გამოგონებავიდეოებისაქართველო

კომპიუტერული პროგრამები

თუ გემრიელი საჭმლის მომზადება გინდათ, უმჯობესია რეცეპტის ინსტრუქციებს მიჰყვეთ. თუ მათ სწორად შეასრულებთ, საჭმელიც მშვენიერი გამოგივათ! კომპიუტერული პრგრამაც რეცეპტის მსგავსია. ის შეიცავს ინსტრუქციების სიას, რომელიც კომპიუტერს იმის გაკეთებას აიძულებს, რაც გვინდა… კომპიუტერულ პროგრამებს მართლაც ძალიან სასარგებლო ფუნქციების შესრულება შეუძლია, მაგალითად, კოსმოსური ხომალდის მართვა, ჩვენი სარეცხი მანქანის ციკლის რეგულირება და შუქნიშნებზე ფერების ცვლილება.
კომპიუტერული პროგრამები კომპიუტერისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური ნაწილები, მაგალითად, მონიტორი და კლავიატურა. თუ კომპიუტერული პროგრამა მცდარია, ის არ იმუშავებს.

დიდი დიაპაზონი –
კომპიუტერული პროგრამების დიაპაზონი საოცრად ფართოა. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ტექსტის ბეჭდვის პროგრამებს, რომლებიც ტექსტის აკრეფის, გასწორებისა და დაბეჭდვის ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნის საშუალებას გვაძლევს. მაგრამ პერსონალურ კომპიუტერს შეუძლია ისეთი პროგრამების გამოყენება, რომლებიც ინფორმაციას ინახავს, გამოთვლებს აკეთეს, მუსიკას უკრავს, ნახატის შექმნასა და გამოსახულების დამუშავებაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კომპიუტერული თამაშებიც. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვადასხვა სახის პროგრამა, რომლებსაც მეცნიერებასა და მრეწველობაში იყენებენ.
არსებობს, აგრეთვე, პროგრამები, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეიქმნას, ვინაიდან მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ასეთი პროგრამები ამუშავებს თვითმფრინავებს, ავტომობილებსა და სამედიცინო დანადგარებს. თუ ასეთ პროგრამაში შეცდომა გაიპარა, შეიძლება ადამიანები დაზარალდნენ.
ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროგრამა სასარგებლო არაა, არსებობენ კომპიუტერული ვირუსებიც – პროგრამები, რომლებიც კომპიუტერის სისტემაში აღწევენ და ზიანს აყენებენ. ზოგი ვირუსი მხოლოდ თავხედური შეტყობინებით შემოიფარგლება, მაგრამ არის ვირუსები, რომლებსაც კონკრეტული ტიპის ფაილების, მაგალითად, გამოსახულების ან მუსიკის შემცველი ფაილების წაშლა შეუძლია. ზოგი ივირუსი კომპიუტერის მთელ ინფორმაციას შლის. ვირუსები ხშირად ელექტრონული ფოსტით ვრცელდება. მათთან საბრძოლველად ანტივირუსული პროგრამების მუდმივი განახლებაა საჭირო, რაც ახალი ვირუსების მოსპობაში დაგვეხმაერბა.

 

კომპიუტერული პროგრამები კომპიუტერულ ენაზე იწერება. არსებობს ძალიან ბევრი კომპიუტერული ენა, მაგალითად “ბეისიკი”, “იავა”, “ფორტრანი” … თითოეული პროგრამა სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მაგალითად, “ბეისიკი” მარტივი ენაა, რომელსაც დამწყები პროგრამისტები სწავლობენ. “იავა” უფრო რთული ენაა. პროგრამისტები კომპიუტერულ ენას დასახული ამოცანის მიხედვით ირჩევენ.
პროგრამა შეიძლება ძალიან გრძელი იყოს. მაგალითად, პროგრამა, რომელსაც კოსმოსური რაკეტა ორბიტაზე გაჰყავს, მრავალი ათასი სტრიქონისგან შედგება. რაკეტაზე ხომ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი აპარატურაა, რომელსაც მართვა სჭირდება, ამიტომ კომპიუტერულ პროგრამაში დიდძალი ინფორმაცია შედის.
კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორს პროგრამა იმ სახით, როგორითაც იწერება, არ ესმის. რომ გაიგოს, ამისთვის პროგრამის სიტყვები და რიცხვები ციფრულ ინსტრუქციებად უნდა გარდაიქმნას. ამ ფუნქციას ასრულებს სისტემა, რომელსაც კომპილატორი ექოდება.

ხოჭოები და მათი განადგურება –
იმის გამო, რომ პროგრამა ინსტრუქციების თანამიმდევრობაა, ბრძანებაში გაპარული ნებისმიერი შეცდომა მთელი პროგრამის მუშაობის გაჩერებას იწვევს. ეს სერიოზული პრობლემაა, როცა პროგრამა მართავს, მაგალითად, თვითმფრინავის ძრავას ან კომპიუტერს, რომელიც სისხლის ტესტს ატარებს. ამიტომ შეცდომები, ანუ როგორც მათ პროგრამისტები უწოდებენ, “ხოჭოები”, უნდა განადგურდეს. ხოჭოების განადგურების პროცესი ზოგჯერ თვით პროგრამის წერის პროცესზე არანაკლებ ხანგრძლივია.

დამატებით –
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში კომპანია “აი-ბი-ემ”-მა ახალი, რევოლუციური კომპიუტერი შექმნა – პერსონალური კომპიუტერი. ის საკმაოდ პატარა იყო და მაგიდაზე ეტეოდა. მაგრამ ამ კომპიუტერს პროგრამები არ ჰქონდა, ამიტომ “აი-ბი-ემ” -მა დახმარებისთვის პატარა ფირმას, “მაიკროსოფთს” მიმართა, რომელსაც ახალგაზრდა ამერიკელი ბილ გეიტსი უძღვებოდა. საპასუხოდ მისმა კომპანიამ “აი-ბი-ემ” -სთვის შექმნა MS DOS – მაიკროსოფტის დისკუსიური ოპერაციული სისტემა. კომპანია ყოველი გაყიდული პერსონალური კომპიუტერიდან გარკვეულ საზღაურს იღებდა და მალე უზარმაზარ კორპორაციად გადაიქცა. დღეს “მაიკროსოფთი” კომპიუტერული პროგრამების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.

კომპიუტერული პროგრამები მარავალფეროვანია. ზოგიერთი პროგრამა შესასრულებელი ამოცანების უბრალო სიაა, ზოგი კი, ამ პროგრამის მსგავსად, გვასწავლის, როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი ვებგვერდი. ვებგვერდები როგორც წესი იწერება HTML (Hyper Text Markup Language) ენაზე.

 

ელექტრონულმა თამაშებმა პოპულარობა პირველი პერსონალური კომპიუტერების გამოჩენისთანავე მოიპოვა. თანამედროვე თამაშებს ძალიან რთული გრაფიკა აქვს, რომელიც რეალურ გარემოს ძალიან ზუსტად ასახიერებს.

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close