არქივი

ძველი ბაბილონი – ხამურაბის აღზევება

94fbb6f3e5f5

 

ძველი ბაბილონი -ურის მესამე დინასტიის დაცემის შემდეგ ძველი შუამდინარეთის ისტორიაში იწყება ახალი ეპოქა , რომელიც იწოდება ძველბაბილონურ ხანად. ქრონოლოგიურად იგი მოიცავს პერიოდს ძვ.წ 2000 წლიდან 1600 წლამდე ანუ ბაბილონის პირველი დინასტიის დაცემამდე, ეს არის ხანა როდესაც ერთიანი შუმერულ-აქადური სახელმწიფოს ნანგრევებზე აღმოცენდა მრავალი პოლიტიკური ერთეული , როგორიცაა : ისინის , ლარსას , ეშნუნას , მარისა და ბაბილონის სამოფეობი. ამ სამეფოების ჩამოყალიბება განვითარებაში დიდი როლი შეასრულა დასავლეთიდან შემოჭრილმა სემიტურმა ტომების ახალმა ტალღამ , რომელიც ცნობილია ამორეველების სახელდწოდებით.

 

19d4098dc74c

პოლიტიკური ვითარების მიხედვით ეს არის პერიოდი ურთიერრთ ბრძოლისა. ცალკეულ სამეფოებს გამუდმებული ბრძოლა ჰქონდათ პირველობისთვის. მეოცე-მეთვრამეტე საუკუნეების მანძილზე სამხეთ შუამდინარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ისინისა და ლარსას სამეფოები. ამის გამო ძველბაბილონურ ხანაში ჩვეულებრივ ცალკე გამოყოფენ ისინისა და ლარას ეპოქას. მეთვრამეტე-მეთექსვმეტე საუკუნეები შეგვიძლია მივიჩნიოთ ბაბილონურ ხანად, რამდენადაც ამ დროს განსაკუთრებით გაძლიერდა ბაბილონის სამეფო , რომლის ძლიერი მეფის ხამურაბის ხელქვეით გაერთიანადა მთელი სამხრეთ შუამდინარეთი.
სოციალურ-ელონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით ეს ორი ეპოქა არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამდენად სავსებით გამართულად მიგვაჩნია ძველი შუამდინარეთის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთს ვუწოდოთ ძველბაბილონური ხანა , რამდენადაც ეპოქის დამახასიატებლებმა სოციალურ-ეკონოკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა მომენტმა დასრულებული სახე მიიღო სწორედ ბაბილონის სამეფოს ზეობის დროს, კერძოდ კი ხამურაბის მეფობისას (1972-1750)
ძველბაბილონური ხანა ხასიათდება ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო მეორნეობის დაშლითა და კერძო მეურნეობის განვითარებით. საზოგადოების საკმაოდ რთული ეკონომიკური სტრუქტურისა და ამის საფუძველზე აღმოცენებული ფენებისა და კლასების ურთიერთობა მოითხოვდა იურიდიული ნორმების სისტემატიზაციას. ამიტომაც ვითარდება სახელმწიფოს საკანომდებლო საქმიანობა, რის შედეგადაც შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი.
1) მცირე სამეფოები შუამდინარეთის ტერიტორიაზე (20-18 საუკუნეები)
ელამელებისგან განსხვავებით , რომელთა შუამდინარეთზე ლაშქრობა ძირითადად ნადავლის შოვნის მიზნით წარმოებდა , სემიტური ტომები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ამორეველებად რომ იწოდებოდნენ შემოსევების შემდეგ ადგილზევე რჩებოდნენ , სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიაზე და ადვილად ითვისებდნენ ადგილობრივ კულტურასა და ენას.
სემიტი ტომების პირველი ტალღა შუამდინარეთში შემოიჭრა დასავლეთით მდებარე სირიის უდაბნოებიდან ჯერ კიდევ მე-3 ათასწლეულის დასაწყისში. მათ აითვისეს შუამდინარეთის ოლქები , სადაც ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება აქადი შექმნეს. ამ ნაკადისგან გასნხვავებით ამორეველები სახლდებიან სამხრეთ შუამდინარეთში მე-3 მე-2 ათასწლეულების მიჯნაზე. მათ პლაცდარმს წარმოადგენდა შუა ევფრატზე , თანამედროვე თელ-ჰარირის ადგილას მდებარე მარის სამეფო (შუა ევფრატზე) , რომელიც დაარსდა 26-ე საუკუნის დასაწყისში. იგი იყო ამორეველთა პირველი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების ცენტრი სამხრეთ შუამდინარეთის უშუალო სიახლოვეს.
შედარებით უკეთაა ცნობილი ჩვენთვის ისინის მეხუტე მეფის ლიფითიშთარის ხანა (1940-1930) 1947 წელს აღმოჩენილ იქნა ამ მეფის სახელით შედგენილი კანონები , რომელიც დაწერილია არა აქადურ ენაზე, როგორც მოსალოდნელი იყო , არემედ შუმერულზე. ეს იმაზე მიუთითებს რომ მეფე ანგარიშს უწევდა ადგილობრივ მოსახლოებას , რომელიც ისინის სამეფოში უმრავლესობას შეადგენდა.
ყურადღებას იპყროს მე-14 მუხლი , რომელიც განსაზღვრავს სავალო მონობის პირობებს: თუ მონა თავის ბატონს ვალს დაუბრუნებს მუშაობით მაშინ იგი განთავისუფლებული უნდა იქნას. ამ მუხლის მიხედვით ნათელი ხდება , რომ ისინი9 სამეფოში საკმაოდ გავრცელებული იყო მონობა. კრედიტორს შეეძლო მოვალე ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში თავისთან ემუშავებინა მონურ პირობებში. როგორც ამ იურიდიული საბუტებიდან ირკვევა , სავალო კაბალის ვადა ხშირად განისაზღვრებოდა 30-50 წლით და ზოგჯერ მთელი სიცოცხლითაც.
ლიფითიშთარის კანონები უფლებრივად ერთმანეთს უთანასწორებს ადგილობრივ შუმერულ და მოსულ , მაგრამ ახლა უკვე გაბატონებულ სიმიტუ მოსახლეობას. ამასთან ერთად, თვით კანონების შუმერულ ენაზე შედგენაც შეიძლება გამხდარიყო სემიტების გარკვეული უკმაყოფილების მიზეზი. ჩვენთვის უცნობია , ამან თუ სხვა მიზეზებმა განაპირობეს ლიფითიშთარის წინააღმდეგ სემიტი დიდკაცობის შეთქმულება, რომელიც მოეწყო მისი მეფობის მე-11 წელს. შეთქმულება მალე საერთო აჯანყებაში გადაიზრდა რის შემდეგადაც ლიფითიშთარი ტახტიდან ჩამოადგეს.
ლარსას სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა რიმსუენის მეფობაში (1821-1761). თავისი ხანგრძლივი მეფობის მანძილზე იგი აქტიურ დაპყრობით ომებს აწარმოებდა , შემოიერთა : ერიდუ , ლაგაში , ური და ურუქი. მეფობის 30-ე წელს დაამარცხა ისინის უკანასკნელი მეფე დამიქილიშუ და შემოიერთა მისი სამეფოც. სამი წლის შემდეგ რიმსუენის მფლობელობაში მოექცა ევფრატზე მდებარე ქალაქი ბაბილონიც, რომლის მეფე სინმუბალიტი რიმსუენის წინააღმდეგ გამოდიოდა ისინის მეფე დამიქილიშუსთან ერთად. ამიერიდან ელამური წარმოშობის მქონე მეფის ხელქვეით აღმოჩნდა თითქმის მთელი სამხრეთ შუამდინარეთი.
ჩვენამდე მოაღწია ლარსას სამეფო იურიდიული კანონების ერთმა ნაწილმა , რომელთა რაოდენობა არის 7 და ისინი ძირითადად საოჯახო სამართლის ნორმებისგან შედგება.
ლარსაში კანონები ძირითადად გაბატონებული კლასის ინტერესების დასაცავად იყო შედგენელი , ამ მხრივ ყურადღებას იწვევს პირველი პარაგრაფი სადაც ლაპარაკია შვილობილის მიმართ მშობლების უფლებებზე. თუ შვილობილი ურჩობას გაუწევს მშობელს, მაშინ მამობილი უფლებამოსილია დაადოს შვილობილს მონის ნიშანი (შუბლზე ან საფეთქებლზე თმის აპარსვა) და გაჰყიდოს ვერცხლზე. ძველ შუამდინარეთში საკმაოდ ცნობილი ფაქტი იყო შვილად აყვანა. შეძლებული პირი იურიდიულად გააფორმებდა ჩვეულებრივი რამიბი მეთემისგან შვილად აყვანას, რიშ შემდეგაც ნაშვილები ვალდებული იყო ემუშავა მამობილის სახლში , სადაც მას მონურ მდგომარეობაში უწევდა ცხოვრება.
საერთთოდ ისინისა და ლარსას ეპოქაში ცენტრალიზებული სახელმწიფო მეურნეობის არსებობის დროს ფართო გასაქანი მიეცა კერძომესაკუტრეობის მეურნეობის განვითარებას. ეს არის კერძო ინიციატივის აყვავების ხანა. იურიდიული საბუთების მონაცემებით შეიჩნება ქონებრივი დიფერენციაცია თემში. სწრაფი ტემპით ხდება წვრილი მწარმოებლის გაღატაკება, რომლებიც ყიდიან უკანასკნელ იმედს მიწის ნაკვეთს. ძალიან ხშირია ვალის დაფარვის მიზნით საკუთარი შვილებისა და თვით საკუთარი თავის მონად გაყიდვის ფაქტებიც.

ბაბილონის აღზევება . ხამურაბი
შუამდინარეთის ცენტრალურ თუ განაპირა ოლქებში მდებარე წვრილ პოლიტიკურ ერთეულთა შორის პირველობისთვის წარმოებულ ბრძოლაში 18 საუკუნეში აქტიურად ებმება შუა ევრფრატზე მდებარე ქალაქი ბაბილონიც , რომელმაც დიდ სიძლიერეს მიაღწია ბაბილონის ხამურაბის დროს.
იქ სადაც მდინარე ევფრატი და ტიგროსი ყველაზე უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს აღმოცენდა პატარა ქალაქი , რომელიც შემდეგ ისტორიაში ბაბილონის სახელით გახდა ცნობილი. აქადურ ენაზე ბაბილი ნიშნავს ღვთის ჭიშკარს. შუმერები მას უწოდებნენ ქადინგირას, რაც აქადური სახლწოდების პირდაპირ მნიშვნელობას წარმოადგენს, ბაბილონი კი ბერძნული სიტყვაა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში შუამდინარეთში შემოიჭრნენ ამორეველთა ტომების ახალი ტალღები სამუაბუმის მეთაურობით. 1895 წელს ამ უკანასკნელმა ხელში ჩაიგდო ისინის სამეფოს ჩრდილოეთი , რომლის ცენტრი გახდა ქალაქი ბაბილონი, ამორეველთა დინასტიის პირველი წარმომადგენლები არც ,თუ ისე ხშირად გამოდიოდნენ პოლიტიურ ასპარეზზე, ისინი ძირითადად სააღმშენებლო საქმიანობას მისდევდნენ. ამ დროისთვის ბაბილონის გაძლიერებისთვის არ იყო შექმნილი სათანადო პოლიტიკური ვითარება შუამდინარეთში. მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ ელამელები , რომლებმაც მოიპოვეს ბატონობა სამხრეთ შუამდინარეთზე. მათი დასაყრდენი პუნტქი გახდა ლარსა , სადაც მეფობდნენ ელამელი უფლისწლები რიმსუენი და ვარადსუენი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული , ბაბილონის პირველი დინასტიის ერთ-ერთი მეფე სინმუბალიტი ელამელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოდიოდა ისინის სამეფოს მხარეზე , მაგრამ ეს უკანანასკნელი მალე მოექცა რიმსუენის გამგებლობაში. მალე სინმუბალიტიც იძულებული შეიქნა ეცნო ელამელების უზენაესობა რიმსუენის სახით.
ამავე პერიოდს ემთხვევა ჩრდილო შუამდინარეთის ქალაქ აშურში ამორეველთა ერთ-ერთი დინასტიის წარმომადგენლის შამშიადად პირველის გაძლიერებაც, მან თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა მთელი ჩრდილო შუამდინარეთი და მიაღწია იმასაც , რომ დაიპყრო ქალაქი ეშნუნა , ხოლო დასავლეთით ევფრატის ოლქები. მან ქალაქ მარში მეფედ დასვა თავისი ვაჟი იასმახადადი.
ასეთ რთულ ვითარებაში ბაბილონის ტახტი მემკვიდრეობით მიიღო სინმუბალიტის შვილმა ხამურაბიმ (1792-1750) , თავისი მეფობის პირველ ხანებში იგი იძულებული იყო ეცნო რიმსუენის უზენაესობა.
შექმნილი რთულ პოლიტიკურ ვითარებაში არ იყო საკმარისი მარტო სამხედრო ძალაზე დაყრდნობა. საჭირო იყო ფრთხილი დიპლომატიური სვლებიც. ხამურაბს ჰქონდა საკმარისი ენერგია და ნიჭი რომ შეექმნა კარგი არმიაც და ასევე არ გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირი ჩრდილოელ მეზობლებთან. კერძოდ კი მარის მმართველთან , რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მის მხარდამხარ გამოსულიყო მომავალში სამხრეთ შუამდინარეთში გაბატონებული საერთო მტრის წინააღმდეგ. ამავე დროს მანდ მოჩვენებითი მეგობრობაც კი დაამყარა ლარსას მეფე რიმსუენთან , რომლის დახმარებითაც თავის მეფობის მე-7 წელს დაიპყრო ქალაქი ურუქი , ური და ისინი. ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირების მიზნით , მან დაპყრობილ ტერიტორიებზე ჩაატარა გრანდიოზული სამეურნეო სამუშაოები, რაც მთავარია გაიყვანა დიდი სარწყავი არხი , რომელსაც უწოდეს ხამურაბის სიმდიდრე. ამის შემდეგ მან ყურადღება მიაქცია სამხრეთ შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე ოლქების შემომტკიცების საკითხს, რათა ამისთვის შეექმნა მტკიცე ბარიერი შიმშიად პირველისა და მისი მოკავშირე ტომების შემოტევის წინააღმდეგ .
შიმშიად პირველის გარდაცვალების შემდეგ 1783 წელს, ხამურაბის აქტიურად ჩაება მარის საშინაო საქმეებში. მისი დახმარებით სამეფო ტახტი დაიკავა ადგილობრივი დინასტიის წწარმომადგენელმა ზიმრილიმმა. ამით ხამურაბიმ ორი საქმე გააკეთა, თავიდან მოიცილა მისთვის არასასურველი , ძლიერი ზურგის მქონე მმართველი იასმახადადი და მეგობრად გაიხადა ახალი მეფე. ზიმრილიმთან მიმოწერაში ხამურაბი მას ძმად მოიხსენიებს და ჰპირდება ყოველგვარ დახმარებას სამეფოს საშინაო თუ საგარეო საქმეების გადაწყვეტისას , ამ დახმარებით , როგორც ავღნიშნეთ , მარის სამეფო დიად გაძლიერდა , რის შედეგადაც საბოლოოდ აღიკვეთა დასავლეთიდან მომთაბარე ტომების შემოსევები. ამით უშიშარი და დაცული გახდა ბაბილონის სამეფოს დასავლეთ საზღვარი.
ხამურაბი ძალზე უფრთხილდებოდა ზიმრილიმთან მეგობრულ ურთიერთობას. მეოფბის 30-ე წელს , ზიმრილიმთან შეთანხმებით და მისივე დახმარებით , ხამურაბიმ გაილაშქრა შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე ოლქების წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ სუბართუს საერთო სახელწოდება ჰქონდა. ამ ოპერაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ეშნუნას დაპყრობა , რომელიც მდებარეობდა ელამის დასავლეთ ოლქების უშუალო სიახლოვეს. ამ დროს მან პირველი დარტყმა აგემა ეშნუნას დასახმარებლა მოსულ ელამის ლაშქარსაც.
ჩრდილოეთ შუამდინარეთში გამაგრება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბაბილონის ასევე მარის სახელმწიფოსთვის. ამიერიდან დაცული იყო იყო ჩრდილოეთი საზღვარი ზაგროსის მთიანეთში მცხოვრების ტომებისაგან. ამ მხრიდან სამხრეთ შუამდინარეთში შემოჰქონდათ მეტალი და ხე-ტყე. ამ ოლქზე გადიოდა სავაჭრო-საქარავანო გზები , რომლებიც მიემართებოდა სამხრეთიდან ჩრდილოეთით მცირე აზიისაკენ, აღმოსავლეთიდან კი დასავლეთისკენ ხმელთაშუაზღვის სანაპიროებამდე.
1761 წელს ხამურაბიმ გაილაშქრა რიმსუენის წინააღმდეგ. ლაშქრობა როგორც ჩანს ხამურაბის გამარჯვებით დასრულდა და მან ხელში ცაიგდო ლარსას სამეფო და მთელი სამხრეთ შუამდინარეთი.
მეზობელი მეფის ასეთი გაძლიერება კარგს არაფერს უქადდა მარის სამეფოს. ადრე თუ გვიან იგი იძულებული გახდებოდა დამორჩილებოდა ბაბილონის მეფეს. 32 წელს ხამურაბი შეიჭრა მარის სამეფოში, დაიპყრო მარი და მისი მოკავშირე ოლქები . როგორც ჩანს ბოლომდე არ დაემორჩილა ზიმრილიმი ხამურაბს და ხამურაბმა მეფობის 35 წელს სადამსჯელო ექსპედიცია გაგზავნა მარის სამეფოში , რომლის შედეგადაც იავარქმნა მთელი მარის სამეფო. ამიშ შემდგომ შემოიმტკიცა ეშნუნა და აშურიც კი. ბაბილონის ჰეგემონიით კვლავ გაერთიანდა შუამდინარეთის უდიდესი ნაწილი

Back to top button