არქივი

“კენკრა”

6140b4570bd4
ოპერაცია ”გაქცეული პატარძალი”: სპეცსამსახურებს ქეითის გაქცევის შემთხვევაში მოქმედების გეგმა ჰქონდათ შემუშავებული

ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა უსაფრთხოების ზომები პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილისთვის ზედმიწევნით შეიმუშავეს. მათ გეგმა საპატარძლოს ქორწილიდან გაქცევის შემთხვევისთვისაც მოამზადეს.

ოპერაციის სახელწოდება იყო “კენკრა”. საპატარძლოს გაქცევის შემთხვევაში, სპეცსამსახურის ასობით წარმომადგენელს გაქცეული პატარძლის გარშემო დაცვის კორიდორი უნდა გაეკეთებინა. იმ შემთხვევაში, თუ ქეითი ეკლესიიდან გაიქცეოდა, მცველებს პრინცი უილიამისთვის საშუალება უნდა მიეცათ, ქეითს დადევნებოდა.

“რასაკვირველია ეს საშინელი ვარიანტია, მაგრამ აუცილებელი იყო ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინება. ამიტომაც ჩვენ ”კლარენს-ჰაუსის” (პრინც ჩარლზის) წარმომადგენლებთან უნდა შევკრებილიყავით”, – აღნიშნა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

მოლაპარაკებები დიდხანს და გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა. ერთის მხრივ, მასში მონაწილეობდნენ პრინც ჩარლზის წარმომადგენლები, მეორეს მხრივ – ქალაქის პოლიციის ოფიცრები, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. საბოლოო შეთანხმებასაც მიაღწიეს.

”მათ სურდათ, რომ ჩვენ გაქცეული პატარძლისთვის ხელი შეგვეშალა. მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში მილიონობით თვითმხილველის თვალწინ? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვუთხარით, რომ თუკი ქეითი გაიქცეოდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებოდით ის მომენტალურად გაგვეყვანა ტერიტორიიდან”,- განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

წყაროს თქმით, ამ წინადადებას სამეფო ოჯახის წარმომადგენლები არ ეთანხმებოდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ არ იყო საჭირო ქეითი მაშინვე მანქანით ან ვერტმფრენით გაგვეყვანა ადგილიდან. “დაე, ცოტა ფეხით გაირბინოს, ამ შემთხვევაში პრინცს მისი უკან მობრუნების შანსი მიეცემა”, – ამბობდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

“გეგმის ამ პუნქტმა დავა გამოიწვია. თუ ქეითი გაიქცეოდა, ჩვენი ამოცანა იყო – მისთვის გზა გაგვეხსნა, ხოლო პრინცისთვის დაწევის საშუალება მიგვეცა”.

კითხვა, თუ რა გეგმა ჰქონდათ შემუშავებული იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიიდან გაქცევას პრინცი უილიამი გადაწყვეტდა, წყარომ არასერიოზულად მიიჩნია.

616097f47dff

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button