არქივი

საინტერესო ფაქტები ისლანდიის შესახებ

7ca67d8a8c27
საინტერესო ფაქტები ისლანდიის შესახებ.

ისლანდიელები დიდხანს ცოცხლობენ. ქალების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 81 წელი, ხოლო კაცების 76 წელი. 100-110 ასაკით თქვენ აქ ვერავის გააკვირვებთ.

ისლანდიელები არიან ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები. მათ თავიანთი ნაციონალური საიტიც კი აქვთ Íslendingabók, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი გენეალოგიური ხე და გაიგოთ ბიორკის რადმენად შორეული ნათესავი ხართ.

არსებობს აზრი, რომ ბიორკი ისლანდიურათ ნიშნავს “არაყს”, მაგრამ ეს არაა სიმართლე. ბიორკი ეს არის უბრალოდ ბიორკი.

ისლანდიელების ეროვნული ტანსაცმელი არის ბამბის ჯემპრები. ადგილობრივი ცხვრების ბეწვი არის უპრეცენდენტოთ თბილი და რბილი, ამიტომაც ყოველწლიურად ხდება მისი ექსპორტირება.

ტურისტების საყვარელი საკვების ისლანდიაში არის ჰაკარლის, ანუ ზვიგენის სუნიანი ხორცი. მისი გემო არის საშინელი, მაგრამ უმ ზვიგენს ჯობს, ასევე აქ ჭამენ ცხვრის ბარძაყს რძემჟავაში.

ისლანდიაში აკრძალულია ცხენების შეყვანა, არავინ იცის რატომ. თუ ცხენი გაიყვანეს ქვეყნიდან, მისი უკან დაბრუნებაც აკრძალულია.

წყვილის განქორწინების შემდეგ ისლანდიაში ცდილობენ, რომ დარჩნენ მეგობრებათ, რადგან მათ ყავთ ბევრი საერთო მეგობარი და ნაცნობი. სხვა არც ერთ ქვეყანაში ეს პრინციპი არ მოქმედებს.

დაუდასტურებელი მონაცემებით ისლანდიის ყოველ მაცხოვრებელზე, მათ შორის ჩვილებზე მოდის 2,5 მანქანა.

ისლანდიას არმია არ ყავს, არის მხოლოდ საზღვაო დაცვა და პოლიცია, რომლებსაც ცეცხლსასროლ იარაღსაც არ აძლევენ. ალბათ არმიაც, რომ ყავდეთ მათაც არ მისცემდნენ იარაღს.

ცხელი და ცივი წყალი ისლანდიელების ონკანებში მოდის პირდაპირ წყაროებიდან და გეიზერებიდან, რომლებიც აქ ათასობითაა. ისინი იმდენად სუფთაა, რომ ფილტრაციას არ საჭიროებენ.

ისლანდიაში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოდის 3 ადამიანი. ეს ალბათ დროის საკითხია, რადგან კუნძული ხალხით დასახლდა მხოლოდ მეცხრე საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით.

ისლანდიელებს არ აქვთ გვარები, აქვთ მხოლოდ დაბოლოება “სონ”. სახელს მომავალი შვილისთვის არჩევენ სახელების რეესტრიდან. თუკი ახალს მოიგონებენ, მაშინ საჭიროა მთავრობასთან შეთანხმება და რეესტრში შეყვანა.

ისლანდია მრავალი წელია რაც შედის ცხოვრების განვითარების დონის ქვეყნების ათეულში. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი იყო ვიგდის ფინბოგადოტირი და არის პირველი ქალი-პრეზიდენტი, არამხოლოდ ისლანდიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button