არქივი

სასარგებლო რჩევები (8 ნაწილი)

c04673fee7c7
დღეს დღეისობით ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე. პრაქტიკულად თითოეული ადამიანი, დაწყებული ახალგაზრდა ასაკისა და დამთავრებული მოხუცი ადამიანებით, ჩართულია სოციალურ ქსელებში და არ შეუძლია არცერთი წუთი ვირტუალური ურთიერთობისაგან. ამას ეწოდება – ინტერნეტ დამოკიდებულება, თუ როგორ მოვიცილოთ იგი, წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია.ინტერნეტ დამოკიდებულება შეიძლება მარტივად განიკურნოს, თუ შევზღუდავთ კომპიუტერთან გატარებულ დროს. დაისვით მაქსიმალური დროს რასაც ყოველდღიურად ატარებთ კომპიუტერთან. არ შეზღუდოთ ეს დრო უცბად, უნდა თანდათან შეამციროთ 1-2 საათით დღეში, მიიყვანეთ სოციალური ქსელების ვიზიტის დრო მინიმუმადე (მაგალითად 2 საათი დღეში ან ნაკლები).თუ გაცილებით ბევრ დროს დავუთმობთ რეალობას და არა კომპიუტერულ ცხოვრებას, მაშინ ინტერნეტ დამოკიდებულება თანდათან თვითონვე ამოიწურება. ხშირად შეხვდით მეგობრებს, ეწვიეთ გალერეებსა თუ მუზეუმებს ან კინო თეატრებს, წაიკითხეთ წიგნები, დაიჭირეთ ურთიერთობა ახლობლებთან და ნაცნობებთან. და გაიგეთ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ ამიცნოთ ამ ცხოვრებაში, ვიდრე კომპიუტერის მონიტორში.ჩაეწერეთ ფიტნეს ვარჯიშებზე, ან რაიმე საინტერესო კურსებზე, შეიცვალეთ საკუთარი მსოფლმხედველობა, გაიხსენეთ ის თუ რაზედაც ოცნებობდით ბავშვობაში. ინტერნეტ დამოკიდებულება ჩნდება, მაშინ როდესაც ადამიან მოსაწყინად ეჩვენება ცხოვრება.თუ ინტერნეტ დამოკიდებულებას რთულად გამორიცხვათ საკუთარი ცხოვრებიდან, მაშინ გადააქციეთ იგი სარგებლის მიღების მიზნად. არ დაკარგოთ დრო ვირტუალურ გაცნობსა და სხვადასხვა ჭორების მოსაძიად, არამედ იპოვეთ რაიმე ინტერნეტ სამუშაო. ეს მოგცემთ მატერიალურ მხარდაჭერას და ცხოვრების დაკმაყოფილებას.აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ ინტერნეტ დამოკიდებულება აღსავსეა არა მხოლოდ დროს დაკარგვით, არამედ ხანგრძლივი კომპიუტერის მოხმარება (კერძოდ მისი მონიტორის), უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 
7cefed26e473
ვფიქრობ, სოციალური ქსელები რომ არ იყოს, ხალხი უფრო ბედნიერი იქნებოდა. ამ ბოლო პერიოდში, თითქმის ყველა, მოზრდილი თუ უკვე თითქმის ხანში შესული, დროის უმეტეს ნაწილს ატარებს იქ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Facebook-ი. ძირითადი ნაწილი ამ “მოცლილი” ადამიანებისა, შედიან იმისათვის რომ გაერთონ. რაღაც მხრივ კარგია მათი არსებობა. მაგალითად ადამიანებისათვის რომლებსაც ბიზნესი აქვთ. მაგრამ ვფიქრობ ყველფერს ზღვარი აქვს და უნდა ვიცოდეთ მათი სწორად გამოყენება.

 

P.S.იმედია ამ სტატიის დახმარებით, ბევრი დაფიქრდება და შეეცდება შეცვალოს რაღაც თავის ცხოვრებაში.

 

 

თანამედროვე სმარტფონებში არის ძალიან ძლიერი პროცესორები და დიდი ეკრანები, მაგრამ როგორც ყოველთვის არც ისე დიდი ბატარეები. მოდიფიცირებული სმარტფონები რომლებიც ანდროიდის სისტემაზე მუშოაბენ ძალიან მალე “კვდებიან” და ამას ვერაფერით შეცვლი.

მწარმოებლებიი ფიქრობენ მხოლოდ მათ სიძლიერეზე და ეს პრობლემა ავიწყდებათ. შეიძლება უფრო ძლიერი ბატარეის ჩადგმა, თუ სმარტფონის სილამაზე ნაკლებად გაინტერესებთ, რაც შენდეგ სმარტფონის დიზაინს დაამახინჯებს. მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება პროგრამულადაც.

რამდენიმე რჩევა შეგვიძლია შემოგთავაზოთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაზოგოთ android სისტემის მქონე ტელეფონის ელემენტის ენერგია:

Automatic brightness ჩართეთ, რომ სმარტფონმა თავად არეგულიროს განათება. Email -ზე ავტომატური შეტყობინებები თუ მოგდით, უმჯობესია გამორთოთ.

ელემენტების პარამეტრებში შეგიძლიათ ნახოთ რომელი აპლიკაცია რამდენ %-ს ხარჯავს.
Display-ში screen timeout-ის დროც შეგიძლიათ შეამციროთ. Background apps-ს თუ იყენებთ მულტიტასკინგისთვის, ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა რეჟიმით ავსებთ ელემენტის ენერგიას. ეცადეთ რომ 20%-ზე ქვემოთ მაინც ჩამოვიდეს და შემდეგ შეართოთ დასატენად.

 

 

მეხსიერების ბარათის შეძენისას უნდა რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. ფლეშკის პლატის მოცულობა თითქმის ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება მისი ნაწილების განლაგების სიმჭიდროვეშია.

ფლეშკის მუშაობის სისწრაფე მის ყუთზეა დატანილი. გირჩევთ შეიძინოთ ფლეშკა რომლის სიჩქარე მეტია 10 MB/წამში. თუმცა შესაძლებელია სიჩქარე ციფრებით არ იყოს მოყვანილი და ეწეროს High Speed ან Fast Speed, ეს ნიშნავს რომ ფლეშკის სისრაფე 25 MB/წამზე მეტია.  ყურადღება გავამახვილოთ მეხსიერების ბარათის გარეგნულ მხარეზეც. „გამოსაწევი“ ფლეშკები საუკეთესო ვარიანტი არაა, მისი ხმარებისას კონტაქტები ზიანდება, რაც ინფორმაციის დაკარგვას გამოიწვევს. უკეთესია თუ ფლეშკას ექნება „თავსაფარი“. კარგია თუ მეხსიერების ბარათს მეტალის კორპუსი ექნება. მუშაობის პერიოდში მეხსიერების ბარათი ცხელდება, მეტალის კორპუსი კი ადვილად გასცემს სითბოს და ეს ფლეშკას გადაცხელებისგან დაიცავს. პლასტმასისა და რეზინის მასალით  დამზადებული ფლეშკას კი სითბოს გამტარობა არ ახასიათებს. თუმცა რეზინისგან დამზადებულ მოწყობილობას თავისი უპირატესობები გააჩნია:, რეზინა უკეთ იცავს ფლეშკის მიკროსქემებს ძირს დავარდნებისგან მიღებული დაზინებებისგან , ასევე წყლისა და ჭუჭყისგან.

იმისათვის რომ მეხსიერების ბარათმა დიდხანს გაგიძლოთ გამოიყენეთ ის დანიშნულებისამებრ. ნუ დაარედაქტირებთ დდოკუმენტებსა და ფაილებს ფლეშკაზევე.

 
d53a3128791d
როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს.

1. პიტნის ჩაი
პიტნის კამფეტიც შეიძლებოდა, მაგრამ კანფეტი შაქარს შეიცავს. პიტნის ჩაი კი სავსებით უსაფრთხოა წონისთვის. ცნობილი დიეტური ბლოგები პიტნის ჩაის დალევას ჭამის შემდეგ გვირჩევენ, რათა ჭამის შემდგომი ,,სუსნაობა” ავირიდოთ თავიდან.  პიტნა ბუნებრივი მადის ჩამხშობია.

2. ადექი და წადი
ეს უფრო იმ სიტუაციას ერგება, როცა სუფრასთან ახლოს ხარ და შიმშილს ებრძვი. თავის შეკავება ძალიან რთულია, როცა გემრიელობები ცხვირწინ გიდევს. ამიტომაც, ისეთ თავის მართლებებს, როგორებიცაა: ,,დიეტაზე ვარ” და ,,არა, გმადლობთ, არ მშია”, სჯობს უბრალოდ ადგე და საკვებს გაეცალო. ის არ გამოგეკიდება.

3.  გაიხეხე კბილები
კბილების გახეხვა არის სიგნალი, რომ ფართი დასრულებულია და მეტი საჭმელი აღარ იქნება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შიმშილიც მაშინვე იკლებს, როგორც კი კბილების გახეხვას დაასრულებთ. ან შეიძლება ესეც პიტნის არომატის ბრალია.

4. დალიე წყალი
მე დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ. პატარა ბოთლით დავდივარ და სწრაფ-სწრაფად ვცლი. ძალიან კარგი საშუალებაა მზერითი კონტაქტის ასარიდებლად და ხელების დასაკავებლად, კანზე და გახდომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.  არადა, ადრე დღეში 2 ჭიქაზე მეტ წყალს არ ვსვამდი ხოლმე. ხოდა, ადრე გაცილებით მძაფრადაც მშიოდა.

5. შეჭამე სალათი
ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ თეფშზე რომ სალათის დიდი ულუფა გიდევს, მთლიანად შეგიძლია შეჭამო და ცუდს არაფერს გიზამს. ძალიან მარტივ რეცეპტს გეტყვით, რომლითაც რამდენიმე საათის წინ მოვიკალი შიმშილი:
2 ცალი სტაფილო (გახეხილი)
1 ცალი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი)
ოხრახუში (10-15 გ)
კამა (ამდენივე)
4 ნაჭერი გრეიფრუტი (პატარა ნაჭრებად)
ვერ წარმოიდგენთ, რამდენად გემრიელი იყო.
გისურვებთ წარმატებებს შიმშილის მოკვლაში

 

 

 

 

ცხოვრების მთავარი პრობლემაა – შესაფერისი სამსახურის შერჩევა. რთულია მივხვდეთ თუ რისთვის დავიბადეთ, თუ ვინ გვინდა გამოვიდეთ. ეხლა მე შევეცდები მოგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.

წარმოგიდგენთ შემდგომ გეგმა. თუ ამ გეგმიდან ერთ-ერთი პუნქტს თქვენ უკვე უპასუხეთ, მაშინ შეგიძლიათ იგი გამოტოვოთ.
1) საკუთარი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები;
2) სამუშაოს სახე;
3) სამუშაო გრაფიკი;
4) ოჯახური მდგომარეობა;
5) ანაზღაურება.

1) საკუთარი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.
ადამიანი დაბადებიდან იჩენს ინტერეს რაღაცის მიმართ. ზოგს უყვარს რაღაცის შეკეთება, ზოგს აშენება, ზოგს კი მომზადება. იმისათვის რომ გავარკვიოთ თუ რომელი სამსახური იქვენბა ყველაზე ახლოს გულთა, უნდა გავარკვიოთ თუ რისკენ გვაქვს მიდრეკილება და ინტერესი. თუ თქვენ გიტაცებთ სპორტი – შეგიძლიათ გახდეთ სპორტსმენი ან ტრენერი; თუ გიყვართ წერა – შეგიძლიათ გახდეთ ჟურნალისტი; თუ გიტაცებთ ფოტოგრაფია – მაშინ ფოტოგრაფი. თქვენ უნდა გაარკვიოთ თუ რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად. ზოგჯერ შეხვდებით პრობლემას, როდესაც ერთ-ერთი სამუშაოს არჩვევის დროს, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ რამოდენიმეს ერთად, ამ შემთხვევაში წავიკითხოთ შემდგომი პუნქტები.

2) სამუშაოს სახე/ფორმა.
სამუშაოს სახის ქვეშ ვგულისხმობ იმას თუ როგორ გსურთ იმუშაოთ, თავისუფალი გრაფიკით ან მჭიდრო გრაფიკით. ამ ყველაფერს აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც.
მოქნილი გრაფიკით მუშაობა:
-ფიქსირებული ანაზღაურება და დაწინაურების პერსპექტივა.
-მუდმივი რეჟიმი, როგორ თქვენთვის, ასევე საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ასე თქვენ გამოიმუშავებთ რეჟიმს რაც დასარღვევად რთული იქნება.
მოუქნელი სამუშაო გრაფიკი:
-არ გაქვთ მუდმივი განრიგი, იღვიძებთ როცა გინდათ და მუშაობთ როცა გინდათ.
-ხშირად სამუშაოს ასეთი ტიპი, სახლში ჯდომას გულისხმობს.

3) სამუშაო გრაფიკი.
აქ უნდა არჩიოთ თუ რა გრაფიკით გსურთ მუშაობა. მაგილითად : თქვენ გინდად აირჩიოთ სამუშაო ღამის სმენით და ა.შ. აქ ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან თქვენ თვითონაც გაერკვევით.

4) ოჯახური მდგომარეობა.
თქვენ შეიძლება გაიცინოთ, მაგრამ ეს ყველაზე დიდ ზეგავლენას მოახდეს სამსახურზე. გაინტერესებთ თუ როგორ?
ყველაფერი მარტივია! მაგალითად თქვენ არ ხართ დაოჯახებული, მაშინ თქვენ სამსახურს შეგიძლიათ დაუთმოთ ულევი დრო და შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც გაგიხარდებათ.
თუ თქვენ გსურთ დაოჯახდეთ. მაშინ მე არ გირჩევთ ბევრი დრო დაუთმოთ სამსახურს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახს. თუ თქვენ ხართ ოჯახის კაცი, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ შესაფერისი გრაფიკი, რომელიც ხელს არ შეგიშლით ოჯახთან დროის გატარებაში .

5) ანაზღაურება.
ანაზღაურება – რაც ყველაზე მთავარია. აქ ყველაფერი დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე. რისი კეთებაც შეგიძლიათ, შესაფერის ანაზღაურებას იმსახურებთ. თუ გსურთ მაღალი ანაზღაურება, მაშინ მოგიწევთ გაწიოთ ულევი შრომა და იპოვოთ კარგი სამსახური.

გისურვებთ წარმატებებს სამსახურის პოვნაში!

მსგავსი ამბები

Back to top button