რელიგიური ომები

საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ომებმა, რომელიც “რელიგიური ომების” სახელით არის ცნობილი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპას. ომის შემდეგ თითქოს-და ჩაცხრა სექტანტური ციებ-ცხელებაც.

 

1517 წელს გერმანელმა სასულიერო პირმა მარტინ ლუთერმა რეფორმაცია დაიწყო, რამაც ევროპის ორი მტრულად დაპირისპირებული ბანაკის -  კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის  ჩამოყალიბებას დაუდო სათავე. დიდი გაუგებრობის მიუხედავად, რელიგიურ ომს ადგილი არ ჰქონია 1546 წლამდე, როდესაც საღვთო რომის იმპერატორმა კარლ მეხუთე ჰაბსბურგმა გერმანელი პროტესტანტების განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ კი მონარქის გადაწყვეტილება  წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

მოვლენებს თან მოჰყვა “კონფლიქტის საუკუნეც”, რომლის დროსაც რელიგიური მრწამსი იარაღის ხელში ასაღებად საკმარის და ძლიერ მოტივად იქცა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ომის ერთადერთ მიზეზს როდი წარმოადგენდა.

ცხადია, პოლიტიკური და რელიგიური მოტივები ერთმანეთთან მჭიდროდაა  დაკავშირებული. ასევე აღმოჩნდა გერმანელი პრინცების შემთხვევაშიც, რომლებსაც ჰასბურგთა იმპერატორთა ძალაუფლების შეზღუდვა სურდათ.

პოლიტიკურმა ანგარიშიანობამ გადაწონა რელიგიური ლოიალურობა. გამომდინაერე იქადან, რომ პროტესტანტები და მუსლიმანები ჰასბურგების მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენდნენ, კათოლიკური საფრანგეთი მათი მოკავშირე გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიაში ვერცერთმა ძალამ ვერ გაიმარჯვა, საბოლოოდ ყოველივე 1555 წელს დადებული ზავით დასრულდა. ხელშეკრულება ორივე ქვეყნის მმართველებს დაომუკიდებელი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა. ეს რელიგიური თავისებურება მხოლოდ კათოლიციზმსა და ლუთერანიზმს ეხებოდა და არა კალვინისტებად ცნობილ პროტესტანტულ სექტას, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა.

1559 წელს ანრი მეორის გარდაცვალებას სამეფო ხელისუფლების საგრძნობი შესუსტება მოჰყვა. სამოქალაქო ომების განმავლობაში სამეფო ტახტი კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის გადადიოდა.

სამოქალაქო ომების ყველაზე შემზარავ ეპიზოდს 1572 წელს მოწყობილი “ბართლომეს ღამე” წარმოადგენდა, რომლის დროსაც ჰუგენოტთა ხოცვა-ჟღლეტა მოეწყო. სანამ საფრანგეთი სამოქალაქო ომით იყო დაკავებული, ჰოლანდია ესპანეთს აუჯანყდა, ხოლო ესპანეთსა და ინგლის შორის არსებული ურთიერთობა საგრძნობლად დამძიმდა და გართულდა.

ინგლისელთა ჯარი ჰოლანდიელებს ეხმარებოდა, ხოლო ესპანეთის ძლიერმა ჯარმა ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადა და არსებობა შეწყვიტა. ესპანელთა ჯარი საფრანგეთში კათოლიკეებს მიემხრო, საბოლოოდ კი ესპანეთი დამარცხდა. ომი კრახით დასრულდა, ხოლო პროტესტანტიზმი სამივე ქვეყანაში დარჩა.

საფრანგეთში რელიგიური ომების საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ მისი მონარქი ანრი მესამე ვალუას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ხოლო მისი მემკვიდრე ანრი ნავარელი ჰუგენოტი იყო. 1589 წელს მეფის გარდაცვალების შემდგომ ტახტზე თავისი შვილი, ანრი ნავარელი ავიდა. მეფის მიმართ წინააღმდეგომა კვლავ ძლიერი რჩებოდა. ანრიმ გაათვიცნობიერა, რომ უმრავლესობაზე გასამარჯვებლად საჭირო იყო კათოლიციზმი მიეღო. ეს ასეც მოხდა და 1593 წელს მეფე კათოლიკე გახდა. ბურჟუაზიამ იგი მეფეც ცნო.

კონფლიქტის მიზეზი ბოჰემიელების მხრიდან ავტრიელთა ჰასბურგი მეფის ფერდინანდის მიერ დაწესებული ტრადიციების უარყოფა გახდა. ფერდინანდის წარმომადგენლები კონფერენციიდან უცერემონიოდ გადმოყარეს ფანჯრიდან და მეფედ სხვა გერმანელი პროტესტანტი აირჩიეს.

1620 წელს თეთრი მთის ბრძოლაში ფერდინანდმაბოჰემიელები დაამარცხა და ისინი კათოლიკეებად შერაცხა. ამ დროს განახლდა ესპანეთ-ჰოლანდიის ომიც.

ამ მოვლენების პარალელურად უამრავი ლაშქქრობა, ალყა, კოტრლაშქრობა და გათავისუფლება მიმდინარეობდა, რამაც გერმანია დაასუსტა და ნანგრევებად აქცია. კათოლიკე ჰასბურგების შეიარაღებული ნაწილი 1630 წლამდე წარმატებას აღწევდა. დანიის მეფის ინტერვენციის შედეგად იგი სასტიკად დამარცხდა.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ვალენშტაინის აჯანყებამ, რომელიც 1634 წელს თავისივე ოფიცრებმა მოკლეს. პროტესტანტებს ახალ ლიდერად გუსტავ ადოლფი მოევლინა. მისმა გამარჯვებამ ბრაიტენფელდთან და ლიუცენთან სიტუაციის მკვეთრი შეცვა გამოიწვია. ადოლფი ლიუცენთან ბრძოლაში მოკლეს. საბოლოოდ კათოლიკური საფრანგეთი კათოლიკე იმპერიალისტების წინაარმდეგ ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა მწვავე, ხოლო რელიგიური ლოიალობა კი უადგილო იყო.

ვესტფალიის ზავის შედეგად საფრანგეთმა თავის მიზანს მიაღწია, გერმანულმა სახელმწიფოებმა კი დამოუკიდებლობა მიიღეს. რომის საღვთო იმპერია დაქუცმაცდა და აოხრდა. რელიგიურმა ომებმა რწმენის ალი მთლიანად ჩააქრო და ახალი რელიგიური ომის საშიშროება აღარ არსებობდა

 

 


ავტორი: keti kacharava

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC