საკითხავისასარგებლო

ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი გამონათქვამები


არასოდეს დასცინო მათ, ვინც იტანჯებიან. დატანჯე ზოგჯერ ისინი, ვინც იცინიან.

1)არასოდეს დასცინო მათ, ვინც იტანჯებიან. დატანჯე ზოგჯერ ისინი, ვინც იცინიან.

2) ბრძენი კაცი კი არ ბერდება, არამედ მწიფდება

3) თავისუფლება ხელოვნებაში, თავისუფლება საზოგადოებაში, ეს არის ორმაგი მიზანი, რისკენაც ყველა თანმიმდევრული და ლოგიკური გონება უნდა მიისწრაფვოდეს.

4) მიყვარს ყველა კაცი, ვინც კი აზროვნებს, ისინიც კი, ვინც ჩემგან განსხვავებულად აზროვნებენ.

5) შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.

6) არაფრის კეთება ბავშვებისთვის ბედნიერებაა, მოხუცებისთვის კი უბედურება

7) ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობა სიბრმავეა.

8) კაცს, რომელმაც მშობლიური ენის გარდა სხვა უცხო ენები არ იცის, იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ კი ის გენიოსი არაა, აუცილებლად ექნება იდეების ნაკლებობა.

9) ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით

10) შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა.

11) უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა.

12) დამნაშავე მხოლოდ ის კი არაა, ვინც დანაშაულსა სჩადის, არამედ ისიც, ვინც ქმნის წყვდიადს.

13) ადამიანთა დაბალ კლასებში ბევრად უფრო მეტი მწუხარებაა, ვიდრე ადამიანობა მათ მაღალ კლასებში.

14) სიცილი მზეა, რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის.

15) არავის შეუძლია საიდუმლოს შენახვა ბავშვებზე უფრო უკეთესად.

16) არმიების შემოსევებს შეიძლება რომ წინააღმდეგობა გაეწიოს, მაგრამ იდეებისას არა.

17) ხანდახან საჭიროა იმის ცოდნა თუ როგორ უნდა დაემორჩილო ქალს, რათა ზოგჯერ გქონდეს იმის უფლება რომ მბრძანებლობა გასწიო მასზე.

18) ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება.

19) ერთი ხელით ვწერ, მაგრამ ორივეთი ვბრძოლობ.

20) განსწავლულმა კაცმა იცის, რომ მან არაფერი არ იცის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close