საკითხავისასარგებლო

კომპიუტერული ტერმინების განმარტებები

ამ პოსტში ნახავთ კომპიუტერული ტერმინების განმარტებებს, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს ურთიერთობა.

Bit, Byte, KB, MB, GB, TB – ინფორმაციის საზომი ერთეულები. 1 byte = 8 bit, 1 kb = 1024 byte, 1
MB = 1024 KB, 1 Gb = 1024 Mb, 1 TB = 1024 GB

OS (Operation System) ოპერაციული სისტემა – წარმოადგენს მანქანურ ენაზე დაწერილ წესების (სკრიპტები) ერთობლიობას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს კომპიუტერის ყველა შესაბამისი კომპონენტი. მან უნდა უზრუნველყოს კომპიუტერის შემადგენელი ყველა ნაწილის (ვიდეო დაფა, ოპერატიული მეხსიერება და ა.შ.) მართვა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა. ოპერაციული სისტემებია:Windows XP, Windows 7, Windows Vista, Linux, Mac OS X.

CPU – Central Processing Unit (მიკროპროცესორი) – კომპიუტერის მთავარი მამოძრავებელი შემადგენელი ნაწილი, მისი დანიშულებაა ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადაცემა. მას ახასიათებენ ტექტური სიხშირით, (იზომება ჰერცებში) რაც განსაზღვრავს მაში შესული ინფორმაცია რამდენად სწრაფად დამუშავდეს. ესეიგი, რაც უფრო სწრაფად ამუშავებს იგი მასში შესულ ინფორმაციას, მით სწრაფია კომპიუტერის მუშაობა.

Hz (ჰერცი) – სიხშირის გამომსახველი ტერმინი, აღნიშნავს 1 წამში შესრულებულ ამოცანათა რიცხვს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაღაც მოცულობის ინფორმაცია რა სიხშირით მოძრაობს დედადაფაზე, რა სიხშირით ამუშავებს მიკროპროცესორი მასში შესულ ინფორმაციას და ა.შ. გარდა კომპიუტერული ტექნიკისა, ეს ტერმინი გამოიყენება მრავალ დარგში.

SOCKET- – მიკროპროცესორის ჩასადები ბუდე, რომელიც ინტეგრირებულია დედადაფაზე. გავრცელებულია LGA775 ტიპის კორპუსები. 775 მიუთითებს დაშენებული პინების (კონტაქტები) რაოდენობას. გვხვდება სხვადასხვა სტანდარტის სოკეტები, რომელთა კონტაქტების რაოდენობა შეიძლება იყოს 1155, 1156 1366. აღნიშნული სოკეტებით სარგებლობს ინტელის უახლესი პროცესორები: i3, i5, i7.

PENTIUM – მიკროპროცესორის სახელწოდება, კომპანია INTEL-ის ნაწარმი, მისი თანამორბედი CELERON ტიპის პროცესორისგან გამოირჩევა CACHE მეხსიერების მაღალი მოცულობით და შედარებით მაღალი მახასიათებლებით. მისი მოდელებია Pentium 1, Pentium
2, Pentium 3 და ბოლოს Pentium 4. რის შემდეგაც ამ კლასის მიკროპროცესორების წარმოება შეწყდა და დაიწყო CORE კლასიფიკაციის წარმოება.

CELERON – Intel Pentium_ის გამარტივებული ბიუჯეტური ვერსია, რომელიც გამოირჩევა, პენტიუმის ან Core კლასის მიკროპროცესორებისგან მცირე ზომის ქეშმეხსიერებით და დაბალი მახასიათებლებით. მას ძირითადათ იყენებენ საოფისე სამუშაოების შესასრულებლად.

Core Duo – ორბირთვიანი მიკროპროცესორი. მისი კლასიფიკაცია დაიწყო Pentium 4 – ის წარმოების დასრულების შემდეგ. უპირატესობა წინა სამაგიდო ტიპის პროცესორებთან მდგომარეობს ტაქტური სიხშირის, ქეშის და სისტემური სალტის მაღალი მაჩვენებლით. ასეთივე მიკროპროცესორის სახესხვაობას წარმოადგენს Dual Core, Core 2 Duo, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით.

Quad Core, Quad 2 Core – ოთხბირთვიანი მიკროპროცესორი. Core 2 Duo – კლასიფიკაციის შემდგომი განვითარება.

GDDR3, GDDR4, GDDR5 – გრაფიკული ადაპტერის ოპერატიული მეხსიერების ტიპი. რომელიც DDR, DDR2 – ტიპის ვიდეო ოპერატიული მეხსიერებებისგან (VRAM) გამოირჩევა მონაცემთა უფრო სწრაფი გატარებით.

Built In – ინტეგრირებული – დედაპლატაზე დამონტაჟებული ნებისმიერი პორტი. ეს ტერმინი ძირითადათ გამოიყენება ვიდეო ადაპტერების განხილვის დროს. ინტეგრირებული ვიდეო დაფა, ეს იმას ნიშნავს რომ, დედაპლატაზე არ დევს ვიდეო ადაპტერი და გააჩნია VGA პორტი, რომელიც სხვა შეტანა-გამოტანის პორტებთან ერთადაა მოთავსებული.

HDD – Hard Disc Drive (მყარი დისკი) – კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება, სანამ არ წავშლით. დღეისთვის გამოსულია 120, 250, 320, 500 და 750 გიგაბაიტინი მოცულეობის მყარი დისკები. მასზე ინფორმაციის ჩაწერა ამოშლის სისწრაფე დამოკიდებულია მის ინტერფეისზე (SATA, ATA) და იმ დისკის ბრუნზე (RPM – ბრუნი/წუთში), სადაც იწერება ინფორმაცია. გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნიანი ვინჩესტერები.

RAID ( Redundant Array of Inexpensive Disks) – არის ტექნოლოგია, რომელიც ემსახურება 2 ან რამოდენიმე მყარ დიკმმართველის გამოყენებას ერთდროულად. მისი დანიშნულებაა საიმედოთ შეინახოს დიდი ზომის ფაილები, დაარქივოს და აღადგინოს ისინი საჭიროების შემთხვევაში. RAID ტექნოლოგიის შემთხვევაში, რამდენიმე ფიზიკური მყარი დისკი, წარმოდგინდება როგორც ერთი, ლოგიკური დისკი.

ODD (OPTICAL DISC DRIVE) – CD, DVD ან Blueray წამკითხველი. შეიძლება მისი საშუალებით ჩაიწეროს კიდევაც ინფორმაცია იგივე სახეობის დისკებზე თუ მითითებული აქვს აბრევიატურა RW (Rewrite). მისი ტექნიკური მხარე ძირითადათ განისაზღვრება მონაცემების ჩაწერის და წაკითხვის სისწრაფით.

LightScribe – სპეციალური ფუნქცია, რომელიც გააჩნიათ ზოგიერთი ტიპის ოპტიკურ წამკითხავს ან პრინტერს. მისი საშუალებით შესაძლებელია სპეციალური დისკის ზედაპირზე დახატვა ან წარწერის გაკეთება.

LAN (Local Area Network) – ლოკალური ქსელი, რომლის საშუალებით შეიძლება რამოდენიმე კომპიუტერის შეერთება. ლოკალური ქსელის კარტის ტექნიკური მხარის ავკარგიანობა იზომება ინფორმაციის მიღების და გადაცემის სიჩქარით – მბ/წმ. არსებობს ქსელში ინფორმაციის მოძრაობის სამი პროტოკოლი:
Standart Ethernet- მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 10 მბ/წმ Fast Ethernet – მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 100 მბ/წმ Gigabit Ethernet -მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 1000 მბ/წმ

Switch (სვიჩი) – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ლოკალური ქსელის დაყენებისთვის. მისი დანიშნულებაა გააერთიანოს რამოდენიმე კომპიუტერი ერთ ქსელში და მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ კომპიუტერს, გამოგზავნილი სხვა ნებისმიერი კომპიუტერიდან.

Router (როუტერი) – როუტერი არის მოწყობილობა, განკუთვნილი ქსელში მუშაობისთვის. ის პასუხისმგებელია ქსელში მონაცემთა პაკეტის, დანიშნულების ადგილზე მიღწევაზე, პირდაპირ ან სხვა როუტერის გავლით. როუტერი პასუხისმგებელია სწორი მისამართის დაცვაზე ტრაფიკის, ქსელში შეცდომების, ან სხვა პარამეტრების შემთხვევაში. მისი საშუალებით შეიძლება რამდენიმე ლოკალური ქსელი დაუკავშირდეს ერთმანეთს და ასევე გარე (WAN, Internet) ქსელს. არსებობს როუტერები, რომელსაც ტელღების საშუალებით შეუძლიათ ინფორმაციის გადაგზავნა. მათ Wirelles Router -ბი ეწოდება.

IP – (Internet Protocol) – IP არის დაბალკავშირიანი კომუნიკაციის პროტოკოლი ორ ან რამდენიმე კომპიუტერს შორის. ის არ იკავებს ორი დაკავშირებული კომპიუტერის კომუნიკაციის ხაზს, თითოეული ხაზი შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალი კომპიუტერის ერთდროულად კავშირისთვის. IP პასუხისმგებელია ქსელში მოძრავი ინფორმაციის თითოეული პაკეტის მიმართვაზე, მის დანიშნულების ადგილზე. თითოეულ კომპიუტერს, სანამ ის შეუერთდება ინტერნეტს, უნდა ჰქონდეს IP (უნიკალური) მისამართი. მარტივი მაგალითია
192.168.1.1, 192.168.1.2

 

წყარო : http://itmania.ge

თეგები

jack pot

eeeeee

მსგავსი ამბები

Close
Close