მდიდრული ვილა „Castillo“ კარიბის კუნძულებზე
ლონდონში, სოტბის აუქციონზე გამოტანილი იყო 57 ლოტი, ხოლო სახლის ფასი შეადგენდა 42 578 200 ევროს. იმ დროისათვის ეს იყო სუპერ -ლოტი ამ აუქციონზე, ხოლო ვილა გახლდათ „Castillo“;
სულ რამდენიმე საათის ფრენის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით კარიბის კუნძულებზე, უფრო ზუსტად კი „Grand Cayman“ კუნძულის ბულვარზე.
შთამბეჭდავი და არისტოკრატული ვილა საერთო ფართით 4 500 კვ. მ. იქნება თქვენი რეზიდენცია ან მოკრძალებული ბუდე, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენ არა მარტო მხოლოდ ისიამოვნოთ მზით და ზღვით, არამედ განთავისუფლდეთ დიდი ქალაქების დამღლელი ხმაურისა და ფაციფუცისგან;
გასაკვირია, მაგრამ ამ სახლის მფლობელს უყვარს პატარა, მოკრძალებული ბინები.. „ჩემი სახლი ისეთივეა როგორც ჩიტის ბუდე ხეზე“-აცხადებს იგი’
ამ რეზიდენციას თანამედროვე არქიტექტურა და დახვეწილი ინტერიერი აქვს. აქცენტი გაკეთებულია ბუნებრივ განათებაზე, რასაც უზარმაზარი პანორამული ფანჯრები უზრუნველყოფს. სახლს ასევე აქვს ტერასები, საიდანაც მზის ჩასვლის ცქერა და ოკეანის ტალღების ხმაურის მოსმენა შეიძლება.
კარიბის კუნძულზე არსებული სახლის ინტერიერზე დეკორატორმა მარკ ზეფმა იზრუნა. ბინის ზოგიერთ ოთახში, რომლებიც ფართო და ნათელია, განთავსებულია კელვინ კლაინის მინიმალისტური ავეჯი; მისაღები ოთახები გადატვირთულია ბროლის და სვაროვსკის ჭაღებით… საბილიარდოში დაპროექტებულია შეკიდული ჭერები თავისი განათებებით, რომელიც უხდება საბილიარდოს თავისი ჩამონტაჟებული ბარით რაც
ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის; სახლში გაშენებულია დეკორატიული ბაღები პალმებით, ასევე შთამბეჭდავია დიდი, ნათელი, ულტრა თანამედროვე დიზაინის მქონე სააბაზანო ოთახები და ტრენაჟორების ოთახი; ასევე სტუმრებს ელოდება ჩონგბურთის მოედანი და გოლფის მოედანიც…
ოჯახით ან მის გარეშე , ვილა „Castillo“ გადაგაქცევს ნობობად, გრაფ მონტე კრისტოდ (Count of Monte Cristo), რომლის შეხედულებებიც ცხოვრებაზე დამახასიათებელია მხოლოდ მტკიცე და ძლიერი ერთეული ინდივიდებისათვის.
უძრავი ქონების შეძენის მეშვეობით, თქვენ შემოგთავაზებენ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც თქვენ უსაზღვროდ გაგახარებთ !!!
შთაბერეთ ნამდვილი მფლობელის ოჯახური სული ვილა „Castillo“-ს და ეს იქნება თქვენი წარმატებების დასაბამი…