. მისი მუსიკა შთაგონებულია რომანტიკული მიმდინარეობით, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა სამუსიკო ხელოვნებაში”

გერმანელი ლეგენდარული კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი პოლიტიკურად, იდეურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად სტაბილურ პერიოდში 1770 წელს დაიბადა, თუმცა სიმწიფის ასაკს სრულ ანარქიასა და არეულობაში მიაღწია. 17 წლის იყო, როცა ამერიკის კონსტიტუციას მიეწერა ხელი, 19 წლისას ბასტილია აიღეს, ხოლო 22 წლისას საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადდა. ბეთჰოვენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ყოველივე ვნებათაღელვა აისახა თავის ხელოვნებაშიც. სირთულეებითა და რადიკალური სიახლეებით სავსე ცხოვრების მანძილზე ბეთჰოვენმა, როგორც კომპოზიტორმა, ნამდვილად უდიდეს წარმატებას მიაღიწა.

ბეთჰოვენის მამა და ბაბუა მუსიკოსები იყვნენ. გამომდინარე აქედან მან ბავშვობიდან ისწავლა კლავესინზე, ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრა. მისი მუსიკალური შესაძლებლობები დღითი-დღე იზრდებოდა, რასაც მამამისი ხშირად თავის სასიკეთოდ იყენებდა.

ბეთჰოვენმა პირველი სამუშაო ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მიიღო. 1782 წელს ეკლესიაში ორგანზე დამკვრელების სიმცირის გამო, ახალგაზრდა ბიჭი სამსახურში მიიღეს. ამავე წლებში მან შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები – ვარიაციები დრესლერის მარშის თემებზე.
1787 წლის გაზაფხულზე ბეთჰოვენი ვენაში გაემგზავრა, სადაც მოცარტს შეხვდა და მცირე ხნით სწავლობდა კიდეც მასთან ერთად. მოცარტი ამ დროს 31 წლის გახლდათ და წარმატების პიკზე იმყოფებოდა. ბეთჰოვენის ვიზიტი მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა იმ სამწუხარო მიზეზის გამო, რასაც დედის ავადმყოფობა წარმოადგენდა. შინ დაბრუნებულ ბიჭს ავადმყოფ დედასთან ერთად დეპრესიისგან გალოთებული მამაც დახვდა.

2 წლის შემდეგ, 1789 წელს ოჯახის მართვის სადავეების აღება ბეთჰოვენს მოუხდა. მამის ჯამაგირის ნახევრის ასაღებად მან სასამართლოს მიმართა, რასაც თავისი შემოსავალიც დაემატა, რასაც ეკლესიაში ვიოლინოსა და ორგანი დაკვრის შედეგად შოულობდა. ნიჭიერი კომპოზიტორი სულ მალე ბონის გავლენიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ჰაიდნმა მას მოსწავლედ აყვანა შესთავაზა. მეგობრების დაჟინებული თხოვნის შედეგად იგი ამ წინადადებას დასთანხმდა. სულ მალე ავსტრიის დედაქალაქისკენ გასწია და ბონში აღარ დაბრუნებულა. ჰაიდნი ჩინებული მასწავლებელი არ გამოდგა ბთჰოვენისვის, ვინაიდან სწავლის პროცესში დიდ მოუთმენლობას იჩენდა. მან სხვა მასწავლებლის ძიება დაიწყო. ვენა უდიდეს შესაძლებლობას აძლევდა ახალგაზრდა მუსიკოსებს. ამგვარადაც ბეთჰოვენმა თავისი მეგობრების დახმარებით შეძლო ვენის გავლენიან წრეებში მოხვედრა, სადაც ხშირად მართავდა სოლო კონცერტებს. ეს მალე თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

იგი ხალხს თავისი იმპროვიზაციებით აღაფრთოვანებდა. მისი ერთ-ერთი თაყვანისმცელემელი პრინცი ლინჩოვსკი იყო, რომელიც იმდენად მოიხიბლა ბეთჰოვენით, რომ საკუთარი ოჯახის წევრობაც კი შესთავაზა. ახალგაზრდა კომპოზიტორი დაყჰვა პრინცის გადაწყვეტილებას და სასახლეში გადასვლა გადაწყვიტა. სამზადისისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.

ცხოვრების პირველივე წლებიდან ბეთჰოვენი მკაცრ ხასიათს იჩენდა. უყვარდა განმარტოება და არ იზიდავდა ფართო წრეები. პრინცის სასახლის ფუფუნებას ვერ შეეგუა და გადაწყვიტა კვლავ სიმარტოვეში გაეგრძელებინა ცხოვრება.

ბეთჰოვენი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არისტოკრატულ დიდსულოვნებას ეყრდნობოდა. იგი ასევე ცნობილი იყო, როგორც ახალგაზრდა არისტოკრატი ქალების მოტრფიალე მამაკაცი. ქალები კი მაშინდელი პერიოდიდან გამომდინარე კარის მუსიკოსის შვილს არ შეეფერებოდნენ.

მრავალ ადამიანზე არასასურველი დამოკიდებულება, მოშლილი ვნება და რევოლუცია ის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდა, რამაც ბეთჰოვენის შემოქმედებითი დეპრესია გამოიწვია. ბონში დაწერილი ნაწარმოებები ჰაიდნისა და მოცარტისთვის დამახასიათებელი სტილითაა შესრულებული, ხოლო ნაწარმოებები, რომლებიც ვენაში ყოფნის დროს დაწერა, გაცილებით ემოციურია და ის ჰარმონიულობა, რასაც მსმენელი მივეული იყო თითქმის გამქრალია.

ბეთჰოვენის ნაწარმოებების ძირითადი მახასიათებელი ეპტიმიზმია, რაც ერთგავარ გაკვირვებასაც კი იწვევს. ვინაიდან მისი ნაწაროებები მძიმე სულიერი კრიზისის ფონზეა დაწერილი. ბეთჰოვენმა თავისი მძიმე სულიერი მდგომარეობის გამო თავის მოკვლაც კი სცადა. სიყრუის ნიშნები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, 1819 წელს აბსოლიტური დაყრუებით დასრულდა. ეს კი კომპოზიტორსთვის უდიდეს და უმძიმეს სულიერ ტრამვად იქცა.

იგი განმარტოვდა, საგონებელში ჩავარდა სიყრუესთან დაკავშირებული იმედების გაცრუებით. მას დაენგრა ცხოვრება, თუმცა ეს თავის მუსიკას არ შეხებია. სწორედ დაყრუებიდან წიყება ახალი აღმავალი პერიოდი, რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალებამდე გრძელდება. სმენის დაკარგვის შემდეგ დაწერა მან ხუთი საფორტეპიანო სონატა, ხუთსიმებიანი კვარტეტი, საზეიმო მესა და ფუგა. ეს ნაწარმოები მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული. გასაოცარი კი ისაა, რომ მათ დამწერს ერთი ნოტის გაგონებაც კი არ შეეძლო.

ვიდეოები იხილეთ აქ:

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close