ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

კინომატოგრაფია – კინოხელოვნების ნიმუშების შექმნის ისტორია

სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად, კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული კინომატოგრაფია დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა.

 

 

კინოფილმის შექმნის პირველ მცდელობას მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ადგილი. პრინციპი მარტივი იყო: სწრაფი თანმიმდევრობით ხდებოდა სცენის ფოტოების გადაღება, რაც მოძრავი გამოსახულების ილუზიას ქმნიდა. პრინციპის სიმარტივის მიუხედავად, ასეთი ტექნოლოგიის განვითარებას გარკვეული დრო დასჭირდა. ზოგიერთ ადრეულ კინოკამერას სურათების სწრაფი თანმიმდევრობით გადასაღებად უამრავი ლინზა და ობტიურატორი ჰქონდა. საბოლოოდ მიღებული ანაბეჭდი სპეციალურ აპარატში იდებოდა მოძრაობის ილუზიის წარმოსაქმნელად.

 

კინომატოგრაფიის სფეროში პიონერებს წარმოადგენდნენ ლუი ლე პრინსი, უილიამ ფრისგრინი, თომას ალვა ედისონი და ძმები ლუმიერები. 1894 წელს ნიუ-იორკში გამართული ფილმის პირველი კომერციულ პრეზენტაციაზე ადამიანებმა ფული გადაიხადეს იმისათვის, რომ გამოსახულებებისთვის სპეციალური აპარატის – კინეტოსკოპის საშუალებით ეცქირათ. 1895 წლის მარტში პირველად გაიმართა კინოკადრების სახალისო პრეზენტაცია, რომელიც პარიზში დიდ ეკრანზე იყო პროექტირებული და ინდუსტრიული საზოგადოებისთვის სისტემის დემონსტრაციას წარმოადგენდა. ორი თვის შემდეგ, კომერციული სატელევიზიო პრეზენტაციების გამართვა დაიწყო ნიუ-იორკში, როდესაც კომპანია “ლამდამ” კრივის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საზეიმოდ გახსნა. საბოლოოდ, 1896 წელს ნიუ-იორკში საზეიმოდ პირველი კინოთეატრი გაიხსნა.

 

ამ დროს ფილმების გადასაღებად და საჩვენებლად ძირითადად დღეისთვის არსებული ტექნიკა გამოიყენებოდა, თუმცა კინოფილმს გახმოვანება არ ახლდა. მაყურებელს ფილმის შინაარსზე თვალის მიდევნება ეკრანზე დაწერილი სპეციალური ტიტრების საშუალებით შეეძლო. დრამატულ დადგმებში სცენისთვის პიანისტი შესაფერის მუსიკალურ ნომერს ასრულებდა.

გახმოვანება და ფერები

 

1900 წელს პარიზის გამოფენისათვის საუბარი, მუსიკა და სხვა სახის ბგერების გაჟღერება ფილმთან ერთად სინქრონულად მიმდინარეობდა. ბგერები წინსაწარ გრამაფონზე იყო ჩაწერილი, მაგრამ ოპერატორებს აღჭურვილობის მუდმივი კორექტირება უხდებოდათ, რომ ბგერა სურათებს საჭირო თანმიმდევრობით დამთხვეოდა.

 

 

თანამედროვე ტექნიკა

 

პროფესიული კინო, როგორწ წესი, წამში 24 კადრს მოიცავს და ეს საკმარისია უწყვეტი მოძრაობის ილუზიის შესაქმნელად. არაპროფესიული ფილმები ხშირად იღება ციფრული პორტატული კამერით, რომელიც ჩაწერას ციფრული ფორმით, კინოფირმზე, მინი დვდ-ზე ან ფლეშ მეხსიერებაზე ახდენს. ციფურლი აპარატით გადაღებული კადრები უამრავი პროფესიული ფილმისთვის გამოიყენება, თუმცა, კინომატოგრაფიის უდიდესი ნაწილი ისევ ცელულოიდის კინოფირებზე იღენს. რომელთა სტანდარტული სიგანე 35 მილიმეტრს შეადგენს. სატელევიზიო ფირმების მიერ მოხმარებული კინოფილმების სტანდარტია 16 მილიმეტრი. განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა ფართო ეკრანიანი 65 მილიმეტრიანი ფილმები.

მონტაჟი

 

ჩვეულებრივ, ფილმის გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. შემდეგ უკვე უფრო მნიშვნელოვანი და რთული საქმე სამონტაჟო ოთახში კეთდება. მონტაჟის ერთ-ერთ მიზეზსს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფილმის კადრები იშვიათად არის განლაგებული იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას ფილმის სიუჟეტი გულისხმობს. ფულისა და დროის დაზოგვის მიზნით, ერთსა და იმავე ადგილას გადასაღები კადრები, როგორც წესი სხვა ადგილზე გადასვლამდე სრულდება. ზოგიერთი კადრის გადაღება რამდენჯერმე ხდება, სანამ ფილმის რეჟისორის მოსაწონი შედეგი არ მიიღწევა. კადრების გადაღება უმეტესად ერთი და იმავე კამერით მიმდინარეობს. ამას ემატება  გვერდითა კუთხიდან გადაღებული იგივე სცენები. ზოგიერთი სცენების განმეორება საკმაოდ ძნელია, ან საერთოდ შეუძლკებელი. ასეთი შემთხვევებისათვის დამატებით მეორე კამერა გამოიყენება. სხვადასხვა კადრების ერთად თავმოყრას, სწორი თანმიმდევრობით დალაგებას, სპეციალური ეფექტებისა და მუსიკალური ფონის დადებას, კდიევ რამდენიმე თვე სჭირდება. ფილმის ხმოვანი კომპონენტების ფონოგრამები ერთ საერთო ფირზე იწერება და მიიღება სამუშაო ეგზემპლიარი, რომელიც ორ ფირზეა მოთავსებული. ერთზე გამოსახულება, მეორეზე კი ფონოგრამა.

დუბლირება

 

მუსიკა და სხვა ხმოვანი კომპონენტები ფილმს მაშინ ემატება, რაც მისი მონტაჟი დასრულდება. ხშირ შემთხვევაში მუსიკა ფილმში მოძრაობის სინქრონულად უნდა მიმდინარეობდეს. ასე რომ, მუსიკოსები ჩანაწერს აკეთებენ სადუბლიორო სტუდიაში, რომელიც კინოპროექტორითა და ეკრანითაა აღჭურვილი.

მუსიკის გარდა ფილმს სხვა მრავალი ბგერითი ეფექტი ემატება. მაგალითად, საბრძოლო სცენების გადაღება ხშირ შემთხვევაში ბგერების გარეშე ხდება, იგი შემდეგ სტუდიაში ემატება.

 

ავტომატური კინოპროექტორი

 

ფილმის ერთი კოჭა, რომელიც თითქმის 1800 მეტრ კინოფირს მოიცავს, დაახლოებით ერთი საათვის განმავლობაში გრძელდება და საკმაოდ რთულია მისი კინოპრეოექტორზე მორგება. ამასთანავე, ძალიან გრძელი ფილმები ყოველთვის ორი ან მეტი კოჭით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დღეისათვის თანამედროვე კინოთეატრები ავტომატურ აღჭურვილობითაა აღჭურვილი, რაც უწყევეტ ჩვენებას უზრუნველყოფს. ჰორიზონტალური ლითონის ფირფიტა დაახლოებით 7500 მეტრი სიგრძის კინოფირს იტევს და ერთი კინოპროექტორის გამოყენებით, დაახლოებით ოთხსაათიანი კინოჩვენების უზრუნველყოფა შეგიძლია.

 

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close