ახალი ამბებისასარგებლოუცნაური

გოგონა ინკების დასახლებიდან რომელიც 500 წელზე მეტისაა


გოგონა მოზარდის ცხედარი რომელიც 14-15 წლის ასაკში გარდაიცვალა ინახებოდა ყინულში, ისე რომ მისი კანი ძალიან არ გახრწნილა. გოგონასთან ერთად ნაპოვნი იქნა 2 ბავშვის ცხედარი. 7 წლის ბიჭის და 6 წლის გოგონასი

დნმ-ის ანალიზის მეშვეობით , და ასევე კანზე ლაქების დაკვირვებით , მეცნიერებმა დაადგინეს რომ გოგონას ინფექციური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ ეს იყო ტუბერკულიოზი ( შეგახსენებთ რომ ეს არის პირველი ”მუმია” რომეზეც მეცნიერებმა სამედიცინო დასკვნა გააკეთეს)

ნიუ-იორკის ინსტიტუტის მეცნიერებმა (City University of New York) ანჟელიკა კორტესის ხელმძღვანელობით შეისწავლა ”მუმია”

გოგონას ცხედარი შემჩნეული იქნა 1999 წელს ვულკან Llullaillaco-ს ფერდობზე .6739 მეტრის სიღრმეში წყალში , არგენტინის და ჩილეს საზღვართან

როგორც გითხარით ნაპოვნი იქნა 3 მუმია . ეგვიპტის ბალზამირებული ”კოლეგებისგან” განსხვავებით 2 ცხედარი ყინულმა კარგად შეინახა, რასაც ვერ ვიტყვით 6 წლის გოგონას ცხედარზე. მისი ნაწილების გამოკვლევა მეცნიერებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ

ყოველშემთხვევაში ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. ეს სამი ბავშვი მსხვერპლად შეწირეს რადგნან მათთან ერთად ნაპოვნი იქნა ოქროები , ვერცხლი , სხვადასხვა თიხის ძვირფასი ნივთი და ბუმბულისგან გაკეთებული გვირგვინი (რომელი ფრინველის ბუმბულია მეცნირებმა ჯერ ვერ გაარკვიეს)

მეცნიერები გვარწმუნებენ რომ ეს ბავშვები მსხვერპლად შეწირულები იყვნენ მათი სილამაზის გამო (ამის გარდა ბავშვები ინკებისათვის ძალიან სუფთა და წმინდა არსებებად ითვლებოდნენ) თუმცა ინკები ბავშვებს არცთუ ისე ხშირად სწირავდნენ მსხვერპლად

გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა რომ მსხვერპლშეწირვამდე (1 წლით ადრე) ბავშვებს ”ელიტური” საკვებით კვებავდნენ,ხოლო მანამდე ისინი იკვებებოდნენ გლეხური საკვებით როგორიცაა კარტოფილი და ბოსტნეული (რათქმაუნდა კარტოფილი და ბოსტნეული მხოლოდ იმ დროისათვის ინკებისათვის ითვლებოდა გლეხურად)

მსგავსი ამბები

Close
Close