არქივი

ევროპული სამეჯლისო ცეკვები

Tango

პოსტში იხილავთ და გაეცნობით ისეთი ცეკვების დეტალებს როგორიციაა ვალსი,ნელი ვალსი,ფოქსტროტი,ქვიქსტეპი,ტანგო

1.ვალსის შექმნის თარიღია – 1775წ.
სიჩქარე – 60 ტ/წთ.
მუსიკალური ზომა – 3/4
მე – XIX საუკუნეში ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი ცეკვა – ვალსი, რომელმაც თავისი სათავე აიღო ევროპული ხალხის სხვადასხვა ცეკვებიდან. არსებობს ორი ვერსია ცეკვის წარმოშობის: გერმანული და ფრანგულ – იტალიური. მიუხედავად იმისა, რომ მას უწოდებენ ვენურს (ავსტრია) 1807 წ. ,,Spevt” , 1808 წ. ,,Apollo”. ასეთი სახელწოდების ვალსის დარბაზი იყო გახსნილი, სადაც ეტეოდა 3000 წყვილი.
ვალსის გამოჩენამ განაპირობა ის, რომ ბევრმა უარი თქვა ფრანგული საყოფაცხოვრებო ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელ კანონებზე. ეს ის ცეკვა იყო, რომელიც მიიღო მოსახლეობის ვრცელმა ნაწილმა. ვალსის ბედი დაკავშირებულია ლანერისა და შტრაუსის სახელთან. შტრაუსმა უკვდავი გახადა ვალსი. ვალსი გახდა ცეკვების მეფე, ხოლო თვით შტრაუსი ვალსის მეფედ იქნა აღიარებული.

2.ნელი ვალსი
შექმნის თარიღი – 1922წ.
სიჩქარე – 29-30 ტ/წთ.
მუსიკალური ზომა -3/4
ვალსის ნაირსახეობაა ვალსი -ბოსტონი, 1874 წ. ინგლისში შეიქმნა ბოსტონის კლუბი და ჩამოყალიბდა ახალი სტილი – ინგლისური, მაგრამ მხოლოდ 1922 წლიდან ცეკვა გახდა ისეთივე ფეშენებელური, როგორც ტანგო. იგი უფრო ნელი და ნარნარი ცეკვაა.თავისი განვითარება ჰპოვა ინგლისში და ამერიკაში, სადაც შეტანილი იყო IX ს-ის შუა წლებში. XX საუკუნის დასაწყისში ვალსი სტილიზირებული იყო ინგლისელების მიერ და გახდა საკონკურსო ცეკვა, მან მიიღო დასახელება ,,ნელი ვალსი”.

3.ფოქსტროტი
შექმნის თარიღი – 1913წ.
სიჩქარე – 30ტ/წთ.
მუსიკალური ზომა -4/4
I სამამულო ომის შემდეგ დაიწყო
ნამდვილი ბუმი ჯაზური მუსიკის შემოსვლით.
ამერიკელებმა გამოიგონეს ოთხდარტყმიანი რითმი – რეგტაიმი, რომელმაც გვაჩუქა ორი ცეკვა ფოქსტროტი და კვიკსტეპი.
ფოქსტროტი ამერიკული ცეკვაა, რომელიც გამოიგონა ვოიდევილების მსახიობმა გარი ფოქსმა ( მისი ნამდვილი სახელი არტურ კარინგფორდი). ის დაიბადა ქ. პომანაში (კალიფორნია). ხალხმა დაარქვა ცეკვას Fox’s Trot, სიტყვა ,,Trot” სამხედრო ტერმინია, რომელიც გამოყენებული იქნა ცხენის ნაბიჯებისათვის (მისურას შტატი) – რუსულად (Рысь). ეს სიარული ძალზედ რბილია, სირბილე არის ფოხსტროტის ერთ-ერთი მახასიათებელი. ამ ცეკვით მსაჯები არჩევენ შეუძლია თუ არა მოცეკვავეს სერიოზული ცეკვა.

4.ქვიქსტეპი
შექმნის თარიღი – 1923წ.
სიჩქარე – 50 ტ/წთ.
მუსიკალური ზომა – 4/4
კვივსტეპის ,,წყაროდ” ითვლება ნიგერიული ცეკვა ,,შიმი”, რომელიც ამერიკაში შეიტანეს აფრიკელმა ზანგებმა. კვიკსტეპი ყველაზე ცოცხალი ცეკვაა ევროპულ ცეკვებს შორის . კვიკსტეპს შეიძლება დავარქვათ ,,სიხარულის” ცეკვა. იმის მიუხედავად, რომ მისი ნაბიჯები ადვილია შესასწავლად, კარგი მოცეკვავე პოულობს მის მუსიკაში ნაბიჯების უსაზღვრო ნაირფერობას. კვიკსტეპი ეს ის ცეკვაა, რომელიც არასდროს არ დაბერდება.

5.ტანგო
შექმნის თარიღი – 1910წ.
სიჩქარე – 32-33 ტ/წთ.
მუსიკალური ზომა – 2/4
ტანგო შეიქმნა არგენტინისა და ესპანეთის ხალხური ცეკვებისათვის დამახასიათებელ მოძრაობებიდან და პოზებიდან. ერთ-ერთი ვერსიით ტანგო შეიქმნა აფრიკული ცეკვებიდან Tangano, რომელიც შეიტანეს არგენტინაში ზანგმა მონებმა.სამხრეთული ხალხის გამომსახველობა თავშეკავებული სიმკაცრითა და სიტყვაძუნწობით – აი ცეკვა ტანგოს საშემსრულებლო მანერა, მანერა რომელიც მიმზიდველს ხდის შესასრულებლად და სასურველს მსოფლიოს ყველახალხისათვის. თავდაპირველად ცეკვის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ ფრანგი ეპისკოპოსები . ტანგოს მომდევნო განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის რუდოლფო ვალენტინოს. როდესაც რუდოლფო ვალენტინო ასრულებდა ტანგოს ( ეს იყო 1912- 20 წ.) ქალებს გული მისდიოდა, ხოლო მამაკაცები იფიცებოდნენ, რომ ისწავლიდნენ ამ ცეკვას.
შემოტანილია აფრიკელი ზანგების მიერ XIX საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ ამერიკაში. ტანგომ თავისი შმდგომი განვითარება ჰპოვა არგენტინაში და ურუგვაიში.სტანდარტული საკონკურსო ტანგო ბევრად განსხვავდება არგენტინულისგან. კლასიკური ტანგო მოითხოვს გრძელ კაბას და დახურულ ფეხსაცმელს, სხვა სტანდარტის ცეკვების მსგავსად, არგენტინული ტანგოს ჩაცმის სტილი კი თავისუფალია და მოძრაობისას აქცენტი ძირითადად ფეხზეა გაკეთებული, როცა კლასიკური ტანგოს შესრულებისას დიდი ყურადღება ექცევა თავის მკვეთრ მოძრაობებს. არგენტინული ტანგო საკონკურსო ცეკვად არ ითვლება

 

 

წყარო : http://samejlisocekvebi2012.blogspot.com/

xelovani

მოგესალმებით მე ვარ გიგა გიორგაძე,დაბადებული 1996 წლის 19 მარტს   მოწოდებით გახლავართ ხელოვანი და ჩემ მომავალ პროფესიასაც ხელოვნების ერთ-ერთ დარგს ვუკავშირებ

მსგავსი ამბები

Back to top button