გასართობისაკითხავისასარგებლო

ტესტი: ,,რამდენად ერკვევით ადამიანებში”

ყველას გვიწევს დროდადრო სხვების შეფასება. მაგრამ არც ისე ადვილია ამის სწორად გაკეთება. ეს ტესტი დაგეხმარებათ გაერკვეთ, გაქვთ თუ არა ფსიქოლოგიის დარგში ნიჭი, რამდენად სწორად აფასებთ სხვებს და ხშირად უშვებთ თუ არა შეცდომებს ადამიანებზე მსჯელობისას.

 

ბევრი ფიქრის გარეშე, აარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, ჩაიწერეთ ქულა და ბოლოს შეაჯამეთ.

 

1. თქვენი აზრით, ის, ვისაც ყოველთვის ახასიათებს კარგი მანერები:

  • ზრდილობიანი და სასიამოვნოა ურთიერთობაში – 2 ქულა
  • მკაცრად აღზრდილია – 4 ქულა
  • უბრალოდ მალავს თავის ნამდვილ ხასიათს – 1 ქულა

2. თქვენი ნაცნობი ცოლ-ქმარი არასდროს ჩხუბობს. თქვენი აზრით ისინი:

  • ბედნიერები არიან – 2 ქულა
  • გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ – 1 ქულა
  • ერთმანეთს არ ენდობიან – 4 ქულა

3. პირველად ხედავთ ადამიანს და ის იწყებს თქვენთან ანეკდოტების მოყოლას და ხუმრობას. თქვენ ფიქრობთ, რომ ის:

  • ხუმარაა – 1 ქულა
  • თავს დაურწმუნებლად გრძნობს და ასეთი მეთოდებით ცდილობს გამოვიდეს ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან – 2 ქულა
  • სურს თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოს – 4 ქულა

4. ვიღაცასთან საინტერესო თემაზე საუბრობთ, თქვენი მოსაუბრე აქტიურად ჟესტიკულირებს. ის:

  • ღელავს – 4 ქულა
  • არაა გულწრფელი – 1 ქულა

5. თქვენ გადაწყვიტეთ უკეთ გაიცნოთ ერთ-ერთი ნაცნობი. საჭიროა:

  • მისი დაპატიჟება რომელიმე თავყრილობაზე – 1 ქულა
  • საქმის კეთებისას მასზე დაკვირვება – 2 ქულა

6. რესტორანში ვიღაც იძლევა ბევრ საკომისიოს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ:

  • მას შთაბეჭდილების მოხდენა უნდა – 4 ქულა
  • მას ოფიციანტი-გოგონას კეთილგანწყობა სჭირდება – 2 ქულა
  • ხელგაშლილია – 1 ქულა

7. თუ ადამიანი არსდროს იწყებს საუბარს პირველი, ის:

  • რაღაცას მალავს ან არ სურს ლაპარაკი – 2 ქულა
  • ძალიან მორცხვია – 4 ქულა
  • ეშინია, რომ ვერ გაუგებენ – 1 ქულა

8. ადამიანის პატარა შუბლი მიანიშნებს:

  • მის სისულელეზე – 1 ქულა
  • სიჯიუტეზე – 2 ქულა
  • არაფერ კონკრეტულზე – 4 ქულა

9. რას ფიქრობთ ადამიანზე, რომელის თვალებში არ უყურებს სხვებს?

  • არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს – 1 ქულა
  • არაა გულწრფელი – 4 ქულა
  • არც ისე გაფანტულია – 2 ქულა

10. მაღალშემოსავლიანი ადამიანი ყოველთვის ყიდულობს იაფიან ნივთებს. თქვენი აზრით ის:

  • ეკონომიურია – 4 ქულა
  • თავმდაბალია – 2 ქულა
  • ძუნწია – 1 ქულა

 

დაგროვილი ქულები შეაჯამეთ.

 

 

35 და მეტი ქულა. 

თქვენ ძალიან ადვილად იყალიბებთ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. საკმარისია ვინმეს შეხედოთ, და უკვე იცით რა ჩიტია. გარდა ამისა შეგიძლიათ მაშინვე უთხრათ თქვენი აზრი/დამოკიდებულება, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით. მაგრამ ასეც რომ იყოს, დაფიქრდით, რამდენად გონივრულია ყველასთვის იმის თქმა, რასაც ფიქრობთ მასზე? ამით ალბათ არაფერს შეცვლით მასში, აი გაღიზიანებას კი გამოიწვევთ. თუ იმის ჩვენება გინდათ, რომ ვერავინ მოგატყუებთ და გამოგაპარებთ რამეს? მაგრამ მაინც, ეს არაა გამართელბული მეთოდი.

 

26-დან 34 ქულამდე.

თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტია. ეს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით< რომ შეცდით, არ გეშინიათ ამის აღიარება.

 

16-დან 25 ქულამდე.

როგორც წესი, თქვენს დამოკიდებულებაში დარწუნებული არ ხართ ხოლმე და ადვილად იღებთ სხვების შეხედულებებსაც. ამის გამო დაკვირვების უნარი გიქვეითდებათ და საბოლოო ჯამში შეიძლება სულ დაკარგოთ საკუთარი აზრის ფორმულირების უნარი. ეცადეთ ერთხელ მაინც თქვენ თვითონ შეფასოთ სხვა ადამიანი.

 

15 ქულა და ნაკლები.

საკმაოდ ხშირად გჯერათ ვიღაც-ვიღაცეების. მეტისმეტად მიმნდობი ხართ და სხვებზე მსჯელობთ მხოლოდ ზედაპირული და გარეგნული ნიშნებით. როდესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი შეფასება სრულიად მცდარია, გწყინთ და გიკვირთ. თქვენ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებთ ერთერთი მიზეზით – ადამიანებს არასწორად აფასებთ.

 

 

 

წყარო :  http://www.facebook.com/psychea.georgia

loading...
თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Close
Close