არქივი

ჰერმან ვილჰელმ გერინგი – “ფიურერის მემკვიდრე”

30660f908807
ამ პოსტში მოგიყვებით ნაცისტზე, რომელიც ჰიტლერმა თავის მემკვიდრეთ დაასახელა და ბოლოს პარტიიდან გარიცხა.
1b582091792d
ჰერმან გერინგი დაიბადა როსენჰემში, 1893 წლის 23 იანვარს. მამამისს საკმაოდ დიდი ადგილი ეჭირა ჯარში და მისი დახმარებით ჩაერიცხა Prussian Cadet Corps-ში 1910 წელს, რომელიც 1914 წელს დაამთავრა. დედამისი კი უბრალო “გლეხის გოგო” იყო, ჰერმანი სახლში იღებდა განათლებას.
837b393c4627
გერინგი პირველად ჯარში გავიდა 1912 წელს. “21 წლის მამამაცმა რომანტიკოსმა ბიჭმა ლეინტენანტობის წოდებას მიაღწია” ასე აღწერს ირვინი მას ტავის წიგნში, პირველი მსოფლიო ომის დროს რევმატიზების გამო ჰოსპიტალში მოხვდა მაგრამ მკურნალობის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ჯარს, მაგრამ უკვე საჰაერო ძალებში სცადა ბედი.
1c8e16931b4e
თავდაპირველად ის მხოლოდ მეორეხარისხოვანი მებრძოლი იყო, მაგრამ მალევე გაითქვა სახელი თავისი გამბედაობით და შეუპოვრობით. Manfred von Richthofen-ის სიკვდილის შემდეგ გერინგი გახდა JG 1-დივიზიონის ლიდერი. ომის პერიოდში მან ოფიციალურად განახორციელა 22 შეტევა, რომელიც წარმატებით დასრულდა, გადაეცა შავი ლითონის ჯვარი.

1923 წელს გერინგის გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, როდესაც შეიტყო ჰიტლერის შესახებ მაშინვე გაწევრიანდა ნაციონალურ სოციალისტურ პარტიაში (NSDAP). ამავე წლის 8 ნოემბერს ბავარიაში ტარდებოდა შეხვედრა სადაც ესწრებოდა 3,000 ოფიციალური პირი. Gustav von Kahr-ის საუბრის დროს, ჰიტლერი და SA-ს წარმომადგენლები შეიჭრნენ შენობაში, ჰიტლერი მაგიდაზე ფეხებით შედგა ორი ტყვია ჰაერში გაისროლა და საზოგადოებას უთხრა, რევოლუციის დაწყების შესახებ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას თან ახლდა ჰერმან გერინგიც.

რევოლუციის დროს ის მძიმედ დაიჭრა მუცელში, ტკივილის გასაყუჩებლად კი იღებდა მორფს, სწორედ აქედან დაიწყო მისი ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, აღსანიშნავია ისიც, რომ ნარკოტიკის საწინააღმდეგო ცენტრში ორჯერ მოხვდა.
1930 წელს მას მიენიჭა გენერლის წოდება, 1931 წელს გარდაიცვალა გერინგის მეუღლე, ამ დროს უკვე ნაცისტებს დაკავებული ქონდათ მნიშვნელოვანი ადგილები, ჰიტლერმა გერინგს ნება დართო შეექმნა გესტაფო (მომავალში მან გესტაფოს შეფად დანიშნა თავისი ახლობელი რუდოლფ დელსი) ან საიდუმლო პოლიციის სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებდა ბანაკებს სადაც დაპატიმრბულები იყვნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები.
7906c0af5b72
1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა მას შესთავაზა პრუსიის შინაგან საქმეთა რაიხსკომისარიატი, რაზეც გერინგი დათანხმდა და უკვე ხელი მიუწვდებოდა გერმანიის პოლიციაზე, მან მოახდინა პოლიციის “გაფილტრვა”, ძველი კადრები შეცვალა ახალი SS-ის ხალხით. გერინგმა შეძლო და უფრო მაღალ პოსტს მიაღწია ეს იყო პრუსიის პრემიერ-მინისტრობა, გახდა საჰაერო ძალების გადაადგილების მინისტრი.
e19e6da74a96
1a5a7b414bc8
1934 წლის 10 აპრილს მან მეორედ იქორწინა გერმანელ მსახიობ Emmy Sonnemann-ზე. 30-იანი წლების შუახანებში ის უკვე დიდი პატივისცემით სარგებლობდა მთელ რაიხში. 1936 წელს მან დაიწყო ე.წ “Four year Plan”-ის განხორციელება. ეს იყო ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც გასაიდუმლოებული იყო და მიზნად ისახავდა ჯარის ოთხ წელიწადში გადამზადებას და აღჭურვას ომისათვის.
0329adecd6a9
277bfa5f6b18
1939 წელს გახდა თავდაცვის საბჭოს შეფი, მისი ბრძანებით ამავე წელს თავს დაესხნენ პოლონეთს, თავდასხმიდან 1 წელიწადში მან მიაღწია უმაღლეს ტიტულს “Reichsmarschall des Großdeutschen Reiches” (გროსდოჩე რაიხსმარშალი).
1942-45 წლებში ნელ-ნელა მისი ავტორიტეტი დაღმასვლას განიცდიდა და ნელ-ნელა შორდებოდა მმართველ ორგანოს, ამას თან სდევდა მისი ნარკოდამოკიდებულება, 1945 წელს ომის წაგებამდე ცოტა ხნით ადრე ჰიტლერს შესთავაზა ფიურერი გამხდარიყო, რის საფუძველზეც გაირიცხა ნაციონალურ-სოციალისტური პარტიიდან.
01032c0bd3ac
როგორც ბევრი ნაცისტი ისიც დაპატიმრებული იქნა ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს ნიურნბერგის პროცესზე მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რომელიც წლის 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, გერინგმა შეძლო ამ სასჯელისთვის თავი აერიდებინა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, იმ ფაქტზე, როგორ შეძლო რაიხსმარშალმა თავი მოეკლა ბევრი მოსაზრება არსებობს მე დავწერ მხოლოდ სამ ვარაუდს, რომელთაგან უფრო სწორი მიმაჩნია “ირვინის მოსაზრება” , დევიდ ირვინი, აწარმოებდა ისტორიულ მიმოხილვებს, გამოცემული აქ უამრავი წიგნი, მათ შორის ჰერმან გერინგზეც წიგნის ბოლოს ის წერს, რომ გერინგს ციან-კალიუმის კაფსულა თავისი სახის კრემში ჰქონდა დამალული, მეორე მოსაზრებით რაიხსმარშალმა საწამლავი ერთ-ერთი ამერიკელი ოფიცრისგან მიიღო, მესამე ვარაუდით კი ჟურნალისტის დახმარებით.
435d10b6c4bc

a935fce59552
გერინგი დაპატიმრების დროს, საპყრობილეში.

Kaveman

The Dude Me

მსგავსი ამბები

Back to top button