არქივი

კალორიებს მხიარულად დაემშვიდობეთ

28b0d954bef3
დიეტა ბევრისთვის აკრძალვებთან ასოცირდება, ასეც არის. თუმცა შესაძლებელია ტკბილადაც ,,იდიეტოთ”. ოდესმე მოგისინჯავთ დიეტა, მხიარულებად გექციათ? არა? მაშინ ეს იდეები აუცილებლად მოგეწონებათ.

კანფეტის დიეტა
შიმშილის მწვავე შეტევის დროს ყინულ-კარამელის ჭამის მოდა დიდი ხანია არსებობს. საქმე ისაა, რომ საწუწნი კანფეტი მადას შესანიშნავად თრგუნავს და არც კუჭს ამძიმებს. კანფეტის დიეტის არსი იმაშია, რომ საკვების მიღების მაგივრად ყინულკარამელს დღეში დაახლოებით 75 გრამს წუწნიან. ამ მიზნისთვის ყველაზე მეტად გამოდგება ვიტამინიზებული კარამელები – ისინი არა შაქარზე, არამედ მის შემცვლელებზე მზადდება
პლუსი: კილოგრამებს სწრაფად აქრობს, კვირაში შეიძლება 5 კილოდრამამდე დაიკლოთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე პლუსიც – განსაკუთრებული კერძების მომზადებაზე ზრუნვა არ დაგჭირდებათ. ისინი ყოველთვის ხელთ გაქვთ.
მინუსი: უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დიეტაში სასარგებლო არაფერია. ,,კანფეტის პერიოდში” ორგანიზმს უნდა დაეხმაროთ. რაციონში ჩართეთ ხაჭო ან უცხიმო რძე კალციუმის შესავსებად. და კიდევ, გაუფრთხილდით კბილებს – სასურველია დღეში 3-4 ჯერ გაისუფთაოთ.
რჩევა: ყინულკარამელის დიტა წარმატებით გამოდგება განმტვირთველი დღისთვის, კვირაში არაუმეტეს ერთი დღისა.
bf61ffcc4413

ღვინის დიეტა
ყურძნის ღვინო უძველესი დროიდან მკვებავ პროდუქტად ითვლება. მაგალითად, ბოკალი შამპანიური იმდენივე კალორიას შეიცავს, რამდენსაც ხოლცის ბულიონზე მომზადებული ერთი თეფში ხორცის წვნიანი. ხოლო ბოკალი ტკბილი ღვინო 100 გრამ საქონლის ხორცს ცვლის. 7 დღიანი ღვინის დიეტა – ეს მინუს 2-2,5 კგ-ია.
მენიუს ნიმუში ერთი დღისთვის
საუზმე: მოხარშული კვერცხი, 50 გრამი ხაჭო.
სადილი: 150 გრამი მოხარშული თეთრი თევზი, მცირე ულუფა მწვანე სალათა, 2 ბოკალი მშრალი, თეთრი ღვინო.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული საქონლის (ქათმის) ხორცი, სალათა, 30 გრამი ყველი, 2 ბოკალი თეთრი ღვინო.
პლუს-მინუსი: ეს დიეტა ყველასთვის კარგია – გემრიელია, სასარგებლოა, მკაცრი შეზღუდვების გარეშე. მაგრამ უმჯობესია, მისთვის გამოყოთ დრო, როდესაც არ მუშაობთ. შესაძლებელია დიეტამ ალკოჰოლური სასმელებისკენ ლტოლვას მიგაჩვიოთ.
1201dcae91ef

ნაირფეროვანი დიეტა
რატომ ნაირფერი? ყოველდღიურად ახალი, მხოლოდ ერთი სახის რომელიმე პროდუქტი განმტვირთველი დღეების მონაცვლეობის მსგავსია.
კვების რეჟიმი: საკვების ყოვედღიური მოცულობა 4-5 ულუფად დაყავით და დღის განმავლობაში ჭამეთ. ამავდროულად აუცილებელია რაციონიდან გამორიცხოთ მარილი, ცხიმი, წვენები, ყავა. დალიეთ მეტი წყალი, მწვანე და ბალახეული ჩაი.
I დღე: 500 გრამი მოხარშული და ქორფა ბოსტნეული.
II დღე: 200 გრამი მოხარშული ან თUნდაც შემწვარი ხორცი (არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ღორის) სანელებლებით.
III დღე: 400 გრამი მოხარშული საქონლის ან ხბოს ხორცი.
IV დღე: 6 მაგრად მოხარშული კვერცხი.
V დღე: 400 გრამი მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზი.
VI და VII დღე: თითო კილოგრამი ხილი. ეს შეიძლება იყოს: ვაშლი, მსხალი, ატამი, ანანასი, საზამთრო, ჟოლო და ა.შ
პლუსი: მრავალფეროვანი საკვების წყალობით, ნამდვილად არ გექნებათ მოსაწყენი დრო. არც თქვენს ორგანიზმს ემუქრება სერიოზული სტრესი, ვინაიდან ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი საჭირო რაოდენობით მიწოდება. ეს რაციონი მათთვისაა ვისაც, მოკლე დროში გახდომა სურს.
შედეგი შთამბეჭდავია – მინუს 5-7 კილოგრამი.
მინუსი: ყოველდღიურად ,,ნაირფერი” რაციონი ერთგვარი მონოდიეტაა. როგორც ნებისმიერი დიეტის შემდეგ არის რისკი, მისი დასრულების შემდეგ წონაში სწრაფად მოიმატოთ. ასე, რომ ასეთი 7 დღიანი რაციონიდან გამოსვლის შემდეგ ფრთხილად იყავით.
63b4efa37178
იმედია მოგეწონათ ჩემი რჩევები და გაითვალისწინებთ მას <3

flawless

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button