არქივი

ალბერტ შპეერი ნაცისტი, რომელმაც პატიება ითხოვა?!

5963a083169b
ამ პოსტში მოგიყვებით ჰიტლერის არქიტექტორ ალბერტ შპეერზე ბევრი მას მოიხსენიებს როგორც “კარგი ნაცისტი” თუ რამდენად კარგი იყო ის თვითონ ნახეთ. პოსტი დიდი გამოვა მაგრამ ზოგს დაგაინტერესებთ.

0e704377fd97

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:

დაბადების თარიღი 1905 წელი, გარდაიცვალა 1981 წელს ლონდონში, სწავლობდა არქიტექტურას კარლსრუეს, მიუნხენის და ვენის უნივერსიტეტებში. 1931 წელს შევიდა ნაციონალისტურს სოციალიტურს პარტიაში, ის იყო რაიხის დედაქალაქის შენობა ნაგებობათა გენერალური ინსპექტორი, მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი. შპეერი ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის პირთა რიცხვს მიეკეუთვნებოდა ვინაიდან ჰიტლერს ძალიან იზიდავდა არქიტექტურა რაზეც მოწმობს მისი ფერწერული ტილოები. საერთაშორისო ტრიბუნალმა მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც მან შპანდაუს ციხეში გაატარა. 1969 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი მოგონებები ეს წიგნი მალევე გახდა პოპულარული და ითვლება ყველაზე სამართლიან წიგნათ, რომელიც დაწერილა ნაცისტურ პარტიაზე, მან 12 წელი გაატარა ფიურერის გვერდით და ბოლოს მაინც უღალატა მას როდესაც ხელი შეუშალა თვითგანადგურების გეგმას, ასევე ის ნიღაბს ხდის მაშინდელი რეჟიმის ბევრ დეტალს თავის “მოგონებებში”. მიუხედავად ჰიტლერის ფავორიტობისა, შპეერს ჰყავდა არქიტექტურული მოპაექრე – ჰერმან გიზლერი, რომელსაც ჰიტლერი ასევე სწყალობდა. ამ გარემოების გამო მათ შორის უთანხმოება საკმაოდ ხშირი იყო.

შპეერი დაიბადა მენჰეიმში, მისი ოჯახი უკვე მიკეუთვნებოდა საშუალოზე მაღალ ფენას. წინაპრები ძირითადად ღარიბი გლეხები იყვნენ მათი ცხოვრება გამორჩეული არაფრით იყო, მხოლოდ ერთადერთ გამონაკლისს ფრიდრიხ პაპენჰაიმი წარმოადგენდა. ბაბუამისი ჰერმან ჰომელი ჩვეულებრივი მეტყევე იყო, რომელიც შემდეგ ბიზნესმენი გახდა და დაიწყო ხელსაწყოებით ვაჭრობა, მან მალევე მოიკიდა ფეხი გერმანიაში და ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი გახდა, “თავისი სიმდიდრის მიუხედავად, ბაბუაჩემი მოკრძალებულად ცხოვრობდა და ხელქვეითებსაც ლმობიერად ეპყრობოდა” – წერს თავის მემუარებში შპეერი.

ის იყო მეორე შვილი ალბერტ და ლუიზა შპეერის. 1918 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჰაიდელბერგში. შპეერი იყო დაინტერესებული სპორტის სახეობებით როგორებიცაა თხილამურით სრიალი და რაგბი, მას თავიდანვე უნდოდა გამოსულიყო მათემატიკოსი მაგრამ მამამისმა გადააფიქრებინა და უთხრა, რომ თუ ამ პროფესიას აირჩევდა შიმშილისგან სულს დალევდა, ამიტომ შპერი თავისი ბაბუის ბერტჰოლდ შპეერის გზას დაადგა, ის გახლდათ შეძლებული არიქტექტორი, რომელმაც ახალგაზრდობაშივე განუტევა სული, მაგრამ მოასწრო ბევრი შენობის აგება კლასიცისტურ სტილში რაც იმ ხანებში პოპულარობით სარგებლობდა, უფროსი ალბერტ შპეერი (მამამისი) წინაპრის მსგავსად არქიტექტორი იყო, საკმაოდ წარმატებული შეიძლება ითქვას მდიდარი , 1900 წელს მოიყვანა მეუღლე, რამაც მის კაპიტალს თანხა ორმაგად შემატა.

შპეერი მდიდრულად იზრდებოდსა “უზრუნველი ბავშობა” ჰქონდა მისი სახლი მორთული იყო ფრანგული ავეჯით ინდური სუვენირებით, კაფელით მოპირკეთებული ბუხრით, რაც არ უნდა ყოფილიყო მის სასახლეში 14 ოთახზე მეტი იყო, არიქტექტორი იხსენებს დიდ სასადილოს ოთახს, რომლის მაგიდაც 20 კაცს იტევდა, ნეოგოთიკურ სტილში გაწყობილს სადაც აღნიშნეს მისი ნათლობა.

1924 წელს სწავლობდა მიუნიხის უნივერსტეტში . 1925 წელს მან შეიცვალა სასწავლებელი და ამჯერად ბერლინში გადავიდა სასწავლებლად სადაც მისი მასწავლებელი ჰეინრიხ ტიშენოუ იყო. 1927 წელს გამოცდების ჩაბარების შემდეგ ის გახდა ტეშენოუს ასისტენტი, 22 წლის ასაკში.
82a024bc6d0f

1931 წელს მან ტეშენოუსთან მუშობაზე უარი განაცხადა და გადავიდა მანჰეიმში, 1932 წელს კარლ ჰანკეს დახმარებით გებელსამდე ხმამ მიაღწია, რომ ის კარგი არქიტექტორი იყო. იოსეფ გებელსმა მას შესთავაზა თავისი სამინისტროს დაპროექტება, მან მალევე გაითქვა სახელი და ტროსტის სიკვდილის შემდეგ 1934 წლის 21 იანვარს, შეცვალა იგი და გახდა პარტიის შეფ არქიტექტორი. შპეერი პირველი ნამუშევარი ტროსტის სიკვდილის შემდეგ იყო Zeppelinfeld-ის სტადიონი. რის მშენებლობაშიც 340 000 კაცი მონაწილეობდა. ამ სტადიონზე უნდა დატეულიყო ნახევარი მილიონი ადამიანი, აქვე იგეგმებოდა “არიული თამაშები”, რომელიც ომის შემდეგ სავარაუდოდ ოლიმპიურ თამაშებს შეცვლიდა. ქვემოთ მოცემულია ამ სტადიონის მაკეტი:
3874169ff88e
7a2b1331949d
74f70e210945

ნიურნბერგი უნდა ყოფილიყო ადგილი სადაც აშენდებოდა ძირითადი ნაცისტური ნაგებობები რომელთა უმეტესობაც ვერ აშენდა.

d80d67345870
7e9b018fda7e
11 წლის მანძილზე ის ჰიტლერის გვერდით იყო მასთან და სხვა დაახლოვებულ პირებთან ერთად ატარებდა საღამოებს, ესწრებოდა თათბირებს და თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა.

5963a083169b
ჰიტლერი აჯილდოვებს შპეერს ორდენით.

11 წლის შემდეგ 1942 წელს, ის ინიშნება რაიხის შეარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრად, ფრიც ტოდის გარდაცვალების შემდეგ (მისი გარდაცვალების მიზეზია ავიაკატასტროფა, იყო 50 წლის), სხვებისგან განსხვავებით შპეერი იშვიათად ატარებდა უნიფორმას, თავის მემუარებში ის წერს, რომ უკვე ამ დროიდან მესამე რეიხი ჩაძირვის პირას იყო და უკვე იკვეთებოდა ომის წარუმატებლად დამთავრება, უკვე შეარაღების მინისტრს სურდა ატომურ ბობმბზე მუშაობა დაეწყო რაზეც ჰიტლერისგან უარი მიიღო, რომ გნავიხილოთ მისი მოღვაწეობა როგორც შიარაღების მინისტრი ვერ ვიტყვით, რომ წარუმატებელი იყო იმ პერიოდში, როდესაც ომი მიმდინარეობდა. 1945 წელს უკვე წაგების პირას მყოფი მესამე რეიხის ფიურერმა ბრძანება გასცა, რომ ყველა ინფრასტრუქტურისთვის ბოლო მოეღოთ, მისი თქმით გერმანელი ხალხი ზედმეტად უტვინო იყო აღმასვლისთვის, შპეერმა (და არა მარტო მან) ხელი შეუშალა ამ გეგმას, სწორედ ამას თვლიან ჰიტლერის ღალატად, ის ბოლო დროს ჰიტლერს უმალავდა, რომ თავისი ოჯახი ბერლინს მოაშორა, რადგან იცოდა ასეთ ქმედებას მისი დახვრეტა მოჰყვებოდა.

პოსტის ბოლოს მინდა წარმოგიდგინოთ შპეერის არც თუ ისე ცნობილი ფოტოები.

44bdae4c08c4
9a9ad9165197
7662d06589d9
07e698bda143
455384592f47

Kaveman

The Dude Me

მსგავსი ამბები

Back to top button