არქივი

ფრაზეოლოგიზმები

d0038683dbd4

როცა მეგობრებთან, კოლეგებთან, ლექტორებთან თუ სხვადასხვა საზოგადოებაში ვსაუბრობთ, ვცდილობთ ,,ფრთიანი” ფრაზები, რომელიმე უცხო სიტყვა და გამონათქვამი  გამოვიყენოთ, ამით უფრო განათლებულ და საინტერესო პიროვნებად წარმოვაჩენთ ხოლმე თავს; თუმცა ხშირად არის შემთხვევები, როცა თავად არ გვესმის სიტყვის თუ ფრაზის მნიშვნელობაპირადად მეც, ხშირად გამომიყენებია ისეთი ფრაზეოლოგიზმები, როგორიცაა: ,,პანიკური შიში”, ,,დამოკლეს მახვილი”, ,,ავგიას თავლა” და ა.შ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მათი ეტიმოლოგიის შესახებ არაფერი ვიცოდი ქართული ენისთვის პრეზენტაციის (,,ბერძნული წარმოშობის ფრაზეოლოგიზმები ქართულ ენაში”) მომზადებამდე. ვეცდები მიღებული ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ. 

,,არიადნეს ძაფი” – რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალება. არიადნე – მინოსური ქალღმერთი, კრეტის მეფის მინოსის  და  პასიფაეს ასული. მას ნახვისთანავე შეუყვარდა ახალგაზრდა გმირი თეზევსი, ათენის მეფის ეგეოსის ძე, კრეტაზე ჩასული იმ მიზეზით, რომ ან ეხსნა ათენი მძიმე ხარკისაგან ან თვითონაც სხვა ჭაბუკებთან ერთად დაღუპულიყო. როცა თეზევსი ლაბირინთში შედიოდა, არიადნემ დახმარება აღუთქვა იმ პირობით, რომ შეირთავდა და ათენში წაიყვანდა. თეზევსი დაეთანხმა. არიადნემ ფარულად გადასცა ძაფის გორგალი და ხმალი, თეზევსმა ძაფის ბოლო მისასვლელში დაამაგრა, გაჰყვა, ლაბირინთის შუაგულში მინოტავრს თავს დაესხა, მოკლა და ძაფს უკან გამოჰყვა, ღამით გაიტაცა არიადნე, თან წაიყვანა და ათენისკენ გაემართა.

e751e11111c2

აქილევსის ქუსლი – ადამიანის სუსტი მხარე.

აქილევსი (ბერძ. Αχιλλεύς) ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის ილიადის ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი. ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე —პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი. თეტიდა აქილევსს  სტიქსის წყლით ბანდა, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. სტიქსის წყლისგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ადგილი- ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას. აქილევსი ტროას ომში დაიღუპა ქუსლში  პარისის მიერ ნასროლი ისრით.

d0038683dbd4
,,სიზიფეს შრომა” ითქმის დაუსრულებელ და უნაყოფო მძიმე შრომაზე.

სიზიფე საბერძნეთის (კორინთის) მითოლოგიური მეფე იყო, რომელსაც ღმერთების გადაწყვეტილებით მაღალ მთაზე მძიმე ქვა უნდა აეგორებინა. როცა სიზიფე ლოდს  მწვერვალზე აიტანდა, ის ისევ ქვევით გორდებოდა და ასე დაუსრულებლად უწევდა მას ლოდის მწვერვალზე ატანა.

f9664d8716cf

“პანდორას ყუთი“ ყოველგვარ უბედურებათა წყარო.

პრომეთეზე განრისხებულმა    ზევსმა  უბრძანა ჰეფესტოს, შეემქნა ქალი, პანდორა, როგორც კაცობრიობის სასჯელი. ჰეფესტომ მიწისა და წყლისგან შექმნა არსება,რომელსაც ქალღმერთის გარეგნობა და ადამიანის ხმა ჰქონდა, ქალღმერთმა აფროდიტემ პანდორას სინარნარე და მომხიბვლელობა დაანათლა; ჰერმესმა – ეშმაკობა და ვერაგობა; ათენა პალადამ კი ხელსაქმე ასწავლა. პრომეთე გრძნობდა რა მოახლოებულ საშიშროებას, გააფრთხილა თავისი ძმა ეპიმეთევსი, არ მიეღო საჩუქარი ზევსისგან. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთევსმა ცოლად მოიყვანა პანდორა. ზევსმა საჩუქრად მისცა პანდორას დახურული ყუთი და გააფრხილა, რომ არ გაეხსნა, მაგრამ ვინაიდან ღმერთებმა პანდორას ცნობისმოყვარეობაც დაანათლეს, მან ძალაუნებურად გახსნა ყუთი. გახსნა რა ყუთი, ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი. ამის შემდეგ ბოლო მოეღო ადამიანთა უდარდელ და ბედნიერ ცხოვრებას.

5b68caf94c0c

,,პანიკური შიში”:

ნიმფა დრიოპეს შეეძინათ ვაჟიშვილი, რომელიც თხისწვერებიანი და რქებიან–ჩლიქებიანი იყო.  ახალშობილმა დაბადების პანიკური შიში – ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაც პანიკურმა შიშმა მოიცვა და ვგულისხმობთ , რომ მას ძალიან შეეშინდა. ბევრმა არ იცის, რომ ამ ხატოვანი გამოთქმის სათავეც ბერძნულ მითოლოგიაში უნდა ვეძებოთ.

ვაჭარ–მოგზაურთა, ხელოსანთა და მეჯოგეთა მფარველ ღმერთს– ჰერმესსთანავე ხტუნვა და სიცილი დაიწყო. როცა მამამ  შვილი წარუდგინა ოლიმპოს ბინადარ ღმერთებს, პატარა არსებამ ყველა გაახალისა,  ამიტომ მას სახელად  პანი  (“ყველა”) უწოდეს.

პანს ტყისა და ნადირთა მფარველობა დაეკისრა.  იგი ძალიან მხიარული იყო. თუმცა სასტიკი გაბრაზება იცოდა, განსკუთრებით არ უყვარდა, როცა ძილს არ აცლიდნენ და ხმაურით აღვიძებდნენ. ამიტომ როცა პანს ეძინა, ყველა ჩუმდებოდა ტყეში , იტრუნებოდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. საერთოდ, პანის უცნაური გარეგნობა ისედაც ყველას აშინებდა და აშფოთებდა. ამიტომ დაერქვა დიდ შიში პანიკური შიში და დიდი შიშით გამოწვეულ არეულობას– პანიკა.

5a5dc30d6b0b

დამოკლეს მახვილი – ეს გამოთქმა იხმარება მოსალოდნელი საშიშროების, მოახლოებული საფრთხის აღსანიშნად.

ფრაზას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნულითქმულება:

სირაკუზის მმართველი დიონისე უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა მასთან დაახლოებულ პირს–დამოკლეს. დამოკლე შენატროდა დიონისეს ყოფას და ბედს. მმართველმა გადაწყვიტა დამოკლესთვის ჭკუა ესწავლებინა; დაიბარა ერთ დღეს და თავის ტახტზე დასვა, მაგრამ წინდაწინ ტახტის ზემოთ, ჭერში, ცხენის ძუით შიშველი მახვილი ჩამოკიდა. დამოკლე დაჯდა ტახტზე, აიხედა ზემოთ და დაინახა ჩამოკიდებული მახვილი, რომელიც შეიძლება, ჩამოვარდნილიყო და პირდაპირ თავში ჩასცემოდა. საჩქაროდ წამოხტა შეშინებული დამოკლე. დიონისემ მეგობარს ამით მიანიშნა, რომ მმართველის ბედი სახარბიელო არ არის და რომ მას საფრთხე ყოველ წუთს ელოდება.

 

ავგიასის თავლა – წლობით დაგროვებული სიბინძურე, უსუფთაობა, რომელიც უნდა გაიწმინდოს.
საბერძნეთის მეფეს ავგიასს თავისი თავლა უყურადღებოდ ჰქონდა მიტოვებული. გმირ ჰერაკლეს დაეკისრა ამ საშინლად გაბინძურებული თავლის გაწმენდა. ჰერაკლემ მართლაც გაწმინდა ეს თავლა. მან მდინარე გაიყვანა თავლაზე და ტალღებმა გადარეცხეს სიბინძურე.

 

ტროას ცხენი (იგივე დანაელების ძღვენი) – ძღვენი, საჩუქარი, რომელშიაც იფარება მტრული ზრახვები, ღალატი, საფრთხე, უბედურება

ტროის ომში ბერძენთა ლაშქარს არგოსის მეფე აგამენონი მეთაურობდა. როცა დანაელებმა აქილევსის დაღუპვის შემდეგ იარაღით ტროის აღების იმედი დაკარგეს, სამხედრო ხერხს მიმართეს: დაამზადეს ხის უზარმაზარი ცხენი, შიგ ფარულად რჩეული ვაჟკაცები ჩასხეს, ტროელების თვალის ასახვევად ქალაქს ალყა მოხსნეს, ჩასხდნენ გემებში და მახლობელ კუნძულზე გავიდნენ. ტროელები ეჭვმა შეიპყრო, მაგრამ განგებ მიგზავნილი ბერძენი სინონი ცბიერებით არწმუნებდა მათ, დანაელებმა ალყა ნამდვილად მოხსნესო. ტროელებმა ხის ცხენი შეაგორეს ქალაქში და ღამით ძილს მიეცნენ. სინონმა წინასწარ დათქმული სიგნალი – ცეცხლის ალი რომ დაინახა კუნძულზე, გააღო ცხენში დატანებული ფარული კარები, გამოიყვანა იქიდან მეომრები, გაუღეს ქალაქის ჭიშკარი კუნძულიდან დაბრუნებულ დანაელებს და მუსრი გაავლეს ტროას.

,,განხეთქილების ვაშლი” – დავის, უთანხმოების მიზეზი, ომის საბაბი.

მითიური ოქროს ვაშლი ზედწარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს(ალექსანდროსს) მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის მეუღლე მშვენიერიელენე ტროაში წაეყვანა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა რომ ეს ფრაზეოლოგიზმი არ არის ბერძნული  წარმოშობის, პირდაპირ კავშირშია ჩემს პროფესიასთან და მასაც გაგაცნობთ.

ყვითელი პრესა – ამ გამოთქმაში იგულისხმება უპრინციპო, ზნეობრივ საფუძველს მოკლებული ჟურნალ-გაზეთები

1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ უოტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთის „უორლდის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა სურათების სერია საოხუნჯო ტექსტების დართვით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო დახატული, რომელიც მოუთხრობდა მკითხველს თითოეულ სურათზე დართულ ტექსტის შინაარსს. უოტკოლტის ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა. მალე მეორე გაზეთმა „ნიუ-იორკ ჟურნალმაც“ გამოაქვეყნა მსგავსი სურათები გასართობი წარწერებით. ამ გაზეთებს შორის ატყდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა „ყვითელი ბიჭუნას“ გამოქვეყნებაში. ამ დავას 1896 წელს სტატიით გამოეხმაურა ჟურნალ „ნიუ-იორკ პრესის“ რედაქტორი ერვინ უორდმენი, რომელმაც მოცილე გაზეთებს ყვითელი პრესა უწოდა.

წყარო : http://gauxsnelibarati.wordpress.com

gauxsnelibarati

da ukve 21!

მსგავსი ამბები

Back to top button