საკითხავისასარგებლო

დანაშაულის გახსნის ტექნოლოგიები


სანამ ამ პოსტს კითხულობთ, სავარაუდოდ, შესაძლოა ვიღაც სერიოზულ დანაშაულს ჩადიოდეს. დანაშაულის ადგილას დატოვებული ნებისმიერი, სულ მცირე,სამხილიც კი საკმარისია იმისთვის, რომ პოლიციამ კანონდამრღვევი დაადგინოს.

 

 

სისხლის ლაქა, თმის ღერი ან თითის ანაბეჭდი, როგორც წესი, საკმარის სამხილს წარმოადგენს პოლიციელთათვის დამნაშავის დასადგენად. ასეთი სახის სამხილები დანაშაულის ადგილას ყოველთვის გვხვდება, რადგან ნებისმიერი დამნაშავისათვის თითქმის შეუძლებელია კრიმინალური დანაშაულის ჩადენისას რაიმე სახის კვალი მაინც არ დატოვოს. ქსოვილის ერთ პატარა ბოჭკოს შეუძლია შეუძლია გამოავლინოს, თუ რა ეცვა დამნაშავეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ფეხის კვალი არ არის დარჩენილი, ფეხსაცმლის მტვერი შესაძლოა შეიცავდეს ისეთ ნაწილაკებს, რომლებიც ადამიანის სამუშაო ადგილთან მიგვიყვანს. ზოგჯერ დანაშაულის ადგილას კვალის დატოვების ნაცვლად, კრიმინალმა შესაძლოა გაუცნობიერებლად საიდენფიკაციო, ანუ ამოსაცნობი ნივთიერება ტანსაცმელზე აიკრას.
მიუხედავად იმისა, რომ მტვრის, სისხლის, საღებავისა და ბოჭკოვანი მასალის ნარჩენები პოლიციისთვის მნიშვნელოვან სამხილს წარმოადგენს, გამომძიებლები ხშირად გამოუვალ სიტუაციაში ხვდებიან, თუ დანაშაული ხალხმრავალ ადგილას არის ჩადენილი. დიდი სიფრთხილეა საჭირო კრიმინალებისა და უდანაშაულო ადამიანების კვალის გასარჩევად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ცრუ სამხილს პოლიცია არასწორ კვალზე შეუძლია დააყენოს, სწორ და ხელჩასაჭიდ ერთადერთ სამხილსაც კი დანაშაულის გახსნა შეუძლია.

 

 

თითის ანაბეჭდები

თურმე საუკუნეები წინათ, ის ადამიანები, რომლებსაც ხელის მოწერა არ შეეძლოთ, დოკუმენტზე საკუთარი ცერა თითის ანაბეჭდს ტოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდი ინდივიდებში აბსოლიტურად განსხვავებულია, მისიი უტყუარ სამხილად გამოყენება მხოლოდ 1892 წლიდან დაიწყეს.
1880 წელს მეცნიერულ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ადამიანთა საიდენფიკაციოდ თითის ანაბეჭდთა გამოყენებას ეხებოდა. ამ სტატიის საპასუხოდ, ნეგალში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელმა განმარტა, რომ იგი ასეთ სისტემას უკვე იყენებდა პატიმართა პიროვნების დასადგენად. ამას კი შემდგომში უკვე მოჰყვა საკითხის მეცნიერული კვლევა, რომელსაც გალტონი ხელმძღვანელობდა. მან დაასკვნა, რომ თიტის ანაბეჭდი უნიკალური და თანაც მუდმივი იყო. იგი მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა და თვით იდენტურ ტყუპებსაც კი განსხვავებული ჰქონდათ. ამის საფუძველზე კრიმინალურმა სასამართლომ თითის ანაბეჭდები უტყუარ სამხილად მიიჩნია.
უხილავი თითის ანაბეჭდები, რომლებსაც ოფლიანი, ანუ ნოტიო თითები ტოვებენ, ხილული ხდება ალუმინიანი ფხვნილის მოყრის შედეგად. შემდეგ მათ ფოტოს უღებენ, ან წებოვანი ლენტის საშუალებით იღებენ, რაც შემდეგ სარეგისტრაციო ბარათზე მაგრდება. პრიალა ზედაპირზე დატოვებული ნიშნების აღება გაცილებით იოლია, ხოლოს სპეციალური ტექნოლოგია ანაბეჭდების ქაღალდზე, ქსოვილსა და კანზე გადატანის საშუალებას იძლევა.
პიროვნების ამოსაცნობად თითის ანაბეჭდების მსგავსად გამოიყენებოდა, ასევე ხელის გულის, ფეხის თითებითა და ცხვირით დატოვებული კვალი. ცნობილია, რომ ხელთათმანის ტარება თითის ანაბეჭდების დატოვებისგან იცავს კრიმინალს, თუმცა ხელთათმანის მიერ დატოვებული მკვეთრი ნიშნები, პოლიციას დამნაშავის ამოცნობის შესაძლებლობას მაინც აძლევს.

 

 

ფრაგმენტები

სასამართლო დეტექტივები ადგენენ, შეესაბამება თუ არა მოცემული ნივთიერებების ფრაგმენტები ეჭვმიტანილის მონაცემებს. ქსოვილიდან აღებული ბოჭკოები, დანაშაულის ადგილას მორჩენილი სხვა სახის ნივთმტკიცებები და ეჭვმიტანილის სახლში არსებული მსგავსი ნიმუშები მიკროსკოპის ქვეშ მოწმდება, რათა დადგინდეს ბუნებრივი თუ ხელოვნური წარმოშობისაა ისინი. თუ ისინი ერთი და იმავე ტიპის აღმოჩნდება, მათ საღებავი სცილდება და ქრომატოგტაფიის პროცესის თანახმად, კომპონენტებად იშლება. შემდეგ ხდება ნიმუშების შედარება. ყველა ეს პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაშიც, თუკი დანაშაულის ადგილას ერთი ბოჭკო მაინც აღმოჩნდა.
საღებავის ლაქის ანალიზიც შემდეგი მეთოდით მიმდინარეობს. იგი შესაძლოა მთავარი სამხილი იყოს დამნაშავის პიროვნების ამოსაცნობად. თუ, მაგალითად, საღებავი მანქანისაა, იგი რამდენიმე შრისგან იქნება შემდგარი – მთავარი კარკასული მასალა, ქვედა ფენა და შემდეგ საღებავის რამდენიმე ზედა ფენა. ეს ყველაფერი მიკროსკოპის საშუალებით გამოვლინდება. საღებავის ანალიზის შემდეგ შედეგები სხვადასხვა წარმოების მანქანების ნიმუშებს შეედრება. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, პოლიციას ხშირ შემთხვევაში, დანაშაულში მონაწილე მანქანის ფერისა და მოდელის დადგენა შეუძლია.
დანაშაულის ადგილას ან იროვნების ტანსაცმელზე აღმოჩენილ სისხლის ლაქებს შეუძლია პოლიციას ისიც ”უთხრას”, თუ რა მოხდა სინამვილეში. დაღვრილი სისხლის ფორმის მიხედვით, ექსპერტები განსაზღვრავენ სისხლი ახლად მიყენებული ჭრილობიდან წვეთავდა თუ ეს ძველი ჭრილობა იყო.

 

 

გენეტიკური თითის ანაბეჭდები

იმის დადგენა, თუ სისხლის რომელ ჯგუფს ეკუთვნის ნიმუშები, ხშირად ეხმარება პოლიციას ეჭვმმიტანილთა რიცხვის შემცირებაში. ეს ტექნიკა არ განსაზღვრავს იმ ფაქტს, თუ რომელ ადამიანს ეკუთვნოდა სისხლის ნიმუში. ამის დასადგენად გამომძიებელ მეცნიერებს, გენეტიკური თითის ანაბეჭდების გამოყენება უწევთ.
გენეტიკური თითის ანაბეჭდი სხეულის უჯრედებში ქიმიური სტრუქტურის ნიმუშის წარმოგენით ადამიანის პიროვნებას ავლენს. უჯრედები სისხლის, კანის, ნერწყვის ან სპერმის ნიმუშისგან მიიღება. ყოველი ადამიანის უჯრედები უნიკალურ ნიმუშს იძლევა. ასე რომ, იდენტური ნიმუშები ყოველთვის ერთსა და იმაე ადამიანს ეკუთვნის.
გენეტიკური თითის ანაბეჭდები პირველად დამნაშავის გასამართლებისას 1987 წელს გამოიყენეს. დანაშაულის ადგილას სულ ერთი წამწამის დატოვებაც კი საკმარისია ადამიანზე გენეტუკური ინფორმაციის მოსაპიოვებლად და პიროვნების იდენტობის დასადგენად.

 

წყარო: ”შემეცნების სამყარო”

თეგები

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Close
Close