გამოგონებაგასართობისურათები

ხის ქერქის საცობების წარმოება


თუ თქვენ არ იცით, როგორ ხდება საცობების წარმოება, გთავაზობთ ერთ-ერთი ქარხნის საცობების წარმოების მცირე ფოტო-კოლაჟს…დაათვალიერეთ საცობების დამზადების სურათები


ყველაზე მეტად კორპი ცნობილია იმით, რომ მას ღვინისა და შამპანურის ბოთლების საცობებად იყენებენ
ადრე რომაელებმა და ბერძნებმა არღმოაჩინეს, რომ კორპისგან შეიძლება დამზადეს ძალიან კარგი თევზსაჭერი ბადის ტივტივა და სანდლების მოხერხებული ძირი. როგორც ჩანს, ისინი კორპისგან დოქების საცობებსაც ამზადებდნენ. ვინაიდან კორპი მაღალ ტემპერატურაზეც არ კარგავს ტავის ელასტიკურობას, ბევრი სახლის მეპატრონე აფასებს კორპს, რადგან ის ლამაზია და საიზოლაციო მასალის მაგივრობასაც სწევს; ამიტომ, დღეს ძალიან პოპულარულია კორპის ფილებით კედლებისა და იატაკის მოპირკეთება.
სპორტული საქონლის მეწარმეებიც თვლიან, რომ კორპი საუკეთესო მასალაა ბეისბოლის ბურთის შიდა ნაწილის და ანკესის სახელურის დასამზადებლად. რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად კორპი ცნობილია იმით, რომ მას ღვინისა და შამპანურის ბოთლების საცობებად იყენებენ


უფრო გასაოცარი ის ფაქტია, რომ ამ ყველაფრის დასამზადებლად ხეს ქერქს ხის მოუჭრელად აცლიან.
კორპი არის ქერქის გარეთა შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება.
კორპის მუხა ყოველ წელს იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას ქერქს არ გააცლიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში 25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი დასაფარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან, სიცივისა და ტყეში გაჩენილი ცეცხლისგანაც კი იცავს. თუ ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.


მსოფლიოში კორპის ნაწარმის დაახლოებით 55 პროცენტს პორტუგალია აწარმოებს, 30 პროცენტს — ესპანეთი,


მიგელ ელენა, ესტრემადურაში (ესპანეთი) ერთ-ერთი ინსტიტუტის Institute for Cork, Wood and Charcoal დირექტორი კორპის საცობის გამოყენების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის: დასმულ შეკითხვებაზე მიგელ ელენა პასუხობს-თვალი გადაავლეთ მის პასუხებს,დაგაინტერესებთ
აი, პირველი კითხვა
1. რამდენად ეფექტურია კორპის საცობი?
ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოაძრეს ას წელზე მეტი ხნის ღვინის ბოთლებს კორპის საცობები და ღვინო შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. კორპი მართლაც იდეალური საცობია!
მაღალი ხარისხის საცობების დასამზადებლად კორპის მუხა, სულ მცირე, 50 წლის უნდა იყოს, თუმცა კორპის ქერქის პირველად მოხდა შესაძლებელია მისი თესლის გაღივებიდან 25 წელიწადში. ძალიან ცოტა თუ შეძლებს 50 წელი ლოდინს ასეთი მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად. სინამდვილეში არ მეგულება ისეთი საწარმო, ქარხანა, რომელიც ამდენ ხანს დაიცდის სარგებლის მისაღებად.
რამდენ ხანს ცოცხლობს კორპის მუხა?
კორპის მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 200 წელია. ზოგი სახეობის კორპის მუხა გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. კორპის მუხას ქერქს ყოველ ცხრა წელიწადში ხდიან.


ასე რომ, ამ პოსტის მკითხელო, როცა ღვინის ბოთლს ან შამპანურს საცობს მოაძრობთ, ერტი წუთით დაფიქრდით, თუ რაოდენ დასაფასებელია კორპი. თქვენ გიჭირავთ ხელში საცობი- ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და განახლებული მასალა. საინტერესოა, რომ მისი გამოყენება არათუ აზიანებს, არამედ იცავს კიდეც გარემოს. განა შეიძლება ამაზე მეტს მოველოდეთ ხისგან, რომელსაც კორპი ჰქვია???
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორპის მუხა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში იზრდება, მაგრამ კორპისგან ნაწარმს კომერციული მიზნით, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამზადებენ, სადაც კორპის მუხა ბუნებრივად იზრდება.


















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close