გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ? (ნაწილი 1)

1. ჩინეთში,ტანის საიმპერატორო დინასტიის მმართველობის ეპოქაში (618-907 წლები),ჩაით ვაჭრობა სახელმწიფო მონოპოლიად იყო გამოცხადებული და ნებისმიერ მემამულეს,რომელთაც ჩაი მოჰყავდათ,ვალდებული იყვნენ “საიმპერატორო ობლიგაციებზე” გაეცვალათ იგი სახელმწოფოსათვის.
2. გამოჩენილმა ამერიკელმა (წარმომავლობით რუსმა) მწერალმა ალექსანდრე ნაბოკოვმა,20-მდე სახეობის პეპელა აღმოაჩინა.ამასთანავე მას გააჩნდა შესანიშნავი 4 324 პეპლის ეგზემპლარისაგან შემდგარი კოლექცია,რომელიც ლოზანას უნივერსიტეტის,ზოოლოგიურ მუზეუმს უანდერძა.
3. ერთი საშუალო ზომის მქონე ხისაგან,170 000 ფანქრის დამზადებაა შესაძლებელი.
4. ყველაზე მკაცრი კანონები “ქრთამის აღებაზე”,დღემდე მოქმედებს კომუნისტურ ქვეყნებში – ჩინეთსა და კუბაზე.იქ აღნიშნულ დანაშაულზე სიკვდილით დასჯა მოქმედებს და ჩინეთში წელიწადში საშუალოდ ამ მუხლით გასამართლებულ 10 000-მდე ადამიანს სჯიან სიკვდილით.
5. კორინთოში,ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში,ყალბი ფულის მასიური გავრცელების გამო,აღნიშნული რეგიონის ეკონომიკა განადგურების წინაშე აღმოჩნდა.როგორც ცნობილია,იმ პერიოდში კორინთოში მონეტები ვერცხლისა და ოქროსაგან მზადდებოდა.ყალბი ფულის დამამზადებლები კი ჩვეულებრივ რკინის მონეტებს ავლებდნენ ვერცხლისა და ოქროს წყალში,რომელთაც შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ავრცელებდნენ.
6. მიუხედავად იმისა,რომ ნიდერლანდებში ოფიციალურადაა ლეგალიზებული მარიხუანას მოხმარება,ეს ქვეყანა მისი მომხმარებლების რაოდენობით,ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ევროპაში.
7. როგორც ცნობილია,”მარილის” გადამეტებულად მირთმევა, სასიკვდილო შედეგის მომტანია.მედიკოსთა მტკიცებით,საშუალოდ 80 კილოგრამის მქონე ადამიანისათვის მარილის 4 კილოგრამიანი დოზის მიღება სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
8. ავტომობილებით ყველაზე გადატვირთულ გზებად,მსოფლიოში მოჩნეულია ლუქსემბურგი.ამ ქვეყანაში ყოველ 1000 მაცხოვრებელზე 570 ავტომობილი მოდის და რაც ყველაზე მთავარია,ფაქტიურად ამ ქვეყნის გზებზე არასოდეს ხდება საცობები.
9. ყველაზე გრძელი საავტომობილო საცობი მსოფლიოში,დაფიქსირებულ იქნა 1960 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.საცობის სიგრძე 200 კილომეტრს შეადგენდა.მეორე ადგილს,1993 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაფიქსირებული 180 კილომეტრი სიგრძის საცობი იკავებს.
10. მსოფლიოში ქაღალდის წარმოების ხუთი ლიდერი ქვეყანაა: ამერიკა,კანადა,იაპონია,შვედეთი და ფინეთი.ამ ქვეყნებში ქაღალდის, მსოფლიო სრული მოცულობის 85% იწარმოება.
11. “ბაქტერია” და “ბაცილა” ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვაა,თუმცა პირველის წარმომავლობა ბერძნული ენიდან მომდინარეობს,მეორესი კი ლათინური ენიდან.
12. ტვინის წონა,ადამიანის სხეულის 2%-ს შეადგენს.
13. ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარ პრეზიდენტად,დღემდე მიჩნეული გახლავთ – ჯორჯ ვაშინგტონი,რომლის ქონება (პლანტაციების,უძრავი და მოძრავი ქონების ჩათვლით),დღევანდელი მონაცემებით 900 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო იმ პერიოდისათვის.
14. “ღვთისნიერი სითხე” – ღვინო,ქრისტიანთა წმინდა წიგნში “ბიბლია”,450-ჯერ არის მოხსენიებული.
15. ყველაზე დიდ კერძად მსოფლიოში – “შემწვარი აქლემი” მიიჩნევა.შემწვარი აქლემის შიგთავსში მოთავსებულია ცხვარი,ცხვარში – ქათამი,ქათამში – თევზი,ხოლო თევზში – კვერცხი.ასეთი კერძი ძირითადად მზადდება ბედუინების მიერ საქორწინო წვეულებისათვის.
16. როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან,პირველი წვნიანი კერძი (სუპი) დამზადებულ იქნა – ბეჰემოტისაგან,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 6000 წლის წინათ.
17. ყველაზე დიდი ქანდაკება,რაც კი ოდესმე ადამიანს ოქროსაგან დაუმზადებია,გახლავთ ასურეთის დედოფლის სემირამიდას (შამურამატი) ბრძანების საფუძველზე ჩვ.წ.აღ-მდე IX საუკუნეში დამზადებული ქალღმერთ – რეას ოქროს ქანდაკება,რომლის წონა 250 ტონას შეადგენდა.დღესდღეობით მისი არანაირი კვალი შემორჩენილი აღარ არის.
18. ქალაქი,სახელწოდებით – რომი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მდებარეობს,გარდა ანტარკტიდისა.
19. ნებრასკას შტატში (ამერიკა),ეკლესიებში დაცემინება კანონით აკრძალულია.
20. ინგლისში მდებარე,უნიკალური სამეფო რეზიდენცია”ბუკინგემის სასახლე” – 600 ოთახისაგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები (შედევრები),მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი “დიდი სიამოვნებაა”.
21. გენიალურმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა (ტენორმა) – ენრიკო კარუზომ (1873-1921 წლები),მისი დიდებული კარიერის მანძილზე 7-ჯერ გაიკეთა “ხმის იოგების” ოპერაცია.
22. ძველი აცტეკები “თამბაქოს”,ღვთაება “ციხუატოაკლის” განსახიერებად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ,რომ მისი სხეული მხოლოდ თამბაქოსაგან შედგებოდა.
23. სიტყვა “ციფრი” – არაბული წარმოშობისაა.მათ ძველი ინდოელებისაგან ამ სიტყვის აღმნიშვნელი პირველი სიტყვა “სუნია”,თავისებური ინტერპრეტაციით თარგმნეს და უწოდეს “სიფრი” ანუ “ციფრი”,რაც შემდგომში მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
24. პირველი შეგრძნება,რომელიც ახალშობილს უნვითარდება,გახლავთ შეხების შეგრძნება.
25. სიმბოლო – &,თავდაპირველად ინგლისური ანბანის შემადგენლობაში იყო,თუმცა დღესდღეობით იგი აღარ არის ინგლისური ანბანის შემადგენელი ნაწილი და მას მოიხსენიებენ,როგორც “ამპერსენდი”.
26. ადოლფ ჰიტლერის უასაყვარლეს ყვავილად “ედელვაისი” მიიჩნეოდა,რადგან მას ყველასათვის მიუწვდომელ მცენარედ მიიჩნევდა.
27. მიუხედავად იმისა,რომ მაგიდის ჩოგბურთი (პინგ-პონგი)ჩინელთათვის ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობადაა მიჩნეული და ისინი ყველაზე ძლიერ მოთამაშეებადაც მიიჩნევიან მსოფლიოში,იგი ინგლისელების მიერ იქნა გამოგონებული და სახელიც მათ უწოდეს,კერძოდ 1901 წელს ინგლისელმა ჯონ ჯაკვესმა,დაარეგისტრირა იგი სახელწოდებით “პიგ-პონგი”.
28. მრავალი ისტორიკოსი,ფეხბურთის სამშობლოდ – ჩინეთს მიიჩნევს და ირწმუნებიან,რომ ჩინელები ბურთს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 1000 წელს თამაშობდნენ.
29. ჩინეთში სამგლოვიარო ფერი – “თეთრი ფერია”.
30. ყველაზე უძველესი (მოქმედი) სასახლე,სადაც მეფეები და დედოფლები კვლავ ცხოვრობენ და მათ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს,გახლავთ – “უინძორების სასხლე” ბრიტანეთში,რომლის ასაკიც – 900 წელიწადია.

xelovani

მოგესალმებით მე ვარ გიგა გიორგაძე,დაბადებული 1996 წლის 19 მარტს   მოწოდებით გახლავართ ხელოვანი და ჩემ მომავალ პროფესიასაც ხელოვნების ერთ-ერთ დარგს ვუკავშირებ

მსგავსი ამბები

Close
Close