არქივი

ფოთი

be3fbdea3996
ფოთზე იდო პოსტი მაგრამ აქ უფრო განსხვავბული ინფორმაცია  :yvavili:


ფოთი

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდ. რიონის შესართავთან. ნავსადგური და აეოროპორტი(აწ გარდაცვლილი მაგრამ გაცოცხლების პროცესში.)ამიერკავკ. რკინიგზის მაგისტრალთან დაკავშირებულია ფოთ–ცხაკაიას 40 კიმ–იანი ხაზით. თბილისიდან 312კმ(რკინიგზით.)

უჭირავს ზღვისპირა ვაკე–დაბლობი, რომელსაც მდ. რიონის ერთ–ერთი ტოტი არათანაბარ ნაწილებად ყოფს. ფოთის ქუჩების დატბორვის საწინააღმდეგოდ სისტემატურად ხდებოდა მდინარის დინების მარეგულირებელი სამუშაოები(ეხლა რა მდგომარეობაა არ ვიცი). ქალაქის მოსაზღვრე მიწები მეტწილად დაჭაობებულია.ამოშრობილ მიწებზე გაშენებულია ციტრუსის ბაღებიი. ქალაქს სამხრეთ–აღმოსავლეთით ჩამოუდის მდ. კაპარჭინა, აქვე მდებარეობს პალიასტომის ტბა.

თანამედროვე ფოთის რეგიონში მდებარეობდა ისტორიული ქალაქი ფასისი. წყაროებში ფოთი პირველად მოხსენებული VIII ს–ში. ფოთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. ქართველების გვერდით აქ ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ბერძნები, იტალიელები და სხვა ხალხთა წარმომადგენლები. VII საუკუნიდან სამიტროპოლიტოს ცენტრია. 1578-79 წელსოსმალებმა დაიპყრეს და ამ ადგილზე დიდი ციხესმიგარე ააგეს. 1640 იმერეთ–გურიასამეგრელოს ლაშქარმა იერიშით აიღო ციხესიმაგრე. 1723წელს კვლავ ოსმალეთი დაეპატრონა; აქ მცირე ზომის კიდევ ერთი ახალი სიმაგრე ააგეს. ოსმალთა ბატონობის ხანაში ფოთი ტყვეებით ვაჭრობის ერთერთი კერა იყო. 1769-70 და 1771 წლებში რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა სცადა ფოთის დაუფლება, მაგრამ უშედეგოდ. 1809 წელს ქალაქი გაათავისუფლეს , მაგრამ ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების (1812) თანახმად კვლავ განთავისუფლა ოსმალთა ბატონობისაგან. 1858 წელს ფოთმა სანავსადგურო ქალაქი სტატუსი მიიღო. 1872 წელს გაიხსნა თბილი–ფოთის რკინიგზა. 1863-1905 წლებში მიმდინარეობდა ნავსადგურის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა. ქალაქის აღმაშენებლობით საქმეს(ტაძარი– შემდგომში დრამატული თეატრი, მუზეუიმი, ორი გიმნაზია, ელექტროსადგურიდა სხვ.) სათავეში ედგა საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე. 1914 წლისათვის ფოთის მოსახლეობა 20 ათას კაცს შეადგენდა. 1902 წელს ფოთსი შეიქმნა პირველი ს.–დ ორგანიზაცია. 1905-07 წლებში რევ. პერიოდში აქ იმართებოდა მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები. 1905 წლის დეკ. ხელისუფლება აჯანყებული ხალხის ხელში გადავიდა. 1916 წელს ჩამოყალიბდა ბოლშევიკური ორგანიზაცია. 1917 წ. თებერვალში რევოლუციის შემდეგ შექმნილ მუშათა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოში უმეტესობას ბოლშევიკები შეადგენდგენ. 1921 წლის 13 მარტს ფოთელმა მშრომელებმა წითელი არმიის ნაწილების დახმარებით დაამხეს მენშევიკური ხელისუფლება. ფოთში საბჭოთა ხელისფულება დამყარდა.

ქალაქში განვითარებული იყო მანქანათ საშენი, ელექტროტექნიკური კვებისა და მსუბუქი მრეწველობა(ეხლანდელი სიტუაცი მეტნაკლებადაა ჩემთვის ცნობილი). ასევე დიდი საწარმოები იყო საოკეანო თევზჭერის სამმართველო, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშემკეთებე–გემთსაშენი ქარხანა (უშვებდა სწრაფმავალ წყალქვეშა ფრთიან ხომალდებს. „კომეტა“ ,“კოლხეთი“ „ალბატროსი“). ჰიდრომექანიზმების მანქანათსაშენი, ელექტრომანქანების გამაძლიერებლების, ელექტროაპარატის, რკინაბეტონის, ღვინის, ლუდის, ხილის წვენისა და წისქვილის ქარხანები; პურის, ხორცის, ჩაისა და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები; სამკერვალო ფარბიკა. სამრეწველო პროდუქცია იგზავნებოდა სსრკ–ის მრავალ რეგიონში და საზღვარგარეთის 49 ქვეყანაში. ფოთი საქართველოში საოკეანო თევზჭერის ძირითადი ბაზა იყო.

ფოTი შავი ზღვის ერთერთი დიდი ნავსადგურია. ტვირთბრუნვის 70%ზე მეტს საექსპორტო და საიმპორტო საქონელი შეადგენს. ფოთი საჰაერო ხაზით დაკავშირებული ყო თბილისთან, სოხუმთან, ქუთაისთან, ბათუმთან, ოდესასთან და სიმფეროპოლთან; სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებით საქართველოს ქალაქებთან და ადმინისტრაციულ რეგიონებთან.

ფოთში იყო 15 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ჰიდრომელორაციის ტექნიკუმი, სამედ., სამუსიკო და პროფტექ. სასწავლებლები, საზღვაო და სამუსიკო სკოლები.ასტრახანის თევზის მრეწ. და მეურნეობით ტექნიკური ინსტიტუტის საკონსულტაციო პუნქტი, საქართველოს ჩაისა და სუბტრკოპიკულ კულტურების საკავშირო სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების კოლხეთის ფილიაფი, საქართველო სსრ მეცნიერების აკადემია, ვახუშტი ბაგრატიონის სახეობისა. გეოგრააფიული ინსტიტუტის კოლხეთის პრობლემური ლაბორატორია, ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, კინოთეატრები, მხარეთმცოდნეობის, საბრძოლო და შრომითი დიდებისა და ნიკო ნიკოლაძის მუზეუმები, პოინერთა სასახლე, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, კულტურის სახლსი, ფასისის სახ. აკადემია. საავადმყოფოები, ამბულ.პოლიკლინიკები. გამოდის საქალაქო გაზ. „ახალი კოლხეთი“.

ფოთი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპ–რა 14,1 ცელსიუს გრადუსი.
ქალაქის ცენტრში დგას დიდების მონუმენტი(1967, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), იდგა– ლენინის ძეგლი(1982, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი, არქიტექტორები თ.თევზაძე, ვ.ქურთიშვილი).
საკურორტო ზონაში(მალთაყვა)– დიდი სამამულო ომში(1941-45) დაღუპულთა დიდების მემორიალი(1979, მოქანდაკე ე.ამაშუკელი, არქიტექროტი ვ.დავითაია.)

პ.ს პოსტის ძირითადი ნაწილი დაწერილია, წარსულ დროში, რადგან ზემოთ ხსენებული ბევრი რამ უკვე ფოთში აღარ ფუნქციონერიებს.
სფეშალ ფორ ფოთელები :yvavili:
Natia Gogava | შექმენი შენი ემბლემა
100000635150108.1758.1887126984

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button