ვიდეოებისურათები

ოკეანეები

გიგანტური მატლები, ბრმა კრევეტები, მოლუსკების ჯგუფები და პრიმიტიული ბაქტერიები ოკეანის ფსკერიდან ამოფრქვეული ცხელი წყლის წყაროების ირგვლივ სახლობენ. ეს ოკეანური ცხელი წყაროები შეიცავს ისეთ მინერალებს, რომლებიც ცხოველებს კვებავს და უცნაური ფორმის ქანებს წარმოქმნის. ასეთია ოკეანის ფსკერის ზოგიერთი ადგილი, რომელიც ზედაპირიდან 3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

მსოფლიო ოკეანე ხუთი ოკეანისგან შედგება. ესენია: ატლანტის, წყნარი, ინდოეთის, ჩრდილოეთის ყინულოვანი და სამხრეთის ოკეანე. ყველა ოკეანე, ერთად, დედამიწის სამ მეოთხედს ფარავს.

მლაშე წყალი –
ოკეანეში მილიარდობით მილიარდი ტონა მლაშე წყალია. ოკეანის წყალი მლაშეა, რადგან მასში უამრავი მინერალია გახსნილი. ზოგიერთი მინერალი კონტინენტებიდან მდინარეებისა და ქარების საშუალებით მოხვდა ოკეანეში, დანარჩენები კი ოკეანის ფსკერზე არსებული ცხელი წყაროებიდან მომდინარეობს. ოკეანე რომ აორთქლდეს, მის ადგილას 50 მეტრის სისქის მარილის ფენა დარჩება. ამ მარილის დიდი ნაწილი ნატრიუმის ქლორიდი ანუ ჩვეულებრივი სუფრის მარილი იქნება.

დინებები –
ოკეანის წყალი დედამიწის გარშემო დიდ ნაკადებად მიედინება, რომლებსაც დინებები ეწოდება. ოკეანის ზედაპირზე დინებებს ქარი მართავს. ისინი მეტ–ნაკლებად იმ მიმართულებით მიედინება, საითაც ქრი ხშირად უბერავს.
არსებობს აგრეთვე დინებები, რომლებიც ზედაპირიდან ზღვის ფსკერისკენ და ოკეანის ფსკერის გასწვრივ მიედინება. ეს დინებები იმიტომ ჩნდება, რომ ოკეანის წყალი ზოგან უფრო ცივია, ვიდრე დანარჩენ ადგილებში, და უფრო მარილიანიც, ვიდრე სხვაგან. ცივი და მლაშე წყალი უფრო მკვრივია, ვიდრე თბილი და მტკნარი წყალი, ამიტომაა ის რომ დაბლა ეშვება. როგორც კი წყალი გათბება ან უფრო ნაკლებმარილიანი წყლით გაზავდება, ის კვლავ ზადაპირზე ამოდის.
ზედაპირული დონებები იმიტომაა მნიშვლენოვანი, რომ მათ თბილი წყლები ცივ ადგილებში გადააქვთ. მაგალითად, გოლფსტრიმს თბილი წყალი მექსიკის ყურედან ბრიტანეთსა და ჩრდილო–დასავლეთ ევრობაში გადააქვს. გოლფსტრიმის გარეშე ბრიტანეთში ისეთივე ცივი ზამთარი იქნებოდა, როგორც ჩრდილო–აღმოსავლეთ კანადაშია. სიღრმის დინებები ისევე მნიშვლენოვანია, როგორც ზედაპირული დინებები, რადგან მათ საკვები ნივთიერებებით მდიდარი წყალი ოკეანის ფსკერიდან ზედაპირზე ამოაქვთ, ანუ იქ, სადაც თევზები იკვებებიან. იმის გამო, რომ დინებები ქარისა და სითბოს მიერ იმართება, მათი ცვლილება წელიწადის დროებისა და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატის ცვლილებებზეა დამოკიდებული.

უძველესი წყალი –
ოკეანე ისეთვე ძველია, როგორც თავად დედამიწა. გეოლოგების აზრით, დედამიწა რომ გააჩნდა, ისეთი ცხელი იყო, თითქმის მთლიანად გადნა. ბევრი მინერალი ნაწილობრივ წყლისგან შედგება. როდესაც მინერალები გადნა, წყალმა ვულკანების გზით დედამიწის ზედაპირზე გადმოინაცვლა. ზოგიერთი ვულკანი კვლავინდებურად აფრქვევს წყალს, რომელსაც მანამ დედამიწის ზედაპირზე არ ამოუღწევია. წყლის მეორე წყარო, შესაძლოა, ის კომეტები იყვნენ, რომლებმაც დედამიწა მისი ახალგაზრდობის ჟამს “დაბომბეეს”.

ოკეანური ქერქი –
ოკეანეების ქვეშ არსებული კლდოვანი ქერქი სრულებით ჰანსხვავებულია კონტინენტური ქერქისგან. ოკეანური ქერქი მხოლოდ 10 კოლომეტრის სისქისაა (კონტინენტური ქერქის სისქე 35 კილომეტრია). ის მთლიანად მაგმური (ვულკანური) ქანების, ბაზალტისა და გაბროსგან შედგება. ქანების თავზე თიხისა და ტალახის ფენაა, რომელიც კონტინენტებიდან ჩამორეცხილი ნალექებისგან და ზღვის მცირე არსებების ჩონჩებისგანაა წარმოქმნილი.

დამატებით –
რუკებზე წყლის დინებები თბილი წითელი ფერითაა აღნიშნული, ცივი კი – ლურჯით.

ზღვის ზედაპირის სიმაღლე ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ზღვის ფსკერის ფორმაზე, ოკეანურ დონებებზე, წყლის ტემპერატურასა და ამინდზე.

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Close
Close