ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

პენელოპა კრუსმა სიმღერა დაიწყო

ყველასათვის კარგად ცნობილმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა უკვე მრავალჯერ დაგვიმტკიცა თავისი ნიჭიერება. გარდა იმისა, რომ კინო ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებულია, ამასთანავე იგი მოდელი და დიზაინერიც გახლავთ. პენელოპა არ ჯერდება ყოველივეს და ახლა თავისი ძალების მოსინჯვას მუსიკაშიც ცდილობს.

 

 

მცირე ხნის წინ გამოჩნდა კომპოზიცია „Decirnos Adios“ პენელოპა კრუსისა და ლათინოამერიკული ჯილდოს „გრემის“ მფლობელ მიგელ ბოზეს შესრულებით. მომღერალმა დადებითი შეფასება მისცა ყოველივეს და კომენტარიც გააკეთა: “პენელოპა ზღაპრულად მღერის, რაც მთავარია, მისი ხმა ინდივიდუალურია. იგი ამის დემონსტრირებას კარგად ახდენს, რაც ყველას როდი შეუძლია”.

პენელოპამ მონაწილეობა მიიღო კლიპშიც, რომელიც სიმღერას თან ერთვის. შავ-თეთრი ვიდეოს გადაღებები, როგორც ცნობილია, მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში პენელოპას მარტოხელა, ნაღვლიანი ქალის როლი ხვდა წილად.

ვიდეო იხილეთ აქ:

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close